x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
„მენანება ბელარუსია, დემოკრატიის სახელით გაპარტახდება, გაიყიდება და დაინგრევა“ - მაია ნიკოლეიშვილი
image


სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.


„როგორ მენანება ბელორუსია – ეს მოწესრიგებული, გაკრიალებული, მომუშავე ქვეყანა, საოცრად კულტურული და თბილი ხალხით!

კი, დემოკრატია დამყარდება ათწლეულების მერე, მანამდე კი დემოკრატიის სახელით გაპარტახდება ქვეყანა, გაიყიდება გასაყიდი, დაინგრევა აშენებული… მერე…



მერე თუ ომს და გახლეჩვას გადაურჩნენ, კი შევლენ….ნატოში….”- წერს ნიკოლეიშვილი.


ინფორმაციისთვის, ბელარუსში მე-9 დღეა ბელარუსში საპროტესტო ტალღა გრძელდება. აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან, 9 აგვისტოდან მიმდინარეობს. მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა და ხმათა 80% მიიღო.


საერთაშორისო დამკვირვებლებმა როგორც წინასაარჩევნო გარემო, აგრეთვე, უშუალოდ არჩევნების პროტესტი მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს. ბელარუსის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.


ცესკოს-ს მონაცემებით ლუკაშენკოს 80, 1 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

7
668
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
668
  
2020, 19 აგვისტო, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ნაცი ქოციაშვილი-ის კომენტარზე
2020, 18 აგვისტო, 11:33
შენ ქვეყანას მიხედე თუ გული რაიმეზე შეგტკივა! ბელარუსები როგორც უნდა ისე მოიქცევიან!
2020, 17 აგვისტო, 21:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2020, 17 აგვისტო, 18:39
მინდა საქართველო,რომელშიც საკუთრება და თავისუფლება იქნება დაცული,მინდა საქართველო,სადაც ადამიანებს პოლიცია არ ატერორებს და თუ დაატერორებს სასამართლოს იმედი მექნება.მინდა საქართველო,რომელშიც ბავშვები არ იშიმშილებენ და ადამიანებს ექნებათ წესიერი ჯანდაცვა,ექნებათ საშუალება თვითონ გადაწყვიტონ სად იმკურლონ და 15000 ლარის ზღვარი არ ექნება ყველას,რადგან მდიდარს ეგ არ სჭირდება.მინდა საქართველო,სადაც გადასახადებს შეამცირებენ და ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტოს რა და როგორ დააფინანსოს.ყველაზე მთავარი მინდა იყოს საქართევლო ნამდვილად დამოუკიდებელი და ყავდეს მას დაფასებული და კარგად გაწვრთნილი ჯარი. მინდა ქვეყანა,სადაც ვეტარანებს აფასებენ და გარდაცვლილთა ოჯახები გრძნობენ ყოველდღიურ მხარდაჭერას. მინდა ქვეყანა,სადაც ბავშვები პლანზე კი არ ოცნებობენ,არამედ ჰარვარდზე და ოქსფორდზე. მინდა საპენსიო ასაკის ადამიანს ქონდე ბედნიერი ცხოვრება და ის არ ეძებდეს ნაგავში საკვებს. თუ რომელიმე იპოვე საქართველოში,მაშინ თავი მომაჭერი. არადა 17 წელი გავიდა მსგავსი მოვლენებიდან და ისევ გზას ვეძებთ წრიდან გასასვლელად.
2020, 17 აგვისტო, 18:30
ტერიტორიების დაკარგვა და მუდმივი შიში ომის,სახლში შევარდნები და ფაქტების ჩადება,ახალგაზრდების ქუჩაში ჩაცხრილვა,აქციების დარბევები,მედიის თავისუფლების შეზღუდვა და ათასი უბედურება. საკუთარ თავს კითხეთ ცოტნე,ეს იყო ის,რაც 2003 წელს სურდა ხალხს?
პ.ს. საქართველოს მოსახლეობას ნუ აკნინებენ ზოგიერთები,თურმე ბელარუსები მაგრები არიან,რადგან 17 წლის წინ ვქენით იგივე. ეხლა იმიტომ არ ვშვებით,რომ საქმნელი არაა.კეზერაშვილების და ახალაიების გულავი დამთავრდა საქართველოში. მოპარული ფულით დაფინანსებული აქციებზე ადამიანები არ მოვლენ და მით უფრო მხედრიონელ რურუას გვერდზე არ დაუდგება. ამ ვითარებაში მთავრობაში არის ძალა,რომელიც ყველაზე უკეთესია. არ ვამბობ,რომ კარგი,მე ვამბობ,რომ ამათზე კარგი. ასერომ ცვლილებების დრო ჯერ არ დამდგარა ამათი და ამათ უფრო მეტად ესმის ხალხის,ვიდრე ნაცების დროს. ციხის კადრები რო გავიდა ერთერთი სტუდენტი ვიყავი,რომელიც ვითხოვდით მთავრობის გადადგომას,მაგრამ ახალაია გადააყენეს მარტო. მე ის საქართველო ნამდვილად არ მინდოდა 2003 წელს,როცა 13 წლის ვიყავი და ტქვენი არ ვიცი.
2020, 17 აგვისტო, 18:22
მტრული ვერაფერი დავინახე ამ განცხადებაში. არ უთქვამს,რომ ლუკაშენკო კარგიაო და ის წყობა,რაც აქვთ მისაღებიაო. თქვა,რომ დემოკრატიის სახელით გაანადგურებენ ქვეყანას,ვიღაცეები ფულს იშოვიან და მერე დამყარდება დემოკრატიაო. ფაქტიურად, პარალელი საქართველოზე გაავლო. 2003 წელს არანაკლები გამოსვლები იყო და ნაცებს ყველა იმედის თვალით შეყურებდა,მაგრამ რეალურად სხვა სურათი მივიღეთ. ადამიანების ტერორი,პოლიციური სისტემა და სამთავრობო ფულის შოვნა. კი ეკონომიკა გაიზარდა,მაგრამ ეგ მოსალოდნელიც იყო,რადგან ბენდუ ჩამოიყვანეს. დემოკრატიის მთავარი მამოძრავებელი არის სიტყვის თავისუფლება,საკუთრება და სასამართლოს დამოუკიდებლობა. მიშას დროს რომელი იყო? ეხლა კიდევ უკეთესი სიტუაციაა გამოხატვის თავისუფლების კუთხით,დანარჩენი იგივე დარჩა.
2020, 17 აგვისტო, 18:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7