x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
საიდუმლო ქორწილები: ვარსკვლავები, რომლებიც დიდი ხანია ქორწინებაში არიან, ჩვენ კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდით

image


ვარსკვლავების უმრავლესობას საზოგადოებისა და თაყვანისმცემლების შოკში ჩაგდება განსაკუთრებულად ხიბლავს, მაშინ როდესაც გლამურული ჟურნალების პირველ გვერდებზე მოსახვედრად, სელებრითები საქორწილო კაბებსა თუ კოსტიუმებს მხოლოდ ცნობილ დიზაინერებს ანდობენ, ცერემონიისთვის შესაფერის ადგილს საგანგებოდ თვეობით არჩევენ და საკუთარ ქორწილს მსოფლიო მასშტაბის წვეულებად აქცევენ, ზოგიერთ ვარსკვლავს, ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა უცხო თვალისგან შორს, მოკრძალებულად, მშვიდ ვითარებაში ურჩევნია. დღეს გადავწყვიტე სწორედ იმ ცნობილ სელებრითებზე მოგიყვეთ, რომლებიც უკვე დიდი ხანია რაც საკუთარ მეორე ნახევრებთან ერთად ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობენ, თქვენ კი ამის შესახებ აქამდე არაფერი იცოდით. მაშ ასე, გაინტერესებთ ვინ არიან, ეს ვარსკვლავი - კონსპირატორები?




ჯუდ ლოუ


image


"HBO"-ს გახმაურებული სერიალის "ახალგაზრდა პაპის" კაშკაშა ვარსკვლავი და მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა გულთამპყრობელი ჯუდ ლოუ საყვარელ ქალთან, ფილიპ კოენთან კანონიერ ქორწინებაში უკვე რამდენიმე წელია იმყოფება.


image


ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, მსახიობის რომანი საზოგადოებისთვის ცნობილი პირველად 2015 წელს გახდა, როდესაც ისინი აბეზარი პაპარაცების ფოტოობიექტივში მოექცნენ. წყვილმა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, რომელსაც მხოლოდ შეყვარებულების უახლოესი ადამიანები ესწრებოდნენ.




გაი პირსი


image


პოპულარულმა ბრიტანელმა მსახიობმა გაი პირსიმ 2015 წელს ცნობილ ჰოლანდიელ მსახიობსა და მომღერალზე, კარის ვან ჰაუტენზე იქორწინა, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილი სერიალ "სამეფო კარის თამაშებში" შესრულებული მელისანდრას როლით გახდა.


image


წყვილი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში იშვიათად ჩნდება, სწორედ ამიტომ იქცა მსახიობების შეუღლების ამბავი მათი მილიონობით ერთგული თაყვანისმცემლისთვის დიდ მოულოდნელობად.


image


2016 წლის აგვისტოს ბოლოს, წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც მონტე პირსი დაარქვეს, იმავე წელს მსახიობებმა მონაწილეობა მიიღეს მარტინ კულჰოვენის გახმაურებულ დეტექტიურ თრილერში - "ბრიმსტოუნი".


image


აღსანიშნავია, რომ ამ მძიმე, ემოციურად დატვირთული სიუჟეტური ხაზის მქონე ვესტერნში ახალდაქორწინებულებმა ასევე ცოლ - ქმრის როლი განასახიერეს. იმედი ვიქონიოთ, რომ ჰუტენ - პირსის ვარსკვლავური წყვილის რეალური ცხოვრება ეკრანულისგან რადიკალურად განსხვავდება.




ივან დორნი


image


უკრაინული ჯგუფი "Пара нормальных" -ის ყოფილი სოლისტი ივან დორნი, საკუთარ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არასდროს საუბრობს და ყველანაიარად ცდილობს სხვადასხვა სახის თოქ - შოუებსა თუ ინტერვიუებში აღნიშნულ თემას თავი მაქსიმალურად აარიდოს.


image


მუსიკოსი დიდად არც სოციალურ ქსელებს სწყალობს და მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს არც საკუთარი ოჯახური ფოტოებითა თუ ვიდეოებით ანებივრებს, ამიტომ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ უკრაინელი ვარსკვლავი ოფიციალურ ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფება.


image


31 წლის ნიჭიერი მომღერალი და პროდიუსერი, რომლის მუსიკას დასავლეთშიც აფასებენ საკუთარ თანაკლასელზე, ანასტასია ნოვიკოვაზეა დაქორწინებული, რომელთან ერთადაც ორ შვილს - ვასილისას და ივანეს ზრდის.




0
223
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
223