x
image
თორ ნიკე
Mediator image
ადამიანის ევოლუცია უძველესიდან უახლეს დრომდე
ადამიანის ევოლუცია უძველესიდან უახლეს დრომდე


4.1 მილიარდი წლის წინ - ჩამოყალიბდა დედამიწის პირველი სიცოცხლის ფორმები.


3.9 მილიარდი წლის წინ - ჩნდებიან პროკარიოტული უჯრედები.


3.5 მილიარდი წლის წინ - ამ დროს იწყება დიდი ოქსიგენაციის პერიოდი, ვინაიდან ჩნდებიან ფოტოსინთეზის უნარის მქონე წყალმცენარეები და ბაქტერიები, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს დედამიწის ატმოსფეროს დიდწილად გაჯერებას ჟანგბადით.



2.5 მილიარდი წლის წინ - ჩნდებიან პირველი ორგანიზმები, რომლებიც ცხოველქმედდებისთვის, სუნთქვისთვის იყენებენ ჟანგბადს. ჟანგბადის მომხმარებელ ერთუჯრედიან ორგანიზმებამდე არსებული ანაერობული სიცოცხლის ფორმები იქცნენ უმცირესობად და დედამიწა დაიპყრეს ჟანგბადის მომხმარებელმა ორგანიზმებმა.


2.1 მილიარდი წლის წინ - ჩნდებიან უფრო რთული ორგანიზმები, სახელწოდებით ევკარიოტები, რომელთაც უკვე უჯრედული ბირთვი გააჩნიათ პროკარიოტებისგან ანუ უბიერთვოებისგან განსხვავებით.


1.2 მილიარდი წლის წინ - ვითარდება სქესობრივი გამრავლება, რამაც გამოიწვია ევოლუციური პროცესის დაჩქარება ხშირი გენეტიკური ცვალებადობის მეშვეობით. ამის შემდეგ გენები სქესობრივად გამრავლებადი ორგანიზმების დედობრივი და მამობრივი ხაზების გაერთიანების მეშვეობით ყოველ თაობაში ირეოდა და სათავეს უდებდა უფრო და უფრო დიდ მრავალფეროვნებას.


0.9 მილიარდი წლის წინ - ქოანოფლაგელატები (choanoflagellates) ჩანს, რომ არიან ცხოველტა სამეფოს ყველა წარმომადგენელი სახეობის საერთო წინაპრები. ისინი შესაძლოა ასევე იყვნენ ოკეანეში მობინადრე არსებების "ღრუბელების" წინაპრები. პროტეროსპონგია (Proterospongia) არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორი იყო ყველა ცხოველის საერთო წინაპარი. ისინი კოლონიებად ცხოვრობენ და აჩვენებენ უჯრედული სპეციალიზაციის პირველყოფილ დონეს სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად.


700-600 მილიონი წლის წინ - ურმეტაზოანი (Urmetzoan), ეს არის ჩვენს ხელთ დღეს არსებული უძველესი ცხოველის ნამარხი, რომელიც ნაპოვნი იქნა 665 მილიონი წლით დათარიღებულ კლდეში გაბანარხებული სახით, სამხრეთ ავსტრალიაში, ტრეზონას ფორმაციაზე. ეს ნამარხები მიჩნეულია რომ მიეკუთვნება ადრეულ "ღრუბელებს".

ევმეტაზოა/დიპლობლასტი: კტენოფორებიდან გამოყოფა (წვრილკბილა სავარცხლისებრი ჟელეები).

პლანულოზოა/პარაჰოქსოზოა - გამოყოფა პლაკოზოას და კნიდარიას მემკვიდრეობითი ხაზიდან. თითქმის ყველა კნიდარიას გააცნია ნერვები და კუნთები. ვინაიდან ისინი უმარტივესები არიან იმ ცხოველებს შორის, რომლებიც იყენებენ ნერვებსა და კუნთებს, მათი პირდაპირი წინაპრები იყვნენ ის პირველი ცხოველები, რომლებმაც დაიწყეს პირველად გამოყენება კუნთებისა და ნერვების ერთობლივად. კნიდარიები არიან აგრეთვე ზუსტად განსაზღვრული სხეულის ფორმის მქონე ცხოველები. მათ რადიალური სიმეტრია ახასიათებთ.

პირველი თვალები ცოცხალ არსებებში სწორედ ამ დროს წარმოიშვა.


570-550 მილიონი წლის წინ - ურბილატერალები: ბილატერალები/ტრიპობლასტები, ნეფროზოები (555 მილიონი წლის წინ), პროტოსტომების ბოლო საერთო წინაპრები (ფეხსახსრიანების, მაგალითად მწერების და კიბოსნაირების ჩათვლით და პლატიზოების, ანუ ბრტყელი ჭიების მემკვიდრეობითი ხაზები).

დეიტეროსტომები (მათ შორის ხერხემლიანები - ადამიანთა მემკვიდრეობითი ხაზის წარმოქმნა).

ამ დროს ხდება ტვინის ჩამოყალიბება ცხოველებში. ამ დროს ხდება ასევე ბილატერალური სიმეტრიის ჩამოყალიბება. ამ ხანის არქაული წარმომადგენლები არიან ბრტყელი ჭიები, რომლებიც არიან უმარტივესი ცხოველები, რომელთაც ორგანოები გააჩნიათ. ეს ორგანოები მათში ყალიბდება ემბრიონული სამი შრისგან ექტოდერმისგან, მეზოდერმისგან და ენტოდერმისგან.


ადამიანის ევოლუცია უძველესიდან უახლეს დრომდე


541 მილიონი წლის წინ - ცხოველთა ყველა ცნობილი ოჯახი (Phyla) ჩამოყალიბდა სწორედ ამ პერიოდში, ე.წ. კამბრიული აფეთქების დროს. დეიტეროსტომები არიან ყველა ხერხემლიანის ყველაზე გვიანი საერთო წინაპარები. ექინოდერმატა ანუ კანეკლიანები (ზღვის ვარსკვლავები, ზღვის ზღარბები, ზღვის კიტრები და სხვ.).

ჰემიქორდატა ანუ ნახევარქორდიანები (რკოსებრი ჭიები და გრაპტოლიტები). არქაული დღემდე მოღწეული სახეობები ამ რკოსებრი ჭიებიდან ხასიათდებიან სისხლის მიმოქცევის სისტემით, რომელთაც გააჩნიათ გული, რომელიც ასევე ასრულებს თირკმლის ფუნქციას. რკოსებრ ჭიებს გააცნიათ ლაყუჩისებრი წარმონაქმნები, რომლებიც ასრულებენ სასუნთ ფუქნციას. იგივენაირი სისტემა ახასიათებდათ პრიმიტიულ თევზებს. რკოსებრ ჭიებს გააჩნიათ ნერვული წნული, რომელიც კონცენტრირებულია როგორც დორსალურ ვენტრალურ ბადეებში. დორსალური წნული აღწევს ხორთუმში და ნაწილობრივ გამოყოფილია ეპიდერმისიდან იმ რეგიონში. დორსალური ნერვის სიმისებრი სტრუქტურის ნაწილი ხშირად ღრუა და ჰომოლოგიურია ანუ მიემსგავსება ხერხემლიანების ტვინს.


530 მილიონი წლის წინ - პიკაია არის კარგი მაგალითი დღევანდელი ქორდიანების და ხერხემლიანების საერთო წინაპარი. ქორდიანების სხვა წინამორბედი სახეობებია მილოკუნმინგია ფენგიაოა, ჰაიკუელა ლანცელატა და ჰაიკუიხტის ერკაიკუნენზისი.

ლანცეტა, რომელიც დღემდე არსებობს, ხასიათდება ადრეული ქორდიანების ნიშან-თვისებებით. ის ძალიან ემსგავსება უკვე გადაშენებულ პიკაიას.

კონოდონტები იყვნენ ქორდიანების საინტერესო წარმომადგენლები, რომლებიც ჩნდებიან უკვე 495 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან. მათ ქვთ უჩვეულო კბილები და არიან გველთავზასებრი ცხოველები დიდი თვალებით, ფარფლებით და ფარფლოვანი ხაზებით. შევრონისებრი, ნაკერისებრი კუნთები და ზურგის ქორდა. ეს ცხოველი ზოგჯერ იწოდება როგორც კონოდონტი ან კონოდონტოფორი.


505 მილიონი წლის წინ - ჩნდებიან პირველი ხერხემლიანები: ოსტრაკოდერმები, უყბო თევზები, რომლებიც ენათესავებიან დღევანდელ სალამურებს და მაქსინებს. ჰაიკოიხტისი და მილოკუნმინგია არის ამ უყბო თევზების მაგალითები, ანუ აგნათა. მათ არ ჰქონდათ ყბა და მათი ჩონჩხი ხრტილოვანი იყო. ასევე მათ არ გააჩნდათ წყვილი ფარფლი (გულმკერდის და მენჯის), რაც უფრო განვითარებულ თევზებს გააჩნიათ. ისინი იყვნენ ოსტეიხტიების ანუ ძვლოვანი თევზების წინამორბედები.


480 მილიონი წლის წინ - პლაკოდერმი იყო პრეისტორიული თევზი. პლაოდერმები იყვნენ ერთ-ერთი პირველი ყბის მქონე თევზები, ანუ გნათოსტომატა. მათი ყბები განვითარდა ლაყუჩების თაღიდან. პლაკოდერმის თავი და მუცელი დაფარული იყო შეჯავშნული საფარით, მაგარი ფირფიტებით, დანარჩენი სხეული კი მათგან დაუფარავი იყო. როგორც ჩანს, მათ არ დაუტოვებიათ შთამომავლობა, რომელიც გადაურჩა შემდგომ დამდგარ დიდი გადაშენებას და დღევანდელ ძვლოვან თევზებთან იმაზე ნაკლები ნათესაობა აკავშირებთ, ვიდრე ზვიგენებს.


410 მილიონი წლის წინ - ჩნდებიან პირველი კელაკანთები. ცხოველთა ეს რიგი გადაშენებული ეგონათ მანამ, სანამ 1938 წელს არ იქნა აღმოჩენილი ცოცხალი არსებები, რომლებიც სწორედ ამ ტაქსონომიურ რიგს განეკუთვნებოდნენ. თავისი უძველესობის გამო ხშირად კელაკანთები იწოდებიან როგორც "ცოცხალი ნამარხები".


390 მილიონი წლის წინ - მტკნარი წყლის ზოგიერთმა მტევანფარფლიანმა თევზმა (სარკოპტერიგი), განივითარეს ფეხები და ამგვარად ჩამოაყალიბეს პირველი ოთხფეხა ცხოველები (ტეტრაპოდები). პირველი ტეტრაპოდები წყალმარჩხ და ჭაობიან ადგილებში. პრიმიტიული ოთხფეხები ჩამოყალიბდნენ მტევანფარფლიანი თევზებისგან (Osteopteric Sarcopterigian). მათ ასევე ჰქონდათ ორგანყოფილებიანი თავის ტვინი გაბრტყელებულ თავის ქალაში, ფართო პირი და მოკლე დინგი. მათი მაღლა მიმართული თვალბუდეები მიგვანიშნებს, რომ ისინი მიწაზე მუცელზე ხოხვით გადაადგილებადი არსებები იყვნენ და რომელთაც უკვე განვითარებული ჰქონდათ შემგუებლობითი ცვლილებები ფარფლებზე და ძვლების მხრივ. ოთხფეხა თევზები იყენებდნენ თავიანთ ფარფლებს, როგორც ნიჩბებს წყალმარჩხ გარემოში გადასაადგილებლად, რომელიც სავსე იყო მცენარეებით და სხვა ნარჩენებით თუ წინაღობებით. ოთხფეხების საყოველთაო მახასიათებლები მაგალითად წინა კიდურები, რომლებიც იხრება იდაყვში და უკანა კიდურები, რომლებიც იხრება მუხლში. ეს მახასიათებლები პირველად სწორედ ამ ჭაობიან ადგილებში მცხოვრებ პირველ ოთხფეხებშივე ჩამოყალიბდა. პანდერიხთისი არის 90-130 სანტიმეტრის გრძელი თევზი, გვიანი დევონიური პერიოდიდან (380 მილიონი წლის წინ). მას დიდი ოთხფეხებისთვის დამახასიათებელი თავი აქვს, და რომელიც ავლენს თვისებებს, რომელიც გარდამავალია მტევანფარფლიან თევზებსა და ადრეულ ოთხფეხებს შორის.


375 მილიონი წლის წინ - არსებობდა ტიკტაალიკი, რომელიც არის სარკოპტერიგების ანუ მტევანფარფლიანი თევზების ერთ-ერთი გვარი, რომელიც არსებობდნენ გვიან დევონიური ხანიდან და ხასიათდებოდნენ ბევრი ოთხფეხებისათვის დამახასიათებელი თვისებით. ნათლად ჩანს, რომ ის რაღაც გარდამავალს წარმოადგენდა პანდერიხთისსა და აკანთოსტეგას შორის.


ადამიანის ევოლუცია უძველესიდან უახლეს დრომდე


365 მილიონი წლის წინ - აკანთოსტეგა არსებობდა, რომელიც უკვე გადაშენებული ამფიბიაა. ის არის უპირველეს ცხოველებში, რომელთაც ჩამოყალიბებული კიდურები გააჩნდათ. ის არის იმ პირველ ხერხემლიანთა შორის, რომელთაც ხოხვის გარეშე, შედარებით გამართულად ოთხ ფეხზე შეეძლოთ მიწაზე სიარული. მას არ ჰქონდა მაჯები და საზოგადოდ, დღევანდელთან შედარებით ცხადია ნაკლებად შეგუებული იყო მიწაზე ცხოვრებას, ვინაიდან უმაჯობის გამო რთული იყო კიდურებს სხულის წონისთვის გაეძლო. აკანთოსტეგას ჰქონდა ორივე: ლაყუჩებიც და ფილტვებიც. ის იყო გარდამავალი არსება მტევანფარფლიან თევზებსა და ხმელეთის ცხოველებს შორის.

იხთიოსტეგა ადრეული ოთხფეხაა, რომელიც იყო ერთ-ერთი უპირველესი ცხოველი ფეხებით, ხელებით და თითების ძვლებით. იხთიოსტეგა თევსა და ამფიბიებს შორის გარდამავალი არსება იყო. მას ჰქონდა ფეხები, მაგრამ მისი კიდურები ზოგჯერ გამოიყენებოდა სასიარულოდ მაგალითად მაშინ, როცა ხშირად ატარებდა წყლიდან ამოსული ხმელეთზე დროს და იკვლევდა გზას ტალახში.

ამფიბიები იყვნენ პირველი ოთხფეხა ცხოველები, რომლებმაც განივითარეს ფილტვები, მაგალითად ასეთი იყო ჰინეპტერონი, რომელიც ცხოვრობდა 360 მილიონი წლის წინ. დღეს მცხოვრები ამფიბიებიც ახლაც ინარჩუნებენ იმ უამრავ მახასიათებელს, რაც მათ წინაპარ ტეტრაპოდებს ანუ ოთხფეხებს ახასიათებდათ სწორედ ამ პერიოდში.


300 მილიონი წლის წინ - ამფიბიებისგან ჩამოყალიბდნენ პირველი ქვეწარმავლები ანუ რეპტილიები. ჰილონომუსი არის ჩვენთვის ცნობილი პირველი ქვეწარმავალი. ის იყო საშუალოდ 20 სანტიმეტრის სიგრძის (კუდის ჩათვლით), და საკმაოდ ჰგავდა დღევანდელ კვლიკებს. მოკლე და მჭრელი კბილებით ადრეულ მწერებს და ორწყვილფეხა მრავალფეხებს შეექცეოდა ხოლმე. ის არის წინაპარი მოგვიანებით წარმოშობილი ამნიოტებისა და ძუძუმწოვრისებრი ქვეწარმავლების. ალფა კერატინი სწორედ ამ დროს წარმოიქმნება. სწორედ ალფა კერატინისგან შედგება დღევანდელი ქვეწარმავლების და ფრინველების ბჭყალები ან ძუძუმწოვრების ბალანი და თმა.

ამნიოტური კვერცის ევოლუცია დასაბამს აძლევს ამნიოტებს ანუ ქვეწარმავლებს, რომელთაც შეუძლიათ ხმელეთზე გამრავლება და კვერცხების მშრალ მიწაში დადება. მათ უკვე აღარ სჭირდებოდათ წყალში დაბრუნება გასამრავლებლად. ამ თვისებამ მისცა მათ შესაძლებლობა რომ გამრავლებულიყვნენ და აეთვისებინათ ზღვის სანაპიროდან დიდად მოშორებული ხმელეთი და დაეკავებინათ მთელი დედამიწა. ქვეწარმავლებმაც განივითარეს ამფიბიების მსგავსი ნერვული სისტემა. ორივეს 12 წყვილი კრანიალური ანუ თავის ქალას ნერვის ქონა ახასიათებს.


256 მილიონი წლის წინ - პირველი ქვეწარმავლების გამოჩენიდან მალევე, ორი მოდგმითი ტოტი გამოეყო ერთმანეთს. პირველი ტოტი იყო ზაუროფსიდები, რომელთაგანც წარმოდგებიან თანამედროვე ქვეწარმავლები და ფრინველები, ხოლო მეორე - სინაფსიდები, რომელთაც წარმოშვეს თანამედროვე ძუძუმწოვრები. ცხოველთა ორივე ამ განშტოებას გააჩნდა ბევრი საერთო მახასიათებელი, მათ შორის შუბლის ფოსო, ასევე წყვილი ხვრელები თვალების უკან, რაც ზრდიდა სივრცეს ყბების კუნთებისთვის. სინაფსიდს მხოლოდ ერთი ღიობი ჰქონდათ ცალ მხარეს, დიაფსიდებს კი - ორი.

უადრესი ძუძუმწოვარისებრი ქვეწარმავლები იყვნენ პელიკოზავრები. ისინი იყვნენ პირველი ცხოველები, რომელთაც შუბლის ფოსო გააჩნდათ. პელიკოზავრები არ იყვნენ თერაფსიდები, თუმცა მათ მალევე მისცეს დასაბამი სწორედ თერაფსიდებს. თერაფსიდები კი ძუძუმწოვრების პირდაპირი წინაპრები არიან.


220 მილიონი წლის წინ - თერაფსიდების ერთი ქვე-ჯგუფი, კერძოდ კინოდონტები, ივითარებენ ძუძუმწოვრისებრ მახასიათებლებს. მაგალითად კინოდონტების ყბები შეესაბამება დღევანდელი ძუძუმწოვრების ყბებს. კინოდონტების ნაწილმა სათავე დაუდო დღევანდელ ძუძუმწოვრებს.

ამავე პერიოდში, 220 მილიონი წლის წინ ევკინოდონტებისგან, რომელიც კინოდონტების ქვეჯგუფი იყვნენ, ყალიბდებიან პირველი ძუძუმწოვრები. უპირელესი ძუძუმწოვრები ბიგების მსგავსი მცირე ზომის ცხოველები იყვნენ, რომლებიც მწერებით იკვებებოდნენ. ამ ცხოველებს ჰქონდათ რძის წარმომქმნელი ჯირკვლები და ამით კვებავდნენ საკუთარ ნაშიერებს. ასევე იყვნენ თბილსისხლიანები. სწორედ ამ დროს მოხდა თავის ტვინის იმ ნაწილის ფორმირება, რომელსაც ახალი ტვინი ანუ ნეოკორტექსი ეწოდება და ეს მოხდა პირველად სწორედ ძუძუმწოვრებში და სწორედ მათთვისაა დამახასიათებელი.

მონოტრემები არიან კვერცხისმდებელი ძუძუმწოვრები, რომლებიც დღევანდელ ცხოველთა სამყაროში ექიდნასა და პლატიპუსის სახით წარმოგვიდგებიან. პლატიპუსის გენეტიკური სეკვესტრირებით კვლევა გვიჩვენებს, რომ მისი სასქესო გენები უფრო ახლოს არის ფრინველების სასქესო გენებთან, ვიდრე ცოცხლადმშობ ძუძუმწოვრებთან (თერიელებთან). იგრეკ ქრომოსომაში აღმოჩენილი SRY გენი აღმოცენდა მას შემდეგ, რაც მოხდა დანარჩენი ძუძუმწოვრების მონოტრემებისგან გამოყოფა.


ადამიანის ევოლუცია უძველესიდან უახლეს დრომდე


160 მილიონი წლის წინ - იურამაია სინენზისი არის ყველაზე ადრეული ევთერიული ძუზუმწოვრის ნამარხი.


100 მილიონი წლის წინ - ამ დროს არსებობდა თაგვების და ადამიანების ბოლო საერთო წინაპარი (Euarchontoglires).


85-66 მილიონი წლის წინ - მცირე ზომის, ღამით აქტიური ცხოველები, ხეებზე მცხოვრები, მწერების მჭამელი ძუძუმწოვრები ეუარქონტები იწყებენ დაყოფას, და ამ დაყოფისას ერთ-ერთი ტოტი გამოეყოფა როგორც პრიმატები, ასევე ამერიკული თხის თხუნელები და მფრინავი ლემურები. პრიმატომორფები არის ეუარქონტების ქვეგანაყოფი, რომელიც შეიცავს თავად პრიმატებს და მათ პირდაპირ წინაპარ პლესიადაპიფორმებს. ადრეული წინარე პრიმატი სახელად პლესიადაპისი. ამ პრიმატს ჰქონდა ბრჭყალები და თვალები თავის მხარეს და მის გადაადგინებას უფრო სწრაფს ხდიდა მიწაზე, ვიდრე ხეებზე, თუმცა მიწასთან უფრო ახლოს მდებარე ხის ტოტებზე ის დიდ დროს ატარებდა ხილის და ფოთლების ჭამაში.

პლესიადაპიფორმებიდან წარმოიშვნენ შემდეგ პრიმატები. ისინი ჩნდებიან პალეონტოლოგიურ ნამარხებში უკვე 66 მილიონი წლის წინ. მალევე, რაც კრატეულ-პალეოგენური გამყინვარება დასრულდა, რომელმაც გაანადგურა 3/4 მაშინ არსებული ცხოველების და მცენარეებისა დედამიწაზე, მათ შორის დინოზავრებიც. ერთ-ერთი ბოლო პლასიადაპიფორმა არის Carpolestes simpsoni, რომელსაც ჰქონდა ხელის ჩასაბღაუჭებელად გამოსადეგი, განვითარებული თითები, მაგრამ არ გააჩნდა წინმყურებელი თვალები, რაც დამახასიათებელია მტაცებელი ცხოველებისთვის.


63 მილიონი წლის წინ - პრიმატები გაიყვნენ ქვეგანაყოფებად - stepsirrhini (სველცხვირა პრიმატები) და Haplorrhini (მშრალცხვირა პრიმატები). სველცხვირა მაიმუნები მოიცავენ უმეტეს ნახევრადმაიმუნ ცხოველებს, მაგალითად ლემურებს და ლორებს ანუ ღამის ლემურებს. ჰაპლორინები კი, ანუ მშრალცხვირა მაიმუნები დღეს ცოცხალ ორ ჯგუფს: ნახევრადმაიმუნ გრძელტერფებს და მაიმუნებს, მათ შორის დიდ პრიმატებს.

ერთ-ერთი უადრესი მშრალცხვირა პრიმატი არის teilhardina asiatica, თაგვის ზომის, დღის ცხოველი მომცრო თვალებით. ჰაპლორინების ანუ მშრალცხვირა პრიმატების მეტაბოლიზმმა ანუ ორგანიზმის ცხოველქმედებამ დაკარგა ვიტამინ C-ს წარმოების უნარი, რამაც ბუნებრივი მოთხოვნილება გააჩინა ყველა მის შთამომავალში იმისა, რომ მიეღო ამ ვიტამინის შემცველი ხილი.


30 მილიონი წლის წინ - მშრალცხვირა პრიმატები გაიყო ორ ნაწილად platirrhini (ბრტყელცხვირიანები) და Catarrhini (ცხვირვიწრო ანუ წვრილცხვირა მაიმუნები). ბრტყელცხვირიანებს ანუ ახალი სამყაროს მაიმუნებს ჰქონდათ ხეებზე მოსაჭიდი კუდები, ხოლო მამრები ფერებს ვერ არჩევენ. ისინი ორივე ამერიკაში გავრცელდნენ, თავიდან სამხრეთ ამერიკიდან ჩრდილოეთ ამერიკისკენ.

რაც შეეხება ცხვირვიწრო მაიმუნებს, ისინი ჩამოყალიბდნენ და რჩებოდნენ აფრიკის კონტინენტზე გარკვეული დროის განმავლობაში. მათი ადრეული წინაპრები არიან ეგვიპტოპითეკი და საადინიუსი.


25 მილიონი წლის წინ - კატარინები ანუ ცხვირვიწრო მაიმუნები ორ სუპეროჯახად იყოფიან: ძველი სამყაროს მაიმუნებად და ჰომინოიდებად (ადამიანისებრებად) ანუ დიდ პრიმატებად. ჩვენი ნორმალური ფერადი მხედველობა სწორედ ამ პერიოდში წარმოიშვა.

პროკონსული იყო ცხვირვიწრო მაიმუნების ადრეული გვარი, მათ ჰქონდათ როგორც ძველი მსოფლიოს მაიმუნების, ასევე დიდი პრიმატების მახასიათებლები. პროკონსულის მაიმუნისებრი თვისებები გამოიხატებოდა მაგალითად კბილების თხელი ემალის ქონაში, თხელტანიან აგებულებაში და ვიწრო მკერდში. ასევე მას ჰქონდა მოკლე წინა კიდურები და ხეზე მობინადრე ოთხფეხა ცხოვრების სტილი. რაც შეეხება მათს დიდ პრიმატისებრ მახასიათებლებს: მათ არ ჰქონდათ კუდი, ჰქონდათ მათი მსგავსი წარბების მიდამო და სხეულის ზომასთან შედარებით უფრო დიდი ტვინი.

აფრიკელი პროკონსული (proconsul Africanus) არის როგორც დიდი, ასევე მცირე პრიმატების საერთო წინაპარი, მათ შორის ადამიანების.


proconsul Africanus


18 მილიონი წლის წინ - ჰომინიდები (Hominidae), დიდი პრიმატების წინაპრები. ისინი გამოეყვნენ მცირე პრიმატებს ანუ გიბონებს 20-დან 16 მილიონი წლის წინ.


16 მილიონი წლის წინ - ჰომინინები (Homininae) გამოეყვნენ ორანგუტანის წინაპრებს 18-დან 14 მილიონი წლის წინ. pierolapithecus catalunicus არის საერთო წინაპარი ადამიანებისა და სხვა დიდი პრიმატების. მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ეცოცა ხეებზე, როგორც დღევანდელ ადამიანებს და სხვა დიდ პრიმატებს, ჰქონდა ფართო, ბრტყელი ნეკნების აგებულება, მაგარი, მდგრადი ხერხემლის ქვედა ნაწილი, გავა, ასევე გააჩნდა მოქნილი მაჯები, მხრის პირები კი განლაგებული ზურგის გასწვრივ.


12 მილიონი წლის წინ - Dannuvius guggenmosi არის პირველად აღმოჩენილი გვიანი მიოცენის დიდი პრიმატი, რომელსაც შენარჩუნებული ჰქონდა დაუზიანებელი გრძელი ძვლები, რამაც ნათელი მოჰფინა თანამედროვე დიდი პრიმატების ანატომიური სტრუქტურისა და ლოკომოციის, მოძრაობის განვითარებას. მას ჰქონდა ადაპტაცია ხეზე სხეულით დაკიდებისთვის და ასევე შეეძლო ორ ფეხზე სიარული. დღევანდელ ჰომინიდებში ადამიანები უკთ ადაპტირებულნი არიან ორ ფეხზე სიარულში, დანარჩენი ჰომინიდები კი ხეზე გადაადგილებაში. დანუვიუსს ასევე ჰქონდა მოძრაობის მეთოდიკა განსხვავებული, ვიდრე იქამდე არსებულ ჩვენთვის ცნობილ დიდ პრიმატებს ახასიათებდათ. ასეთი მოძრაობის მახასიათებელია მაგალითად "გაჭიმული კიდურის შემოხვევა", პირდაპირ ხის ტოტებს შორის სიარული, ისევე, როგორც თავშეკავებისთვის ხელების გამოყენება. ადამიანებისა და სხვა დიდი პრიმატების ბოლო წინაპარს მსგავსი გადაადგილების უნარები გააჩნდა.


Dannuvius guggenmosi


10 მილიონი წლის წინ - ბიოლოგიური ჯგუფი, რომელიც დღეს წარმოდგენილია ადამიანებით და პანის გვარით ანუ ჩვეულებრივი შიმპანზეებით და ბონობოებით (ჯუჯა შიმპანზეებით), გამოეყოფა გორილას წინაპრებს სწორედ 10-დან 8 მილიონი წლის წინ.


6 მილიონი წლის წინ - ჰომინინები (Hominini), ადამიანებისა და შიმპანზეების ბოლო საერთო წინაპარი ცხოვრობდა დაახლოებით 10-დან 5 მილიონი წლის წინ. ორივეს, შიმპანზესაც და ადამიანსაც გააჩნია ხორხი, რომელიც განლაგდება ხახასა და ფილტვებს შორის სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში. ეს ახასიათებდა ადამიანთა და შიმპანზეთა საერთო წინაპარსაც და სწორედ ამან გამოიწვია ადამიანებში შემდგომში ბგერითი საუბრის შესაძლებლობა. დაახლოებით ამ პერიოდში მაცხოვრებელი ჰომინიდები და ჰომინინები იყვნენ Ouranopitecus (8 მლნ. წლის წინ), Greacopitecus (7 მლნ. წლის წინ), Sahelantropus tchadensis (7 მლნ. წლის წინ), Orrorin tugenensis (6 მლნ. წლის წინ).

არდიპითეკი არის ძალიან ადრეული ჰომინინების გვარი (ტომი ჰომინინი, ქვეტომი ჰომინინა). მისი ორი სახეობაა აღწერილი შესაბამის ლიტერატურაში: A. ramidus, რომეიც ცხოვრობდა დაახლოებით 4.4 მილიონი წლის წინ და ასევე ardipitecus Kadabba, რომელიც ცხოვრობდა დაახ. 5.6 მილიონი წლის წინ. რამიდუსს ჰქონდა მომცრო ტვინი, 300-დან 350 სმ3. ეს დაახლოებით იმდენივეა, რამხელა ტვინიც აქვს ბონობოს ან ჩვეულებრივ მდედრ შიმპანზეს. ეს უფრო პატარა ტვინია, ვიდრე ავსტრალოპითეკინებს ჰქონდათ, მაგალითად ლუსის 400-დან 550 სმ3.

არდიპითეკი უხშირესად ტყეებში ცხოვრობდა, ჯუნგლში, ხეებზე, სადაც მას უწევდა საკვების მოპოვებისთვის ტყეში მცხოვრებ სხვა ცხოველებთან შეჯიბრი, უეჭველად ამ ცხოველებს შორის იყო დღევანდელი შიმპანზეების წინაპრებიც. არდიპითეკი იყო ორ ფეხზე მოსიარულე, რასაც ადასტურებს მისი მენჯის განვითარების თავისებურებები, კერძოდ მისი ფიალისებრი ფორმა, ასევე მისი დიდი ფოსოს (foramen magnum) კუთხე, მაჯის თხელი ძვლები. აღსანიშნავია, რომ მისი ფეხები მაინც უფრო მეტად ხეებზე გადასაადგილებლად უფრო იყო განვითარებული, ვიდრე დიდ მანძილებზე მიწაზე გადასაადგილებლად.


3.6 მილიონი წლის წინ - autralopitecus afarensis-ის წარმომადგენელმა დატოვა თავისი ნაკვალევი ლეტოლიში ვულკანურ ქანზე, ჩრდილოეთ ტანზანიაში, რომელიც დღევანდელი ადამიანის ფეხის ნაკვალევის იდენტურია და ადასტურებს, რომ სრულად და გამართულად ორ ფეხზე მოსიარულეები იყვნენ უკვე ჰომინიდები ამ პერიოდში. აფარენსელი ავსტრალოპითეკები ცხოვრობდნენ 3.9 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან 2.9 მილიონ წლის წინანდელ პერიოდამდე. სწორედ მათ დაუდეს სათავე ჰომოს, ადამიანებს. მიჩნეულია, რომ მათ არა მხოლოდ ადამიანის ანუ ჰომოს გვარს დაუდეს სათავე, არამედ ავსტრალოპითეკების გვარსაც. დღევანდელ და უკვე გადაშენებულ დიდ პრიმატებთან შედარებით აფარენსელ ავსტრალოპითეკს ჰქონდა უფრო მოკლე მაღლურები და მოლარები ანუ ძირითადი კბილები, ამის მიუხედავად ისინი მაინც უფრო უფრო დიდი იყო, ვიდრე დღევანდელი ადამიანების კბილებია. აფარენსელ ავსტრალოპითეკს ასევე გააჩნდა შედარებით მომცრო ტვინი - 380-430 სმ3. მას ახასიათებდა პროგნატული ანუ წინ წამოწეული სახე.

ავსტრალოპითეკი აღმოჩენილი იქნა სავანას გეოგრაფიულ გარემოში. ისინი არა მხოლოდ ხილს მიირთმევდნენ, არამედ ჭამდნენ მძორსაც. მათი ხერხემლის ანალიზით ირკვევა, რომ ორსულობის პერიოდშიც, მდედრი ავსტრალოპითეკების ქვედა მალები მამრებისგან განსხვავდებოდა, ვინაიდან უნდა უზრუნველეყო ორ ფეხზე გადაადგილება ორსულობის პერიოდშიც.


3.5 - 3.3 მილიონი წლის წინ - Kenyanthropus platyops იყო ჰომოს გვარის შესაძლო წინაპარი, რომელიც თავად წარმოიშვა ავსტრალოპითეკისგან. ის უკვე აკეთებდა ქვის იარაღებს.


3 მილიონი წლის წინ - ორ ფეხზე მოსიარული ავსტრალოპითეკები სრულიად გავრცელდნენ აფრიკის სავანებში და მათი მთავარი მტერი იყო მეგანთერეონი, რომელიც ნადირობდა მათზე. სწორედ ამ პერიოდში ხდება სხეულის თმიანობის მკვეთრი შემცირება სრულ ბიპედალიზმზე გადასვლასთან ერთად ანუ სრულად ორ ფეხზე სიარულის დაწყებასთან ერთად.


2.5-2 მილიონი წლის წინ - შესაძლოა, თუმცა დამტკიცებულად ვერ ვიტყვით ჯერჯერობით, რომ ამ პერიოდში ადრეული ჰომოები ანუ ადამიანები, 46 ქრომოსომით უკვე ყალიბდებიან ავსტრალოპითეკინებისგან და როგორც დღევანდელი არქეოლოგიური მონაცემები გვიჩვენებს ეს პირველად ხდება აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე. ამ პერიოდში უკვე ჩნდება კარგად დამუშავებული ქვის იარაღები და სწორედ ამ პერიოდში იწყება ქვედა პალეოლითის ანუ ქვედა ქვის ხანის ეპოქა. ჰომო ჰაბილისი არის ის სახელი, რომელიც მიენიჭა ამ ადამიანებს 1964 წელს ლიკის მიერ. Homo habilis არის გარდამავალი რგოლი afstralopithecus afarensis ანუ აფარენსელ ავსტრალოპითეკსა და homo erectus-ს ანუ ამართულ ადამიანს შორის. სამეცნიერო სამყაროში არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მართებული იქნება თუ ჰომო ჰაბილისის ანუ მარჯვე ადამიანის რე-კლასიფიცირება ანუ კვლავ გადაჯგუფება მოხდეს ავსტრალოპითეკების ჯგუფში და არა ჰომოების ანუ ადამიანების ჯგუფში და იწოდოს როგორც australopithecus habilis - მარჯვე ავსტრალოპითეკი. საინტერესოა, რომ ქვები, რომელიც იქნა ნაპოვნი შეგჩენის რაიონში, ჩინეთში გვარწმუნებს იმაში, რომ ჩინეთის ტერიტორიაზე უკვე მინიმუმ 2.12 მილიონი წლის წინ არსებობდნენ ჰომო ერექტუსები ან ჰომო ჰაბილისები, რაც ევრაზიაში უძველესად ადამიანებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მეორე ადგილზეა საქართველოში, კერძოდ დმანისში გაკეთებული აღმოჩენა, როდესაც 1.8 მილიონი წლის წინანდელი ჰომო ერექტუსების 5 თავის ქალა იქნა აღმოჩენილი, რომელიც საოცრად კარგად არის შემონახული და უამრავი საინტერესო დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა.


ადამიანის ევოლუცია უძველესიდან უახლეს დრომდე



1.9 მილიონი - 500 ათასი წლის წინ - ყალიბდება ჰომო ერექტუსი ჰომო ჰაბილისისგან თუ ავსტრალოპითეკ ჰაბილისისგან. ამ ადამიანს უკვე დადასტურებლად გააჩნია 46 ქრომოსომა. ის ჩამოყალიბებული ადამიანია - არის ჰომო.

მიუხედავად ჰომო ჰაბილისის საკმაოდ განსხვავებული ანატომიური თავისებურებების და ფიზიოლოგიისა, ის მიჩნეულია ჰომო ერგასტერის ანუ აფრიკელი ერექტუსის წინაპრად. ცნობილია, რომ ის ასევე თანაცხოვრობდა ჰომო ერექტუსთან ერთად დიდი ხნის, დაახლოებით 500 ათასი წლის განმავლობაში) დაახლოებით 1.5 მილიონი წლის წინანდელ პერიოდამდე). ჰომო ერექტუსი მისი გამოჩენიდან, თავიდანვე ჩანს, რომ გავრცელებული იყო როგორც აფრიკაში, ასევე კავკასიაში, კერძოდ საქართველოში (Homo Georgicus ანუ ქართველი ადამიანი). სწორედ ჰომო ერექტუსია ის პირველი ცოცხალი არსება დედამიწაზე, რომელმაც მოიპოვა ცეცხლზე კონტროლი. დღევანდელი არქეოლოგიური მონაცემებით ეს მოხდა 1.5 მილიონი წლის წინ. შემდეგომში ჰომო ერექტუსი კავკასიიდან გავრცელდა მთელ ევრაზიაში, მიაღწია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდეც კი და აღწრილა მისი რამდენიმე ქვესახეობა (უფრო მართებული იქნება ვთქვათ მისი რამდენიმე რასა).


1.2 მილიონი წლის წინ - ხდება შავკანიანობის ფენომენის გაჩენა აფრიკელ ერექტუსებში. კერძოდ მაგალითად ჰომო ერგასტერებში.


ჰომო ანტესესორი (Homo antecessor) იყო თანამედროვე ადამიანებისა და ნეანდერტალელების საერთო წინაპარი. დღევანდელი მონაცემებით ადამიანს აქვს დაახლოებით 20, 000-დან 25, 000-მდე ერთმანეთისგან განსხვავებული გენი და მათი 99% არის ზუსტად იდენტური ნეანდერტალელების გენომთან. ადამიანთა დღევანდელ სხვადასხვა რასას ასევე აქვს თითქმის ამდენივე დამთხვევა. შედარებისთვის შიმპანზესთან, რომელიც დღევანდელი ჰომო საპიენსის დედამიწაზე უახლოესი ნათესავია, აქვს ადამიანთან მინიმუმ 95% და მაქსიმუმ 98%-იანი დამთხვევა. დღევანდელ ჰომო საპიენსს ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი გენი, რომელიც აკონტროლებს ლაპარაკის უნარს, ეს არის FOXP2, რაც ზუსტად იდენტურია იმისა, რაც ჰქონდათ ნეანდერტალელებს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნენადერტალელებს საუბარი ნამდვილად შეეძლოთ.


800, 000 - 300, 000 წლის წინ - ნეანდერტალელთა (Homo sapiens neanderthalensis) და დენისოველთა (homo denisovan) საგვარტომო ხაზები გაიყო სწორედ ამ პერიოდში. ჰაიდელბერგელ ადამიანი მიჩნეულიიყო, რომ გახლდათ ბოლო საერთო წინაპარი თანამედროვე ადამიანისა და ნეანდერტალელის. ჰაილდებერგელი ადამიანის (homo heildebergensis) აფრიკული რასა იყო როდეზიელი ადამიანი (homo rodesiensis), თუმცა 2016 წელს სიმა დე ლოს ჰუესოსში გაკეთებულმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ და ჰაიდელბერგელი ადამიანის ნარჩენების გენეტიკურმა კვლევამ ცხადჰყო, რომ ის მხოლოდ ნეანდერტალელის პირდაპირი წინაპარი იყო და იწოდა პრე-ნეანდერტალელად, ან "პროტო-ნენადერტალელად" ანუ პირველ ან ადრეულ ნეანდერტალელად. ასე რომ ამ აღმოჩენის შემდგომ დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ადამიანებისა და ნეანდერტალელების საგვარტომო ხაზები გამოეყო ერთმანეთს იქამდე, სანამ წარმოიქმნებოდა ჰაიდელბერგელი ადამიანი ანუ დაახლოებით 800, 000 წლის წინ, რაც ჰომო ანტესესორის არსებობის პერიოდს ემთხვევა.

საინტერესოა, რომ 2003 წელს სამხრეთ იტალიაში აღმოჩენილი იქნა ჰაიდელბერგელი ადამიანის გამყარებული ნაფეხურები, რომელიც 350, 000 წლის წინანდელი პერიოდით დათარიღდა.



300, 000 - 130, 000 წლის წინ - ჰომო საპიენსი უკვე დამტკიცებულად არსებობდა 300 ათასი წლის წინ. ამის დამადასტურებელი არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა მაროკოსი, ჯებელ ირჰუდში, როგორც თავად ინდივიდის ნარჩენები ასევე, ქვის იარაღები. აღმოსავლეთ აფრიკაში თანამედროვე ადამიანი უკვე 276 ათასი წლის წინ ჩნდება. 200 ათასი წლის წინ კი საბერძნეთის ტერიტორიაზე. ჰაიდელბერგელი ადამიანისგან ნეანდერტალელები ყალიბდებიან პირელად ჯერ კიდევ 400 ათასი წლის წინ და უკვე დიდად ვრცელდებიან ევრაზიაში 300, 000 წლის წინანდელი პერიოდიდან.


დღეს მცხოვრები ადამიანების მამობრივი და დედობრივი ხაზების კვლევა აჩვენებს, რომ დღეს მცხოვრები ადამიანების საერთო ქალი წინაპარი ცხოვრობდა დაახლოებით 200-100 ათასი წლის წინ, ხოლო რაც შეეხება დღევანდელი ადამიანების ბოლო საერთო მამაკაც წინაპარს, ზოგიერთი გამოთვლით ის ცხოვრობდა დაახლოებით 250-500 ათასი წლის წინ.


160, 000 წლის წინ - ეთიოპიაში, მდინარე ავაშის ველზე ცხოვრობდა ადამიანის ერთ-ერთი გადაშენებული რასა - homo sapiens idaltu. მათი ნარჩენები აღმოჩენილია ეთიოპიის სოფელ ჰერთოსთან ახლოს.


130, 000 - 80, 000 წლის წინ - ამ პერიოდიდან თანამედროვე ადამიანები სახლდებიან ასევე აფრიკის სამხრეთის და ასევე დასავლეთ აფრიკის ტერიტორიებზე. ასევე ამ დროს ჩნდება მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი L2.


80, 000 - 50, 000 წლის წინ - ზედა პალეოლითის ანუ ზედა ქვის ხანის დასაწყისი. თანამედროვე ქცევების დასაწყისი. M და N მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფების წარმოშობა. ჩრდილოეთ აფრიკიდან ჰომო საპიენსების მიგრაცია ევრაზიაში. პროტო-ავსტრალოიდების მიერ 65, 000 წლის წინ ავსტრალიისა და ოკეანეთის დასახლება. ევრაზიელ ნეანდერტალელებთან ჩრდილოეთ აფრიკელი საპიენსების შერევა ევრაზიის ტერიტორიაზე, ხოლო დენისოველებთან შერევა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში, ასევე დენისოველების და ნეანდერტალელების შერევა აზიაში.


50, 000 - 25, 000 წლის წინ - ვითარდება ე.წ. "ქცევითი თანამედროვეობა" ან "თანამედროვე ქცევა", "დიდი წინსვლის თეორიის" მიხედვით. ხდება ფლორენზიელი ადამიანის გადაშენება. ჩნდება მუტაცია M168, რომელსაც ატარებს ყველა არააფრიკელი მამაკაცი. ჩნდება ასევე მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები U, K, J, X. ევროპის მასშტაბურად დასახლება ჰომო საპიენსებით ხდება სწორედ ძვ.წ. 44, 000 წლიდან. ასევე ჩრდილოეთ აზიური მამონტთა სტეპი. აყვავების ხანაში შედის პალეოლითური მხატვრობა. ძვ.წ. 24, 000 წლისთვის ხდება ნეანდერტალელთა გადაშენებაც. თუმცა ჰიბრიდებად განაგრძეს არსებობა ევრაზიაში მათმა შთამომავლებმა. აქვე ჩნდება მამაკაცის ხაზის R2 ჰაპლოჯგუფი.


25, 000 წლის წინ - ბოლო გამყინვარების მაქსიმუმი. ამ დროს ხდება ორივე ამერიკის კონტინენტის დასახლება. ამ დროს ხდება კანის გათეთრების მეორე ტალღა (ჰაიდელბერგელების და ნეანდერტალელების შემდგომ) ევროპის მოსახლეობაში და ასევე აღმოსავლეთ აზიელებში და ჩნდება მუტაციები და გენები სახელწოდებით KITLG და ASIP. ინუიტებში ვითარდება მაღალცხიმოვანი საკვების გადამუშავებაზე და სიცივეზე ადაპტაცია, შეგუება 20 ათასი წლის წინ.




წყარო: Timeline of Human evolution


1
652
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
652
  
2021, 14 ოქტომბერი, 5:12
3.2 მილიარდი წლის წინ მიკრობებმა პირველად დაიწყეს მიწის კოლონიზაცია და როგორც ჩანს ზოგიერთი მათგანი ვულკანურ ლავაში ენერგიით მდიდარი ქიმიკატებით იკვებებოდა. ეს ბაქტერიები იყვნენ პირველი ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც წყლიდან ხმელეთზე გავრცელდნენ საცხოვრებლად.

ადამიანისებრთა და ადამიანთა სხვადასხვა სახეობის წარმოშობის თარიღები:

Sahelanthropus tchadensis - 7 მლნ. წლის წინ
Orrorin tugenensis - 6 მლნ. წლის წინ
Ardipithecus kadabba - 5,6 მლნ. წლის წინ
Ardipithecus ramidus - 4.5 მლნ. წლის წინ
Australopithecus anamensis - 4.2 მლნ. წლის წინ
Australopithecus afarensis - 3.8 მლნ. წლის წინ
Kenyanthropus platyops - 3.6 მლნ. წლის წინ
Australopithecus africanus - 2.9 მლნ. წლის წინ
Paranthropus aethiopicus - 2.7 მლნ. წლის წინ
Australopithecus garhi - 2.6 მლნ. წლის წინ
Homo habilis - 2.5 მლნ. წლის წინ
Paranthropus boisei - 2.2 მლნ. წლის წინ
Australopithecus sediba - 2.1 მლნ. წლის წინ
Paranthropus robustus - 1.9 მლნ. წლის წინ
Homo erectus - 1.9 მლნ. წლის წინ
Homo ergaster - 1.8 მლნ. წლის წინ
Homo heidelbergensis - 750 ათასი წლის წინ
Homo neanderthalensis - 400 ათასი წლის წინ
Homo sapiens - 300 ათასი წლის წინ.

ჰომო საპიენსის ევოლუცია, გვერდითი შტოების გარეშე

1. Sahelanthropus, საჰელანტროპი
2. orrorin, ორორინი
3. Ardipithecus kadabba, არდიპიტეკი ქადაბა
4. Ardipithecus ramidus - არდიპითეკი რამიდი
5. Australopithecus anamensis, ანამელი ავსტრალოპითეკი,
6. Australopithecus afarensis, აფარელი ავსტრალოპითეკი,
7. Homo habilis, მოხერხებული ადამიანი
8. homo ergaster, მომუშავე ადამიანი
9. homo erectus, ამართული ადამიანი
10. Homo heidelbergensis, ჰეიდელბერგელი ადამიანი
11. Homo sapiens - თანამედროვე ადამიანი
0 1 1