x
მეტი
  • 01.11.2020
  • სტატია:104541
  • ვიდეო:348265
  • სურათი:469295
ლევ ტოლსტოის წერილი შვილს

image

ჩემო ძვირფასო, კეთილდღეობა შედგება იმ ადამიანებისგან, რომელთაც უყვარხარ და გიყვარს. ამის მისაღწევად მე მაქვს სამი სტრატეგია, რომელსაც მუდმივად ვიყენებ. მათი პრაქტიკაში გატარება არასდროს არის საკმარისი და ახლა ეს შენ აუცილებლად გჭირდება.

პირველი, იმისათვის რომ შეძლო ადამიანების სიყვარული და მათგანაც დაიმსახურო, აუცილებლად უნდა მიეჩვიო, რომ რაც შეიძლება ნაკლებს ელოდე მათგან – ეს ძალზედ რთული რამაა. თუ ბევრს ველი მათგან და ამის გამო, ხშირად მიცრუვდება იმედი, საბოლოოდ იძულებული ვარ უფრო საყვედურებით ავივსო მათ მიმართ, ვიდრე მიყვარდეს.

მეორე, იმისათვის, რომ გიყვარდეს ადამიანები საქციელით და არა სიტყვებით, აუცილებლად უნდა აკეთო ის, რასაც მათთვის სარგებელი მოაქვს. ამასაც მძიმე შრომა სჭირდება, განსაკუთრებით შენს ასაკში, როდესაც ამის სწავლა ადამიანის ბუნებრივი მოვალეობაა.

მესამე, იმისათვის რომ გიყვარდეს ადამიანები და მათაც უყვარდე, აუცილებელია ისწავლო თანაგრძნობა, მორჩილება და რთულ ადამიანებთან და საგნებთან ურთიერთობა – მათთან ისე მოქცევის ხელოვნება, რომ არ აწყენინო. ეს ყველაზე რთული სამუშაოა, რომელიც არ უნდა შეწყვიტო იმ წუთიდან როცა გაიღვიძებ, წუთამდე როცა ისევ ძილს მისცემ თავს. ამასთან იგი ყველაზე სასიამოვნო საქმეა, რადგან დღიდან დღემდე იზეიმებ შენი ზრდისა და განვითარების წარმატებას და საბოლოოდ მიიღებ დამატებით ჯილდოს, რომელსაც თავდაპირველად ვერ შეამჩნევ, მაგრამ ძალზედ სასიამოვნო გახდება მომავალში – ეს იქნება სიყვარული სხვა ადამიანთა მხრიდან.

0
216
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0