x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103452
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467737
გამომგონებლები, რომლებიც თავიანთ გამოგონებას შეეწირნენ
image

გამომგონებლები შეპყრობილი ხალხია. მიზნის მისაღწევად, ისინი მზად არიან გაიღონ არა მხოლოდ დრო და ენერგია. ბევრი მათგანი კარგავს ჯამრთელობას და სიცოცხლესაც კი. მსოფლიო ისტორიაში უამრავი ასეთი მაგალითია. აი რამდენიმე მათგანი:


ძველი ბერძენი მკურნალი პერულუსი ერთხელ ეახლა აკრაგასის მმართველს და თავისი გამოგონება შესთავაზა. - სპილენძის უზარმაზარი ხარი. პერილუსი ფიქრობდა, რომ ეს იყო შესანიშავი საშუალება სიკდილით დასჯისთვის. სიკვდილმისჯილს ათავსებდნენ ხარის შიგნით და ქვემოდან ცეცხლს უნთებდნენ. მსხვერპლი ნელ-ნელა იხარშებოდა, იწვოდა და საშინლად ყვიროდა. ამასთანავე მილების სისტემა ისე იყო კონსტრუირებული, რომ მსხვერპლის კივილი ხარის ღმუილს ჰგავდა. ტირანს მოეწონა ასეთი გამოგონება, მხოლოდ მისი საქმეში გამოცდა გახდა საჭირო. გასაკვირი არ არის, რომ თავად პერლუსი გახდა პირველი მსხვერპლი.


აშშ-ს სამხედრო ინჟინერმა ჰორაციო ლოუსონ ჰენლიმ მიიღო მონაწილეობა 1861-1865 წლების სამოქალაქო ომში, სამხრეთელების მხარეს. თანამებრძოლების დასახმარებლად, ჰენლიმ წყალქვეშა ნავის შექმნა გადაწყვიტა. პირველი ცდა ტრაგიკულად დასრულდა, ეკიპაჟის ცხრა წევრიდან ხუთი გარდაიცვალა. მაშინ გამომგონებელმა გადაწყვიტა პირადად ეჩვენებინა აპარატის მართვის მაგალითი. 1863 წლის 15 ოქტომბერს, მთელი ეკიპაჟი დაიღუპა, ინჟინერ ჰენლისთან ერთად. ჩაძირული წყალქვეშა ნავი იპოვეს მხოლოდ 132 წლის შემდეგ, ატლანტის ოკეანის ფსკერზე, ჩარლსტონის ნავსადგურის მახლობლად.



ჰენლისგან განსხვავებით, ავსტრიელი ფრანც რაიშელტი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა, ინჟინერი არ იყო. ის იყო მკერავი და თავისუფალ დროს უთმობდა სპეციალური " კოსტუმი"-ის შემუშავებას, რომელიც მფრინავებს საშუალებას მისცემდა, თვითმფრინავის ვარდნის დროს თავი გადაერჩინათ. ექსპერიმენტებს ატარებდა მანეკენების საშუალებით, რომელთაც მეხუთე სართულის აივნიდან აგდებდა. რამდენიმე წარმატებულმა მცდელობამ შთააგონა თვითნასწავლი გამომგონებელი. მან ეიფელის კოშკიდან გადმოხტომის ნებართვა მოითხოვა. 4 თებერვალს 57 მეტრის სიმაღლეზე ავიდა და ძირს გადმოეშვა, სასწაული არ მომხდარა, ფრანც რაიშელტი გარდაიცვალა.


ახალგაზრდა გამომგონებელი ვილმ ნელსონი მუშაობდა General Electric- ში. მან გადაწყვიტა მოტორიანი ველოსიპედი შეექმნა, იმისთვის რათა პედლების ტრიალი საჭირო აღარ ყოფილიყო. შედეგად მიიღო თანამედროვე მოპედის პროტოტიპი. ერთ – ერთი ტესტირების დროს, 24 წლის ნელსონი დაიღუპა.


1912 წლის 10 აპრისლს საუთჰემპტონიდან ნიუ – იორკში, როგორც აღმოჩნდა თავის პირველ და უკანასკნელ მოგზაურობაში გაემგზავრა, ოკეანის ლაინერი " ტიტანიკი" ბორტზე იმყოფებოდა თომას ენდრიუსი - მეწარმე და გემთმშენებელი, ტიტანიკის ერთ-ერთი კოსტრუქტორი. 14 აპრილს ტიტანიკი დაეჯახა გიგანტურ აისბერგს. ოფიციალური მონაცემებით კატასტროფის შედეგად 1496 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის აღმოჩნდა კონსტრუქტორი თომას ენდრიუსი, გვამის პოვნა ვერ მოხერხდა.


მაიკლ დარსი შეეცადა ისეთი ტაქსი შეემუშავებინა, რომელსაც საგზაო საცობები და უბედური შემთხვევები არ დაემუქრებოდა. მფრინავი ტაქსისი პირველი გამოცდა ჩატარდა 2009 წელის აგვისტოში. სალონში 8 ადამიანი იყო, მათ შორის თავად მაიკლ დარსი. მცირე სიმაღლეზე აფრენის შემდეგ აპარატი აფეთქდა, რათქმაუნდა არავინ გადარჩენილა.

0
123
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0