x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104247
  • ვიდეო:348074
  • სურათი:468822
როგორ მოიპოვა საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წელს?

image

1917 წლის 23 თებერვალს რუსეთში რევოლუცია მოხდა, რის შედეგადაც ძალაუფლება მენშევიკებმა იგდეს ხელთ და მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს. საქართველოში, ამ პერიოდში, ყალიბდება ეროვნული საბჭოები. 1917 წლის ივნისში დამფუძნებელმა კრებამ ყრილობაზე მხარი დაუჭირა საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში დარჩენას ფართო ავტონომიის უფლებით. ოქტომბერში ბოლშევიკებმა დაამხეს მენშევიკების ხელისუფლება და დაიწყო სამოქალაქო ომი. ამის შემდეგ ქართველმა მენშევიკებმა დამოუკიდებლობაზე დაიწყეს ფიქრი.

1917 წლის 15 ნოემბერს ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის კომისარიატი. 1918 წლის 15 თებერვალს გაიმართა პირველი სხდომა, სადაც სოციალ-დემოკრატებმა ისევ საეჭვოდ მიიჩნიეს დამოუკიდებლობის გამოცხადება. 1918 წლის 3 მარტს დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომლის მიხედვითაც თურქებმა რუსებს დაათმობინეს ბათუმის და ყარსის ოლქები, მაგრამ ისინი ამას არ დასჯერდნენ, გააგრძელეს შეტევა და დაიკავეს ოზურგეთი, ახალციხე-ახალქალაქი და ერევნის გუბერნიის 2/3 მოითხოვეს. ამიერკავკასიის ფედერაციაში დაპირისპირებამ იჩინა თავი. ქართველები შეეცადნენ, მოეთოკათ თურქეთის მადა, მაგრამ რადგან ძალის გამოყენებით ეს შეუძლებელი იყო, დახმარებისთვის გერმანიას მიმართეს. გერმანიის წარმომადგენელმა, ოტო ფონ ლოსოვმა, აკაკი ჩხენკელს განუცხადა, გერმანია იმ შემთხვევაში დაეხმარება ქართველებს, თუ ისინი დამოუკიდებლობას გამოაცხადებენო. ფაქტობრივად, საქართველოს დამოუკიდებლობა ძალით გამოაცხადებინეს, რადგან ქართველი სოციალ-დემოკრატები ამიერკავკასიას რუსეთის ნაწილად თვლიდნენ და ფიქრობდნენ, რომ შექმნილი მდგომარეობა დროებითი იყო და ამიერკავკასია აუცილებლად დაუბრუნდებოდა რუსეთს.

1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა. სქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

0
191
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0