x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საინტერესო ფაქტები ფარიკაობის შესახებ
image

ძველ დროში ფარიკაობა კეთილშობილურ საქმიანობად ითვლებოდა, თითოეული კეთილშობილური წარმომავლობის მამაკაცის აღრზდის ელემენტად. დაბალი საზოგადოების წარმომადგენლებს ფარიკაობა მკაცრად ეკრძალებოდათ.


მე -18 საუკუნის ბოლოს, სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა ახალგაზრდა ფრანგი ფარიკაობის ოსტატი ალექსანდრე ვალვილი, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ მიიღო ამ დისციპლინის მასწავლებლის თანამდებობა საიმპერატორო ლიცეუმში. მის მოსწავლეებს შორის იყო ალექსანდრე პუშკინი. მისი თანამედროვეების მოგონებების თანახმად, დიდი პოეტი კარგი მოფარიკავე იყო.


მიხაილ ვასილიევიჩ ლომონოსოვი, როგორც მოგეხსენებათ, კეთილშობილური წარმოშობის არ ყოფილა. 1736 წელს ნიჭიერი სტუდენტი გაგზავნეს სასწავლებლად გერმანულ მარბურგში. იქ, სხვა მეცნიერებებთან ერთად ლომონოსოვი გატაცებული იყო ფარიკაობით. თანაც იმდენად წარმატებულად, რომ მალევე მოიპოვა სხვა სტუდენტების პატივისცემა. მიხაილ ვასილიევიჩი ყოველთვის გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალით, ერთხელ მან სამი მძარცველიც კი სცემა, რომელთაც მისთვის საფულის წართმევა სცადეს.



ფარიკაობის პოპულარობას ცხადყოფს ის ფაქტი, რომ ეს სპორტი შედიოდა ჩვენი დროის პირველი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში, რომელიც ჩატარდა 1896 წელს. ამ დროიდან 100 წელზე მეტია გასული, მაგრამ ფარიკაობის შეჯიბრებები ყოველთვის მიმდინარეობს ყველა ოლიმპიადაზე. საინტერესოა, რომ ფარიკაობაში, საორთაბრძოლო სპორტის უმეტესობისგან განხვავებით არ არსებობს წონითი კატეგორიები: აქ მთავარია არა მასა, არამედ სისწრაფე და კარგი რეაქცია.


თანამედროვე მეფარიკავენი ორთაბრძოლაზე მხოლოდ თეთრი ფორმით გადიან, დღეს ეს უფრო ტრადიციის დაცვაა, ვიდრე აუცილებლობა. ელექტრონიკის განვითარებამდე, ჩხვლეტის დასაფიქსირებლად, ფარიკაობის დროს, ირაღის წვერზე ამაგრებდნენ პაწაწინა ნაჭერს, რომელიც მელნით იყო გაჟღენთილი. ღია ფერის ტანსაცმელზე ნაჩხვლეტი გაცილებით მკვეთრად ჩანდა.


მოფარიკავის სახე დაცულია ლითონის ბადის ნიღბით. მისი უფრო თანამედროვე მასალით შეცვლის მცდელობები წარმატებით არ სრულდება. მაგალითად, ზემოქმედების რეზისტენტული შუშის ნიღბები ოფლიანდებოდა, ეს იწვევდა მხედველობის შეზღუდვას. ფარიკაობაში ეს დაუშვებელია, ხილვადობის ნებისმიერი შეზღუდვა დარტყმის მიღებას ნიშნავს. ამასთანავე ძვირადღირებული ნიღბების ხშირად შეცვლა ხდებოდა საჭირო, ისინი იკაწრებოდნენ ფარიკაობის დროს.


მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მოფარიკავენი საიმედოდ არიან დაცულნი, ტრაგედიები მაინც ხდება ფარიკაობის დროს. მაგალითად, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საბჭოთა სპრტსმენმა ვლადიმერ სმირნოვმა სასიკდილო ტრამვა მიიღო. ორთაბრძოლის დროს, მის მოწინააღმდეგე მატიას ბერის დამცავი წვერი გადაუტყდა. რაპირის ფრაგმენტმა დააზიანა დამცავი ნიღაბი და სმირნოვს თავის ქალის ძლიერი ტრავმა მიაყენა. ის რეამინაციის განყოფილებაში გარდაიცვალა.


საფრანგეთის დამსახურების გათვალისწინებით ამ სპორტის განვითარებაში, ფრანგული აღიარებულია ფარიკაობის ოფიციალურ ენად. შეჯიბრის დროს არბიტრები ფრანგულ ენაზე გასცემენ განკარგულებებს. ფარიკაობა შედის სამი ყველაზე ინტელექტუალური სპორტის სახეობაში, ჭადრაკთან და საბრძოლო ხელოვნებასთან ერთად. ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა ითვლება ფარიკაობისა და დუელის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ექსპერტად. გასაკვირი არ არის, რომ დიუმას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია - „ფარიკაობის მასწავლებელი“.

0
142
1-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0