x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
პოლფარმა - უდიდესი გამოცდილების მქონე პოლონური ფარმაცევტული კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოსვლის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს
image


85-წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი პოლონური ფარმაცევტული კომპანია „პოლფარმა“, 15 წელია საქართველოში ოპერირებს და მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.


ევროკავშირის უმაღლესი სტანდარტებით დამზადებული მედიკამენტების ეფექტურობა არაერთი კლინიკური კვლევით არის დამტკიცებული. სწორედ ამიტომ, „პოლფარმას“ სანდო და ხარისხიანი პროდუქციას ექიმები სამკურნალო დანიშნულებით ხშირად იყენებენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, „პოლფარმას“ მედიკამენტების დანიშვნისას, სასურველი შედეგის დადგომა სასურველ დროში გარანტირებულია.


საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია „პოლფარმას“ ისეთი მედიკამენტები, როგორებიცაა:



image


image


  • აქვადეტრიმი - ყველაზე მაღალეფექტური და სწრაფად ათვისებადი D ვიტამინი;
  • აქვადეტრიმი პლუსი - ვიტამინების A და D ბალანსირებული მიცელარული ფორმა;
  • აცოდილაკ საშეტი - დიარეას საწინააღმდეგო სწრაფი ეფექტის მქონე პრეპარატი - განსაკუთრებული, საშეტის ფორმით;
  • ფოქსილ გელი - კანის ნებისმიერი ზედაპირული დაზიანებისთვის: დამწვრობა, გამონაყარი, მწერის ნაკბენი და ა.შ. ასევე, ალერგიებით გამოწვეული პრობლემების ეფექტური სამკურნალო პრეპარატი.
  • იბუფენი - ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი უმაღლესი ხარისხის მედიკამენტი. შაქრის ნულოვანი შემცველობითა და ჰიპოალერგიული თვისებებით;
  • ბენოდილი - მარტივად შეთვისებადი საინჰალაციო საშუალება ანთების საწინააღმდეგო და სპაზმის მომხსნელი ეფექტით. გამოიყენება პრევენციული დანიშნულებითაც;
  • ცევიკაპი - ყველაზე უსაფრთხო და მარტივად გამოსაყენებელი C ვიტამინი ჩვენი პატარებისთვის;
  • ბობოტიკი - სრულიად უსაფრთხო, სიმეთიკონის ყველაზე მაღალი შემცველობის მქონე გაზგამყვანი საშუალება, რომლის მიღება შესაძლებელია სიცოცხლის პირველივე დღეებიდან;
  • ბიოტრაქსონი - საუკეთესო ხარისხისს მქონე ანტიბიოტიკი (ცეფტრიაქსონი), იდეალური შედეგებით;
  • პირანტელი - ყველაზე ადრეული ასაკიდან გამოსაყენებელი, უსაფრთხო და არატოქსიური ანტიჰელმინთური საშუალება.
  • ფეროპოლი - (რკინა III პოლიმალტოზატი) - გამოშვების ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატის სწრაფ და ეფექტურ მოქმედებას;
  • ფიტოლიზინი - ნეფროლითოლიზული (კენჭის დამშლელი), ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო გამორჩეულად უსაფრთხო უროსეპტიკი;
  • ტრიხოპოლი - ეფექტური, ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული ანტიპროტოზოული და ანტიბაქტერიული პრეპარატი;


image


image


„პოლფარმას“ წარმოებული მედიკამენტების შეძენა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.


ფარმაცევტული კომპანიის პორტფოლიოში, ჯამში 700-მდე პროდუქტია, დამატებით 200 კი კვლევის პროცესშია. მისი ძირითადი მიმართულებებია: პედიატრია, კარდიოლოგია, ნევროლოგია, გასტროენტეროლოგია და OTC.


პოლფარმა ჯგუფი სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, 7 საწარმო ქარხანას და 7500 თანამშრომელს აერთიანებს.


ინოვაციურ იდეებზე დაფუძნებული ლიდერი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ცოდნა და განვითარება. ჯგუფი ფლობს 7 კვლევით და განვითარების ცენტრს, ყოველწლიურად უშვებს 40 ახალ პროდუქტს.


ჯენერიკ მედიკამენტების მსოფლიოს 20 უმსხვილესი მწარმოებლიდან, ერთ-ერთი სწორედ „პოლფარმაა“. ბრენდის პროდუქცია მოთხოვნადია 35 სხვადასხვა ბაზარზე.


კომპანია პოლონეთში ფარმაცევტული ნივთიერებების უმსხვილესი მწარმოებელია და მის პროდუქტს იყენებენ მსოფლიოს სხვა უდიდესი წამლის მწარმოებელი ინდუსტრიები.


ამასთან, „პოლფარმას“ ფონდი მძლავრი კერძო ინსტიტუტია, რომელიც მეცნიერებს და მეცნიერებას ეხმარება. უფრო კონკრეტულად, კომპანია მოგების უმეტეს ნაწილს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პაციენტებისთვის საჭირო ახალი პროდუქტის წარმოებაში აბანდებს. წლიური შემოსავლის დაახლოებით 10%-ს კი კვლევებისთვის გამოყოფს.


სწორედ, განვითარებაზე და წინსვლაზე ორიენტირებული კომპანიის სახელი და პრაქტიკაში გამოცდილი უტყუარი შედეგებია ის ფაქტორი, რის გამოც „პოლფარმას“ პროდუქციის ხარისხზე, ეფექტიანობასა და სანდოობაზე არავინ დაობს.


„პოლფარმა“ - როცა ენდობი!


image


R

0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0