x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ჩემი ბავშვობის გოგო, მოგიკითხავ შენი მომავლიდან"-იუნა შაფათავას საბჭოთა ნოსტალგია
image


"ქალაქში რომ ცხოვრობ, აი ყველაფერი რომ არის და იყიდება, და რომ ზიხარ და მოგინდება ბავშვობაში, უღარიბეს გასტრონომში ნაყიდი გარგლის წვენი...
არადა მაცივარი კვნესის ჩემი ხილისგან...ბლენდერი მეუბნება, თავი დამანებე შენი ვეგეტარიანობით რა გამიხურე..


ვის გახსოვთ ის სქელი, პოლონური, მძიმე ნალექით წვენები, მაცივარში რომ ცივი ხდებოდა ძალიან და ძალიან მაგარი იყო...
და კიდევ, სულ მახსენდება ის პოლონური "ბანკის" слива"
და გასტრონომი მახსენდება, მოღუშული, მდორე, ცარიელი გასტრონომი, სადაც მხოლოდ კომსერვები და ეს წვენები და კამპოტები იყო, ისიც იშვიათად.
სახლიდან ას მეტრში, საბჭოური გასტრონომი. აღარაფერი მახსოვს, გაუნათებელი დიდი სივრცის გარდა. არც ის მახსოვს, სალარო სად იდგა. არც ის, ალბათ ხელში მიმქონდა სახლში, ჩანთას არ წავიღებდი.



მახსოვს ქილა, "ბანკა", ხუფი რომ სპეციფიური ხმით იხსნებოდა, მარტივი გასახსნელით, ვაკუუმიდან მოხსნის ხმით და თუ ირგვლივ არავინ იყო და არ მიკრძალავდა, რომ მოვსვამდი მძიმე სიროპს პირდაპირ ქილიდან და ხელით ამოვიღებდი ქლიავს.



რა სხვანაირი გემო ჰქონდა.
ბრუკლინში რომ ჩავდივარ, სულ ამ "слива»ს კამპოტს ვეძებ.
დღესაც, ამ კამპოტის ძებნაში, კონსერვების განყოფილებაში "ოჯახური" ბადრიჯანი შემხვდა, ქართული. ვატრიალე ხელში, წარსული ცხოვრებასავით. და წავედი შვეიცარიული ყველი და შებოლილი ორაგულის 200 გრამი ვიყიდე.
გემოც ასოციაციებია.


არის comfort food, რაც კომფორტს გვრის ორგანიზმს, მე კი comfort საჭმელს ვეძახი იმას, სხვადასხვა მოგონებას რომ აღვიძებს.
თავიდან როგორ ვეკიდებოდი ნაცნობ საჭმელს, ვფიქრობდი, ვერასოდეს შევძლებდი ადაპტაციას.


სად ხარ...ბებიაჩემი ამბობდა: ადამიანი ისეთი ცხოველია, ყველაფერს ეჩვევა.
კომფორტს და სულიერ სიმშვიდეს სხვა განწყობებში და აქტივობებში ვეძებ.
მაგრამ ერთს ვერ გადავეჩვიე: პატარები რომ ვიყავით, დედაჩემი შავ პურზე შვეიცარიულ ყველს დებდა და შავ ყავას ფეხზე დგომით აყოლებდა. თან მიყურებდა, ჩემ კარაქიან და კალბასიან პურს თუ ვჭამდი. აი არ მიყვარდა დილას ჭამა და მომკალი. არც ის მესმოდა, კარაქის გარეშე ყველს და პურს როგორ ჭამდა.


მაგრამ ვიტენიდი პირში, არ სწყენოდა, იმ კარაქიან კალბასიან პურს.
«быстро быстро, всё, пошли, опаздываем!» ეს სიტყვები ჩემი ცხოვრების მოტტოა.ახლაც, ბინიდან რომ გამოვეტევი, ვიმეორებ, როგორც ბავშვობაში: "двигайся! опаздываешь!»


და რა დიეტაზეც არ უნდა ვიყო, ჩემი კომფორტის წერტილი, შავი პური და შცეიცარიული ყველია, უშაქრო ყავასთან.ოღნდ მდოგვი მიყვარს საშინლად და მდოგვი უნდა მქონდეს.


იმიტომ, რომ დედაჩემი ჩვენს სკოლაში რუსულის მასწავლებელი იყო - მე ბავშვობაში ცხვირიდან სისხლისდენები მქონდა, ზოოვეტიდან ლექტორობიდან წამოვიდა, რომ მიეხედა ჩვენთვის.


და სკოლის სასადილოში, თუ დრო ჰქონდა და საჭმელად ჩადიოდა, მას, როგორც მასწავლებელს, იმ მოხარშულ სასისკებს თეფშზე უდებდნენ, თეთრ პურთან ერთად და რაც მაგიჟებდა- მდოგვს აძლევდნენ, მოსწავლეებს ეგ ფუფუნება არ გვქონდა, ხელში შემოგვაჩეჩებდნენ სასისკიან პურს და არ მომწონდა მდოგვის გარეშე, ვერ ვჭამდი. ერთხელ კი ჩემი ათი კაპიკი კლასელს, სოსო ჯანიაშვილს მივეცი - სასადილოში ზედახორა იყო, მე ვერ გადავახტებოდი იმ გიჟებს- ვთხოვე კატლეტიანი პური ამიღე და რომ შემოვიდა კლასში, ხელი გაშალა, იმ მთელი დღე სკოლის ეზოში ნაგირავები ნაჩხუბარ ფეხბურთ ნათამაშევი სოსოს ხელი არ დამავიწყდება- ჭუჭყს შორის ჩაეჭყლიტა ეს ჩემი კატლეტიანი პური...არა აღარ მინდა, ვითხარი, თვითონ დავუტოვე


ჰო და დედაჩემის თეფშიდან, მოხარშულ სასისკს თეთრ პურზე გამოყოლილი სისველე და მდოგვის გემო, ტკბილ ჩაისთან ერთად, ესეც კომფორტ მოგონებაა. დუმბაძის პურის და კატლეტის არ იყოს...


ах слива, слива, ქილის ქლიავის გემომ რამდენი მოგონება მოიტანა.
და ის ბავშვობა, სადღაც, უწყვეტ დროში, პარალელურად არსებობს.
ნეტავ, როგორაა ის პატარა გოგო...სადღაც 8 წლის ვიყავი, შებინდებულზე იმ საბჭოთა, მდორე გასტრონომში რომ ჩავრბოდი დეასთან ერთად...
ნეტავ არის დღეს იმ გასტრონომში, პოლონური ქლიავის კამპოტი? ...იმედია არის, გარგალის მსუყე წვენიც...


იყიდე და დროზე გაიქეცით სახლში, წვიმა არ დაიწყოს, девочка из моего детства, ჩემი ბავშვობის გოგო, მოგიკითხავ შენი მომავლიდან- წერს იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში.

image

0
335
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0