x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468037
გარდაიცვალა ცნობილი ჰიტის «Ягода-малина»-ს შემსრულებელი ვალენტინა ლეგკოსტუპოვა
image

80-იანი წლების ჰიტის შემსრულებელი მომღერალი ვალენტინა ლეგკოსტუპოვა საავადმყოფოში გარდაიცვალა 54 წლის ასაკში, რამდენიმე დღის წინ ის დაცემის შედეგად მძიმედ დაშავდა.


"დღეს 15:30 საათზე მშვენიერი და ნათელი ადამიანი, საუკეთესო დედა, ქალიშვილი და ბებია გარდაიცვალა. ნათელი დაადგეს მის ხსოვნას ... ” - დაწერა Instagram- ზე მომღერლის ქალიშვილმა ანეტა ბრილმა.



6 აგვისტოს, ანეტ ბრილმა დედა უგრძნობ მდგომარეობაში აღმოაჩინა მისსავე ბინაში, სარატოვსკაიას ქუჩაზე. მომღერალს ძლიერი ტრავმა ჰქონდა და მთელ სხეულში ჰემატომები აღენიშნებოდა. შემთხვევის ადგილზე გალეშილ მდგომაროებაში იმყოფებოდა, ქმარი, იახტმენი იური ფირსოვი, ვისზეც სულ რაღაც ერთი თვის წინ დაქორწინდა. ანეტს ნარკოლოგიური სამსახურის გამოძახება მოუწია. უკვე საავადმყოფოში, 8 აგვისტოს, მომღერალი კომაში ჩავარდა.


image

იური ფირსოვი დააკავეს და დაკითხეს, მაგრამ ის მალე გაათავისუფლეს. გამოძიების ვერსიით ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ლეკოსტუპოვამ ძლიერი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მდგომარეობაში, წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და აბაზანის კიდეს თავი დაარტყა, თუმცა მის მეგობრებს არ სჯერათ მომღერლის სიმთვრალის.


ვალენტინა ლეგკოსტუპოვამ განსაკუთრებული პოპულარობა 80-იანი წლების მეორე ნახევარში მოიპოვა, ისეთი სიმღერებით, როგორიცაა «Ягода-малина»“«Капля в море" და "Крымский пляж».


0
463
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0