x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468037
5 ყველაზე სულელური მითი სექსის შესახებ
სექსი ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამიტომ მის შესახებ უამრავი მითი და დეზინფორმაცია არსებობს, რადგან თუ აკონტროლებ ადამიანის სექსუალობას, აკონტროლებ ადამიანსაც და საზოგადოებასაც. სწორედ ამიტომ ცდილობს ყველა ტოტალიტარული რეჟიმი სექსუალური ქცევების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას. ტოტალიტარიზმი ქმნის მითებსაც, რომლებიც რეჟიმის დასასრულის შემდეგ ხშირად ათწლეულობითაც კი განაგრძობენ არსებობას და ახალი მითების წარმოქმნას. სწორედ ასეთ მავნე მითებზე გვსურს ამჯერად ყურადღების გამახვილება.


მითი #1: ადამიანი მონოგამიური არსებაა


ადამიანი არ არის მონოგამი. ეს დადასტურებულია უამრავი კვლევით, თანაც არაერთხელ. თუმცა, ადამიანს შეუძლია, ხანგრძლივად იცხოვროს ერთსა და იმავე ადამიანთან და უყვარდეს ის. ზოგადად, ადამიანის პოლიგამიური ბუნება სიყვარულის უნარს არ გამორიცხავს.


მითი #2: “ვიაგრას” მხოლოდ იმპოტენტები იყენებენ



“ვიაგრა” არის შესანიშნავი საშუალება პოტენციის ასამაღლებლად ნებისმიერ ასაკში. არ არის აუცილებელი, ხანდაზმული იყო, რათა ეს ძალიან კარგი პრეპარატი გამოიყენო. განვითარებულ ქვეყნებში “ვიაგრას” ნებისმიერ ასაკში იყენებენ და შესანიშნავ შედეგებსაც აღწევენ.


მითი #3: ქალებს სექსი მამაკაცებზე ნაკლებად უყვართ


არცერთი კვლევით არ არის დადასტურებული, რომ ქალებს მამაკაცებზე ნაკლებად უყვართ და უნდათ სექსი. ის მითი, რომ ქალები მამაკაცებზე პასიურები არიან, გამოწვეულია საზოგადოებრივი წნეხით და არა ქალების განსხვავებული ბუნებით.


მითი #4: დიდი ხნით სექსის არქონა ადამიანს ასექსუალად აყალიბებს


ასექსუალობა სექსუალური ორიენტაციაა. ამიტომ ასექსუალად ისევე ვერ ჩამოყალიბდები, როგორც ვერ ჩამოყალიბდები ჰომოსექსუალად ან ჰეტეროსექსუალად. ასექსუალად უნდა დაიბადო. ასექსუალები მოსახლეობის დაახლ. 1 %-ს შეადგენენ. ამრიგად სრული ასექსუალობა ძალიან იშვიათია. ფსიქოლოგმა გუიდო გებაუერმა დაადგინა, რომ გამოკითხულთა 40 % თავს ასექსუალად მხოლოდ იმის გამო მიიჩნევდა, რომ მორცხვი იყო ან სექსის შესაძლებლობა რაიმე ობიექტურ გარემოებათა გამო არ ჰქონდა.


ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო.


მითი #5: 55 წლის ასაკიდან ადამიანს სექსი აღარ უნდა


ესეც მორიგი სიცრუეა. კვლევებმა დაადასტურა, რომ 56-დან 65 წლამდე ასაკის ადამიანები უფრო აქტიურებიც კი არიან, ვიდრე ახალგაზრდები 25 წლის ასაკამდე. ამის შესახებ კვლევა გერმანელმა ფსიქოლოგმა, ელმარ ბრეერმა ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა, გერმანიაში 1995 წლიდან მოყოლებული 60 წელს გადაცილებული პირების სექსუალური აქტიურობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რადგან ადამიანებს საკუთარი თავის რწმენა მოემატათ და უფრო ხშირადაც ფლირტაობენ.


სექსი

0
565
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
565
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0