x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
იქნება თუ არა მესამე "ჩერნობილი" ჩრდილოეთ კორეაში?-ანალიტიკოსები განგაშს ტეხენ
image

მსოფლიოს ჯერ კიდევ არ მოუშუშებია ჩერნობილის და ფუკუსიმა-1-ის ატომურ ელექტროსადგურებზე ორი ყველაზე საშინელი ბირთვული ავარიის შედეგები და უკვე დედამიწა შეიძლება გახდეს კიდევ ერთი ბირთვული აფეთქების მოწმე.


ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ელექტროსადგური იონბენეში, ამერიკული კომპანიის, 38 North- ის ანალიტიკოსების აზრით, მოქმედებს საგანგებო რეჟიმში, რეაქტორების გამაგრილებელი ტუმბოების დაზიანების გამო.


ბირთვული სამეცნიერო ცენტრში მდებარე სადგურის ავარიამ შეიძლება გამოიწვიოს დაახლოებით იგივე შედეგები, რაც მსოფლიოში ორი უდიდესი ბირთვული ავარიიის დროს მოხდა. ექსპერტები დარწმუნებულები არიან: რეაგირებისთვის დრო თითქმის არ რჩება და კატასტორფამდე დღეები და საათებიღა დარჩენილი.




ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ძლიერმა წყალდიდობამ მიაღწია ორ სატუმბ სადგურამდე, რომლებიც ემსახურებოდნენ რეაქტორებს ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში. ბირთვული ინჟინერის განმარტებით, გაგრილების სიტემის არარსებობამ შეიძლება არ გამოიწვიოს ავარია, მაგრამ სავარაუდოდ, რეაქტორი დაიხურა ზუსტად ავარიული სიტუაციის გამო.



" ჩრდილოეთ კორეის ბირთვული დარგი უკიდურესად დახურულია, მაგრამ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს არის ხუთ მეგავატიანი რეაქტორი, რომელიც აწარმოებს პლუტონიუმს კორეელებისთვის. მთავარი საკითხია ის არის, თუ რა დონის წყალდიდობა იყო. მაგრამ, როგორც ცნობილია წყალი გამაგრილებელის კონტურის მიდამოებშია და რეაქტორი გამორთეს. მთავარი კითხვა შეეხება სარეზერვო სისტემებს - მუშაობდნენ თუ არა ისინი. თუ არა, მაშინ გადახურების მომენტამდე, როგორც ფუკუსიმაში, დაახლოებით ორი კვირაა დარჩენილი"-აღნიშნა ბირთვულმა იჟინერმა ვ.ტერშენკომ.


აფეთქების სავარაუდო შედეგების გათვალისწინებით, ღირს პირველ რიგში თავად სადგურის დათვალიერება. იგი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით, ზღვიდან საკმაოდ დაშორებით. თუმცა, არსებობს დიდი მდინარე, წყალი, რომელიც რეაქტორების საბოლოოდ სითბური ნარჩენების მშთანთქავია.


ატომური ელექტროსადგური "ფუკუსიმა-1" სადაც რეაქტორები აფეთქდნენ, წყნარი ოკეანის სანაპიროზე იყო აშენებული, მაგრამ როდესაც კატასტროფა მოხდა, სანაპირო ზღვის წყლის ტუმბოები პირველ რიგში გამოვიდა წყობიდან., რადგან ტუმბოები წყალს ქაჩავდნენ ჩვეულებრივ რეჟიმში და არა საგანგებო რეჟიმში, დიდმა ტალღამ დატბორა დიზელის გენერატორები, რომლებიც ავტომატურად ირთვებოდნენ რეაქტორის იძულებით-ავარიული გაგრილებისთვის.

image

იონბენეს ატომური ელექტროსადგურისთვის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ იგი იყენებს გაზ-გრაფიტის რეაქტორს - მსოფლიოში უკანასკნელს და უნიკალურს თავის კონსტრუქციით . ნახშირორჟანგს იყენებს როგორც სითბოგამტარს, ხოლო ჩვეულებრივი მეტალიზებული ურანი საწვავად გამოიყენება.


შეუძლებელია დადგინდეს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა ამ წლების განმავლობაში ატომურ ელექტროსადგურში(აიგო 1964 წელს სსსრკ-ს დახმარებით.) თუ სადგურის უსაფრთხოების სისტემა არ მუშაობდა სწორად და მდინარე ტედონგანის ადიდებამ გამოიწვია რეაქტორის გამორთვა, მაშინ ეს შეიძლება იყოს რეალური ბირთვული აპოკალიფსის დასაწყისი.


როგორც ცნობილია ბოლო უკვე რამდენიმე დღეა ჩინეთში და ორივე კორეაში ბობოქრობს ცუნამი და წყალდიდობა, უსახლკაროდ დარჩა ათიათასობით ადამიანი, მაგალითად სამხრეთ კორეაში REGNUM-ის ინფორმაციით, 1 აგვისტოდან მოყოლებული წყალდიდობამ შეიწირა 33 ადამიანი, 9 უგზო-უკვლოდ დაიკარგა.





1
172
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
172
  
2020, 14 აგვისტო, 16:53
ესღა აკლდა დედამიწას...
0 1 1