x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103452
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467737
"რა მდაბიური ბრძოლა წამოგიწყია, - მ ე ბ რ ა ლ ე ბ ი! იმ ნაღმზე არ აფეთქდე, ჩემთვის რომ მოხსენი კბილანა!!! - მარიამ ჭიღლაძე ელისო კილაძეს

image


გაზეთ "ქრონიკა +" -ის რედაქტორს ელისო კილაძეს და მწერალ მარიამ ჭიღლაძეს შორის მწვავე ფეისბუქ დაპირისპირება კვლავ გრძელდება, ამჯერად, კილაძის ბრალდებას ჭიღლაძის საპასუხო პოსტი მოჰყვა, სადაც მან ჟურნალისტის საქმიანობას "მარაზმი" და "უზნეობა" უწოდა, ჭიღლაძის თქმით, რასაც ელისო კილაძე აკეთებს ამას სიტყვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს, მწერალი "ქრონიკა +" -ის რედაქტორს ჰპირდება რომ მას ბოდიშის მოხდა, არა მხოლოდ მირიან ნიკოლაძისთვის და 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახისთვის მოუწევს, არამედ პირადად მისთვისაც: "ჩემი პასუხი ელისო კილაძეს!

შენს მარაზმს და იაფფასიან ინტრიგებს არ ავყვები, მაგრამ გპირდები მარტო მირიან ნიკოლაძისთვის და შაქარაშვილებისთვის კი არა, პირადად ჩემთვისაც მოგიწევს ბოდიშის მოხდა!

თან ძალიან სავალალოდ დამთავრდება შენი უზნეობა, რადგან სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რასაც შენ კადრულობ!!!

აქვე აგიხსნი რატომ!!!!

ადამიანის უფლებების დარღვევა: დახურული პროფილიდან მახინაციებით მოპოვებული სხვათა ფოტოს გადაკოპირება-გასაჯაროება (ცნობისთვის, ფოტოში გერმანიის მოქალაქეცაა, რომლის უფლების დარღვევა ცალკე მუხლია) "საცხოვრებელი" ადგილის მითითება, საკუთარი ინტერპრეტაციით ცრუ ბრალდება და ცილისწამება(!) სამოქალაქო კოდექსით ისჯება!!!!!!!!!

აღარაფერს ვამბობ, შენს "მეტყველების კულტურაზე" და "ღირსებაზე"!

ოლოლო, შენ ვერ გამოიცან!!!

ფოტომ მოგატყუა!!!

ამჟამად, შტუტგარტში (ჩაასწორე, - ქალაქის დასახელება მაინც დაგეწერა მართებულად!) აღარ ვცხოვრობ, -ათი თვე ვიმუშავე შტუტგარტის უნივერსიტეტში სადოქტორო ხარისხზე(!)

მწერლობას არ ვიჩემებ(!), საკმაოდ საპასუხისმგებლო და ადამიანებისთვის სასარგებლო კეთილშობილი პროფესია მაქვს!!!!

ერთს გპირდები, რა სიმართლესაც ჩემს ცხოვრებაზე გამოქექავ, აუცილებლად აღმოაჩენ შენს პიროვნულ ბრალეულობას!

მე დასამალი ან გასაქცევი არაფერი არ მაქვს, -არც არავისთვის მიღალატია და არც სამშობლოსთვის დამიშავებია იოტისოდენადაც კი, - ფრთხილად, იმ ნაღმზე არ აფეთქდე, ჩემთვის რომ მოხსენი კბილანა!!!

სანამ რამეს დაწერდი მუცლის მეზღაპრესავით, ჯერ ჩემი "ნაჯღაპნი" მოგეძია ინტერნეტში (იგუგლება საბა.ჯე-ზე) და წაგეკითხა, - იქნებ ისეთი რამ ამოგეკითხა ეგ ღვარძლით სავსე გული ცოტაოდენი სიკეთით აგჩქარებოდა!!!

ის სქელტანიანი რომანი კი, რომელსაც ახლა ვასრულებ, დოკუმენტური მასალით არის დასაბუთებული და გპირდები, არ მოგეწონება, რადგან როგორც ჩანს, სიმართლე თვალებს გიჩხვლეტს!!!

რაო, ჩემს სავსებით კორექტულ კომენტარებს იწუნებ შენს მწირ, ამაზრზენ, უხამს და იაფფასიან სტატია-სტატუსებთან???

რა მდაბიური ბრძოლა წამოგიწყია, -მ ე ბ რ ა ლ ე ბ ი!

ჩემი პირადი საქმეების გამოჩხრეკაზე ცუდად გაისარჯე, -დ ა გ ც ი ნ ე !

მე კი ზუსტად ვიცი, შენ ვინ, ვისზე და რა მოგწერა, მაგრამ ჩემთვის დაგებულ მახეში, თავადვე რომ ამოყავი თავი, თუ ხვდები მაინც???

"ყრუ" და ოროსანმა ინფორმატორმა ის არ შეგატყობინა მანქანა ვისაც "დავუმსხვრიე" ნარკოდილერი, ნარკომომხმარებელი, ნასამართლევი, მილიციის ყოფილი კაპიტანი რომ გახლდათ???

რაც შეეხება ბინებს (და არა ბინას), -ის ვეღარ თუ აღარ გითხრეს გენერალური მინდობილობის, კონსულის ბეჭდის და სხვა საბუთების გამყალბებლები შენი კუმირი ყოფილი მაღალჩინოსნები რომ არიან???

ეჰ, არც ის გამცნეს 2007-2008 წლებში რომ აქვს ფესვები იმ ინფორმაციას, შენ რომ "აფრიალებ" და ჩემს წისქვილზე ასხამ წყალს???

შენ ასლების ნაწილი მოგიგდეს "საკბილოდ" და გასაბითურებლად, ორიგინალები კი ჩემთან ინახება!!!!

ჩემს ნაცვლად ხომ არ აპირებ შურისძიებას თაღლითებთან, სისხლისა და სამოქალაქო სამართლის დამნაშავეებთან???

მე ღვარძლის წვეთითაც კი არ ვიშხამავ გულს, შენ რამ გაგაბოროტა???

მაგრამ " კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდების!"

სანამ კარგად გაარკვევ მაია ვარ თუ მარიამი, თან პასპორტის ასლის ფოტოებიც შეადარე, ისევ რამე შენებური იაღლიში არ მოგივიდეს და შენს ინფორმატორს ჩემს მიერ საზღვრების კვეთის ამონაწერიც სთხოვე, რა იცი რაში დაგჭირდეს!!!

რა ჩემი ბრალია, დასაცინ მდგომარეობაში თავად რომ იგდებ თავს და მერე

დაუსჯელობის სინდრომით „ვანკასტანკობ“, - იარლიყით "დამოუკიდებელი მედია"!

ნომრიანო, მაგრამ უკვე ჩამოლაბორანტებულო აგენტო,

შენი დონის "ინტელექტუალებთან" იბრძოლე(!), - ვინძლო რქები არ მოგტყდეს ჩემს ნაკვალევებზე დევნაში!!!

რაც შეეხება შენს მუქარას, -კარგად ვიხალისე, -გერმანიის სამართალდამცავი ორგანოებისთვის მისაწერ წერილს რომ გაამზადებ, მე პირადად, უანგაროდ დაგეხმარები; ჯერ ქართულად დაწერილ "საჩივარში" ჩაგისწორებ გრამატიკულ შეცდომებს (მართლწერის კორექტირებასაც შევითავსებ, მეტად დახვეწილად რომ წარმოჩინდე ავტორი) და შემდგომ ამისა, არც თარგმანს დაგზარდები, -პირადად ვიცნობ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, კვალიფიციურ თარჯიმანს!!!

"ვირთხის მიერ კატა გამოთხრილ" ამ ცრუ კვალს და უსაფუძვლო ბრალდებას სად მიჰყავხარ, მიხვდი???

რა ნაც-ქოც-ბოტ-კლასტერობა ან მოსყიდვა, ვინმე ნორმალურისთვის მაინც გეკითხა აზრი, -დაგარიგებდა!!!

მაგრამ, დაე......

რადგან შენთვის წმინდა არაფერი არ არსებობს და ჭირისუფლის ფსიქოლოგიურ-მორალურ მარწუხებში მოქცევა ამოცანად გაქვს დასახული, შენს ამორალურ ქმედებებზე და ბინძურ თამაშებზე ვიღაცამ ხომ უნდა გაგცეს საკადრისი პასუხი?!.

ან ამდენი უმსგავსობის საპირწონედ, სულ მცირე, ბოდიშის მოხდა მაინც შეგახსენოს???

პ. ს. ჩემი ფეისბუკიც და პირადი სივრცეც მხოლოდ პოზიტივს და უფლისმიერ უანგარო სიკეთეს ემსახურება დაბადებიდან, მაგრამ ჩემი უდანაშაულო მეგობრების (აპეკუნად დანიშვნის გარეშეც), მითუმეტეს ჭირისუფლების დასაცავად მახვილზე ბასრ მართალ სიტყვას ყოველთვის უპირობოდ აღვმართავ!!!!!!!"- დაწერა საკუთარ გვერდზე მარიამ ჭიღლაძემ. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის აღნიშნული დაპირისპირება მარიამ ჭიღლაძის ვრცელ პოსტს მოჰყვა, სადაც მან "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და გაზეთ "ქრონიკა +" - ის რედაქტორი ელისო კილაძე, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებისა და მათი ჭირისუფლების შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა და ორივე მათგანს მათივე "მარაზმული" შოუების დადგმისა და "შხამიანი" სიტყვების გამო, გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახისთვის საჯარო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.




0
820
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
820