x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დონალდ ტრამპს უმცროსი ძმა მოუკვდა
image

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტი, 15 აგვისტოს შაბათ საღამოს გარდაიცვალა 71 წლის ასაკში.


გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის არ არის ცნობილი. CNN- ისა და The New York Times- ის ცნობით, რობერტ ტრამპი რამდენიმე თვის განმავლობაში ავად იყო.


”ის მხოლოდ ჩემი ძმა არ იყო, ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო”, - განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.



”მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში.” - დასძინა 74 წლის პრეზიდენტმა, რომელ რამდენიმე საათის წინ ნიუ-იორკის საავადმყოფოში ძმის სანახავად იყო მისული.

image



რობერტ ტრამპი დაიბადა 1948 წელს, იგი იყო უფროსი ძმის მთავარი კომპანიის, The Trump Organization ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი.



რამდენიმე თვის წინ რობერტ ტრამპი ცდილობდა საკუთარი ნათესავი მერისთვის, დონალდ ტრამპის შესახებ წიგნის გამოცემაში ხელი შეეშალა.


წიგნის სახელწოდებაა :" ძალიან ბევრი და ძალიან ცოტა: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოში ყველაზე საშიში ადამიანი."

0
437
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0