x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468032
როგორ გამოსცემდა "მელოდია" საავტორო უფლებების გვერდის ავლით უცხოურ ჩანაწერებს
image

ალბათ ბევრისთვის უცნობია, რომ ხმის ჩამწერი სახელმწიფო ფირმა "მელოდია" ოფიციალურის გარდა ე.წ. "ლევად" ანუ საავტორო უფლებების გვერდის ავლით უშვებდა პოპულარული დასავლელი შემსრულებლები ჩანაწერებს მინიონებზე(ახლა რომ სინგლს ვუწოდებთ), რა თქმა უნდა ჩანაწერები ულაპარაკოდ "დეფიციტის" კატეგორიაში გადადიოდა.აღსანიშანავია, რომ გამოსვლის წინ სიმღერის ტექსტები მკაცრ ცენზურას გადიოდა.





1-ბიტლზი-აბა, როგორ შეიძლება მათ გარეშე! საბჭოთა ბითლომანია არაფრით განსხვავდებოდა დანარჩენ მსოფლიოს ბითლომანებისგან. საბჭოთა ახალგაზრდობას ასევე ძალიან უყვარდა ლენონ-მაკარტნის სიმღერები, ჩაცმულობაშიც ბაძავდნენ და ვარცხნილობაშიც. და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ალამაცერად უყურებდა ზრდასრული კომუნისტური ნომეკლატურა

image


მიუხედავად ამისა, 1974-იანი წელს "მელოდიამ" "ლევად" გამოსცა ლივერპულელი ოთხეულის ერთბაშად 5 სიმღერა მინიონის სახით, ძირითადად ალბომ «Abbey Road»-იდან, უფრო ადრეული პერიოდიდან ორი სიმღერა იყო შეტანილი "Can't Buy Me Love» и «I Should Have Known Better».




2-T.Rex-გლემ როკის კლასიკოსები არც თუ ისე პოპულარული იყო სსრკ-ში, მაგრამ ამ სახელს მუსიკის მოყვარულებმა გვერდი ვერ აუარეს


image

მინიონში წარმოდგენილი მარკ ბოლანის კომპოზიციები («Hot Love» და «Get It On»), იმით არის იშვიათი და უნიკალური, რომ ეს ვერსია საბჭოთა "მელოდიამ" BBC -ის პოპულარულ Top of the Pops -იდან აიღო, ამის გარდა მინიონში შესული იყო Middle of the Road-ის სიმღერა" Chirpy Chirpy Cheep Cheep " და «I'm Still Waiting"(დიანა როსი)




3-Queen-1979 წელს სსრკ-ში მინიონის სახით ამ ჯგუფის ორი სიმღერა გამოიცა «Jealousy»და «Don't Stop Me Now "მათი ბოლო ალბომიდან "Jazz". ჩანაწერი იშვიათი აღმოჩნდა, რადგან ის გამოვიდა დრეკადი ფორმატით, რომელიც დიდხანს გამოყენებისთვის არ გამოდგებოდა.

image



ერთი წლის შემდეგ, სიმღერები კვლავ გამოვიდა იმავე ფორმატით, მაგრამ უკვე ჟურნალ "კრუგოზორის"ის ფარგლებში, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.



4-Rolling Stones-მეორე ადგილი The Beatles-ის შემდეგ. საბჭოთა სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთა არგუმენტი, ორი ძირითადი ბრიტანული ჯგუფის სიდიადის შესახებ, პასუხი იყო: ”როლინგები უკეთეთ უკრავენ, ხოლო ბითლზი უკეთ მღერიან”. ამას ემატება - მიკ ჯაგერის შეშლილი ქარიზმა, რომელიც ბუნტის ზღვარზე იყო მისული, ზოგჯერ კი მის მიღმაც, რასაც ამტკიცებს რეზონანსული კონცერტი 1967 წლის გაზაფხულზე.

image

1975 წელს "მელოდიამ" გამოუშვა ჯაგერ-რიჩარდსის სიმღერები, რომლებიც 60-იანი წლების შუახანების ოქროს ჰიტებათ ითვლება: "Paint It Black", "Asars Go By", "«Ruby Tuesday», ", "Lady Jane".



მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს, ე. წ. "პერსტროიკის" შემდეგ სერიით "Архив популярной музыки» გამოვიდა The Rolling Stones- ის სამი დისკი გიგანტი(ისევე როგორც აქ მოცემული მუსიკოსების ჩანაწერები), აქ განსაკუთრებით არ იყო დარღვეული საავტორო უფლებები, რომელიც სტატიის დასაწყისში იყო ნახსენები, ხოლო საავტორო უფლებების შეანიღბად იყო მითითებული, რომ "ჩვენ გამოვიყენეთ ჩანაწერები ანდრეი გავრილოვის [ან ვინმე სხვა] კოლექციიდან." ეს არის ის, რის გამოც ამ ჩანაწერების ხარისხი საშაულო დონის იყო.





5-Deep Purple-ალბათ, ყველაზე მეტად აღიარებული დასავლური ჰარდ როკ ჯგუფი სსრკ-ში.

ის ფაქტი, რომ საბჭოთა დისკზე მძიმე როკ ჯგუფის ერთი სიმღერაც კი ხვდება, უბრალოდ წარმოუდგენელა. 1974 წელს, "მელოდიამ" მინიონის სახით, გამოსცა ცნობილი კოლექტივის ორი კომპოზიცია: "Mary Long» და «Super Trouper, ეს უკანასკნელი სიმღერა რატომღაც ითარგმნა, როგორც "დიდი მუსიკოსი". მინიონში აგრეთვე შეტანილი იყო ჯგუფ Blood-ის " Sweat And Tears" და Chicago-ს სიმღერები "And When I Die" და "Someday", რომელიც თარგმნილია, როგორც "ბრძოლა". თუ საიდან მოდის ასეთი დამახინჯებული თარგმანი, ბოლომდე გაუგებარია (ალბათ საავტორო უფლებების შესანიღბად, თან კომიკური ამ სიტუაციაში ისიც არის, რომ დისკი ტაშკენტის ფილიალმა გამოუშვა).

image


Super Trouper არის დიდი სოფიტის სახელი, რომელიც ანათებს ცირკის არენას ან სტადიონის სცენას, სადაც შემსრულებელი დგას. ყველამ მშვენივრად ვიცით ABBA-ს ანალოგიური სახელის სიმღერა, რომელიც 1980 წელს აიკრძალა სსრკ-ში იმის გამო, რომ იგი სავარაუდოდ ავღანეთის ომზე მღეროდა, რადგან "trooper" ჩვეულებრივ მედესანტეს ნიშნავს (შემოკლებული "paratrooper"-მედესანტე). ... ასეთი სასაცილო არგუმენტი გამოთქვა BBC- ს რუსული სამსახურის ლეგენდარულმა წამყვანმა სევა ნოვგოროდცევმა, რომლის ეთერში გასვლის შემდეგაც აიკრძალა უცოდველი შვედური კვარტეტის ეს სიმღერა, თუმცა როდესაც Deep Purple-ს Super Trouper-ი გამოიცა, ავღანეთის ომამდე ჯერ კიდევ შორი იყო.






6-Bee Gees-1977 წელს ფირმა "მელოდიამ" გამოსცა მათი ალბომი «Main Course», რომელიც დანარჩენ მსოფლიოში, ორი წლით ადრე გამოვიდა. ბევრი ფიქრობს, რომ Bee Gees საბჭოთა კავშირში ორი სიმღერით წყალობით გახდა პოპულარული(«Stayin’ Alive» და «How Deep Is Your Love) თუმცა საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ 60-იანი წლების ბოლოს უსმენდნენ ამ ჯგუფს, სწორედ ამ პერიოდის ჰიტები გამოვიდა 1975 წელს- საბჭოთა "ლევი" მინიონი სიმღერებით «To Love Somebody», «New York Mining Disaster 1941», «Holiday» и «I Can't See Nobody».

image




1979 წელს გამოვიდა სიმღერები "Stayin 'Alive" და "Night Fever" ჟურნალ "კრუგოზორის" დისკზე.





უკვე ორჯერ ვახსენეთ "კრუგოზორი", ოფიციალურად, "კრუგოზორს" ეწოდებოდა ლიტერატურულ-მუსიკალური და სოციალურ-პოლიტიკური ჟურნალი აუდიო ჩანაწერის ჩანართით, სადაც დრეკადი მინიონები იყო დატანებული. გამოდიოდა 1964 წლიდან 1992 წლამდე. 1984 წელი იყო პიკის პერიოდი- ჟურნალის ტირაჟმა მიაღწია 500000 ასლს.

image



მაგალითად, პირველ ნომერში დართული იყო სკკპ გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის გამოსვლის ნაწვეტი, ჟურნალის ნომრებში ხრუშჩოვის, ბრეჟნევის გამოსვლების გარდა იყო აუდიოჩანაწერები სხვადასხვა სპექტაკლებიდან, ცნობილი პოეტების გამოსვლები, შეგეძლოთ მოგესმინათ ჩიტების ჭიკჭიკი ტროპიკული ტყეებიდან, მაგრამ მთავარი რის გამოც ახალგაზრდები ჟურნალს ეტანებოდნენ, ეს იყო უცხოელი პოპულარული შემსრულებლის დრეკადი მინიონი.სწორედ "კრუგოზორიდან" მოისმინეს უამრავი იმ პერიოდის ჰიტები, რა თქმა უნდა საავტორო უფლებების დარღვევით.

image


The Beatles, Smokie, ELO, პოლ მაკარტნი, Bee Gees, ABBA, სუზი კუადრო, ადრიანო ჩელენტანო.The Eagles, Pink-floyd და მრავალი სხვა.

0
20
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0