x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468033
"არსად წასვლას არ ვაპირებ, არანაირი თავშესაფარი არ მჭირდება" - ნახეთ, ვინ ემუქრება მიხეილ რამიშვილს

image


23 წლის, გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, მისი და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე ისაუბრა, ადვოკატის თქმით, მან საელჩოებს აღნიშნულ თემაზე უკვე მიმართა, თუმცა ის უცხოეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას საკუთარი ოჯახისთვის არ აპირებს, ვინაიდან წასვლას ის არსად არ გეგმავს: "მე საელჩოებს მივაწოდე ინფორმაცია მუქარაზე. ისევ დატრიალდა ტროლები, ბოტები და გარკვეული პირების ძალიან ცუდი კომენტარები. მე არსად წასვლას არ ვაპირებ, არანაირი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა არ მჭირდება საზღვარგარეთ არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს. ეს თქვენ გჭირდებათ და მგონი, თქვენ გექნებათ გასაქცევი გზა, სხვებს დასჭირდებათ თავშესაფარი."- განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გუშინ, თამარ ჩიხლაძის "დღის ამბებში".




0
117
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
117