x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508438
საზარელი ავტოავარია ფონიჭალაში: დაიღუპა 4 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი
მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა ავტოავარიას ფონიჭალაში - დაღუპულია 4 ადამიანი, საიდანაც 2 არასრულწლოვანია. დაშავდა შვიდი პირი. ამის შესახებ თვითმხილველები იტყობინებიან.


შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით დადგენილი არ არის. მომდინარეობს მოკვლევა.


გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


საქართველო ავტოკატასტროფების რაოდენობის მიხედვით ევროპაში ერთ-ერთ პირველ პოზიციაზეა. მაგრამ ყველაზე საგანგაშო რაც არის, ავტოავარიების რიცხვი ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით კი არ მცირდება, არამედ წლიდან წლამდე იზრდება კიდეც, რასაც სტატისტიკა მოწმობს.



ავტოკატასტროფა

0
214
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0