x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დედა გულის ამაჩუყებელ პოსტებს დებდა 4 წლის გარდაცვლილ ქალიშვილზე, თუმცა სიმართლე სულ სხვა რამ აღმოჩნდა
image

აშშ-ის ალაბამაში, სტეფანი სმიტის ოჯახში 2016 წელს მოხდა ტრაგედია. მისი ოთხი წლის ქალიშვილი გარდაიცვალა. ქალმა პოლიციამ დაურეკა და უთხრა, რომ მან გოგონა უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა, სავარაუდოდ ის საწოლსა და კედელს შორის გაიჩხირა, რამაც გაგუდვა გამოიწვია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ვერ დაადგინა ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, იუწყება გამოცემა Metro.



მრავალი თვის განმავლობაში მგლოვიარე სტეფანი ტკივილით აღსავსე პოსტებს აზიარებდა Instagram- ზე. მან ქალიშვილთან ერთად გადაღებული ამაღლვებელი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ სიკვდილის გადატანას ვერ შეძლებდა და წუხდა, რომ გოგონამ "თან არ წაიყვანა".



"იმედი მაქვს, იცოდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყავი ჩემთვის. შენ იყავი და დარჩები ჩემს სამყაროში. შენს გარეშე დავიკარგები. მსურს შენი საფლავის გვერდით დავწვე და აღარასოდეს დატოვო იგი.სამწუხაროა, რომ არ წამიყვანე შენთან. არ მინდა აქ შენ გარეშე ვიყო"-ასეთი პოსტი გამოაქვეყნა 28 წლის სტეფანიმ.


image

თუმცა ხალხში დადიოდა ჭორი, რომ სტეფანის თავის 4 წლის ქალიშვილი ზადი რენ კუპერი თავად მოკლა, ბავშვის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ სტეფანიმ სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:


"რა უცნაურია, რომ ხალხი ფაქტობრივად მკვლელობაში მადანაშაულებს..რეალურად მისი გარდაცვალება დღემდე გამოცანად რჩება, რომელსაც წინ ვერ აღვუდექი, რათა ქალიშვილი გადამერჩინა".

image

გადის კიდევ დრო და სტეფანიმ გააკეთა განცხადება, რომელმაც ყველა შოკში ჩააგდო. ქალი თავის ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში და აღიარა, რომ თავად მოკლა საკუთარი ქალიშვილი. დედამ მძინარე გოგონას სახეზე ბალიში დაადო და იქამდე არ მოიხსნა, სანამ ბავშვმა სუნთქვა არ შეწყვიტა. ამერიკელი ქალის თქმით, ეს მოხდა მაშინ, როდესაც მან ფსიქოტროპიული წამლების მიღება შეწყვიტა.

image

სასამართლო 2020 წლის იანვარში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიის გამო გადაიდო, სამიოდე დღის წინ მოსამართლე ჩედვი ვაისმა მკვლელ დედას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მანამდე ბრალდება სიკვდილით დასჯას მოითხოვდა, მოსამართლემ სიკვდილით დასჯა, ბრალის სრული აღიარების გამო შეცვალა- სამუდამო პატიმრობა ვადამდელი პირობითი -გათავისუფლების უფლებით.


image


კვლავდინებურად არ ცხრება საზოგადოების ინტერესი მაგდა პაპიძის საქმის გარშემო.მრავალი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, დედობრივი ინსტიქტიდან გამომდინარე დღემდე დაუჯერებელია როგორ გაიმეტა დედამ სასიკვდილოთ საკუთარი შვილი?თუმცა სამწუხაროთ მსგავს შემთხვევებს აქვს ადგილი მსოფლიო პრაქტიკაში, მათ შორის საქართველოშიც.ერთ-ერთ უკანასკნელი მკვლელობა მო...


ამაზრზენი და ცინიკური იყო საკუთარი ხელით მოკლული დედის მიერ "ფეისბუქზე" განთავსებული შვილის ფოტოები თუნდაც ასეთი მინაწერით " დედას სიყვარული". 14 მარტს დიმიტროვოს(მოსკოვის შემოგარენი) რაიონულმა სასამართლომ 31 წლის მარია ანტიპოვა(შენიშვნა სახელი და გვარი შეცვლილია)წინასწარი გამოძიების საკანში მოათავსა, მიუხედავად მისი ცრემლებისა და ისიც, რომ სამი ...


6 წლის ვერონიკას 4 დღის განმავლობაში ეძებნდენ მოსკოვის შემოგარენში.დაბა ოზერსკში, საიდანაც გოგონა იყო და უახლოეს დასახლებებში მოსახლეობა გოგონას ფოტოებს ბოძებზე, მიწისქვეშა ჩასასვლელებში თუ მაღაზიის ვიტრინებზე აკრავდა.ეძებდა პოლიცია და უბრალოდ მოხალისეები, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს პატარა გოგონას


ახალგაზრდა დედა წლების განმავლობაში განზრახ წამლავდა შვილს მხოლოდ იმის გამო, რომ მუდმივად ყურადღების ქვეშ ყოფილიყო სოციალურ ქსელში.იგი გამუდმებით უღებდა ფოტოებს ავადმყოფ შვილს და ანთავსებდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში.მან სპეციალური გვერდიც შექმნა დედების საიტზე. 26 წლის ლეისი სპირსი(L...

1
663
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
663
  
2020, 20 აგვისტო, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1