x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468032
რა საფრთხეს შეიცავს პროტეინების კოქტეილი, რომელსაც გახდომის მიზნით იღებენ?
image


ექიმი ზაზა თელია ამბობს, რომ პროტეინების ფხვნილები, რომლებსაც ადამიანების მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკვები დანამატების სახით იღებენ ჯანმრთელობისთვის საზიანოა. თელიას მტკიცებით, აღნიშნული პროდუქტი კონკრეტულად ღვიძლს უქმნის საფრთხეს. საქმე იმაშია, რომ საკვები ნივთიერებების ყოველგვარი კონტროლის გავლის გარეშე ხვდება ბაზარზე და მისი ყიდვის საშუალება ნებისმიერ ადამიანს აქვს.


ზაზა თელია დეტალურად აღწერს იმ საფრთხეებს, რომლებიც პროტეინების კოქტეილის მიღმა იმალება:


„პროტეინის ფხვნილები - დამალული საფრთხე


ვერდიქტი: ისინი შეიძლება შეიცავდნენ შაქარს, ბევრ კალორიას, ჰორმონებს, პროჰორმონებს, სტიმულანტებს ან ტოქსიკურ ქიმიკატებსაც კი.

რა რისკებია? What are the risks?


როგორც უკვე მრავალჯერ იქნა აღნიშნული არსებობს მრავალი რისკები საკვებ დანამატებთან მიმართებაში:


1. პროდუქტები ბაზარზე, გაყიდვაში ისე ხვდება, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან რეგულაციას არ საჭიროებს, ანუ არ ხდება მათი შემოწმება. მაგალითად მედიცინის დონით ყველაზე მაღლა მდგომ ქვეყანაში, აშშ-ში ეს პროდუქცია არ მოწმდება FDA-ს მიერ, ის მხოლოდ გამოსცემს რეკომენდაციებსა და გაფრთხილებას დანამატებთან მიმართებაში.


ჩატარებული კვლევის შედეგები საგანგაშოა: საკვები დანამატები, ვიტამინები და მცენარეული პროდუქცია ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს. ასევე ძალზედ ხშირია ამ პროდუქციის არასწორი ეტიკეტირება (mislabeling), რაც იმას ნიშნავს რომ ისინი შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს რაც ეტიკეტზე არ არის აღნიშნული.

არასწორი ეტიკეტირება დაფიქსირდა: ჰორმონალურ პროდუქციაში - 80%; ვიტამინები - 54%; მცენარეული მედიკამენტები - 48%.

ყველაზე ხშირად არასწორი ეტიკეტირება დადასტურდა: ბოდიბილდინგის პროდუქცია - 79%; წონის კლების პროდუქცია - 72%; ენერგეტიკები - 60%; ზოგადი ჯანმრთელობის/well- being პროდუქცია - 51%.


2000-2001 წლებში ჩატარებული გამოძიების შედეგად (ჩატარდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამედიცინო კომისიის მიერ) ლაბორატორიულად შესწავლილ იქნა საცალო გაყიდვაში არსებული 215 ბრენდის (მწარმოებელი კომპანიის), 634 საკვები დანამატი, 14 სხვადასხვა ქვეყანაში, რომელმაც დაადასტურა რომ ნახევარზე მეტი 57% შეიცავდა ისეთ ნივთიერებებს, რომელიც არ იყო აღნიშნული ეტიკეტზე (ჰორმონებს/ სტეროიდებს, პროჰორმონებს, სტიმულანტებს და სხვა სახის აკრძალულ ნივთიერებებს) - The FDA leaves it up to manufacturers to evaluate the safety and labeling of products. So, there's no way to know if a protein powder contains what manufacturers claim.


2. პროტეინის ფხვნილების მოხმარებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საჭმლის მონელების პრობლემები, ასევე ღვიძლის დაზიანება


3. წონის მომატება, სისხლში გლუკოზის დონის მომატება


4. ასევე 2018 წელს გამოქვეყნდა Clean Label Project-ის რეპორტი - მათ შეისწავლეს 134 პროდუქტი 130 სხვადასხვა ტოქსინზე და დაადგინეს, რომ ბევრი პროტეინის დანამატი შეიცავდა მძიმე მეტალებს (ტყვიას, დარიშხანს, კადმიუმს და ვერცხლისწყალს), ბისფენოლ-ა (bisphenol-A - BPA, რომელიც გამოიყენება პლასტმასის დასამზადებლად), პესტიციდებს ან სხვა ნივთიერებებს რომლებიც დაკავშირებული არიან კიბოსთან ან სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. მაგალითისთვის ერთ-ერთი პროტეინის ფხვნილი შეიცავდა დასაშვებზე 25-ჯერ მეტი რაოდენობით BPA-ს.


რითი შეიძლება ეს იყოს ახსნილი?

The Clean Label Project-ის განცხადებით ეს შესაძლებელია დაკავშირებული იყოს პროდუქციის წარმოების პროცესთან ან ნიადაგში ტოქსინების არსებობასთან (პროტეინის ფხვნილებში გამოყენებული მცენარეების მიერ ნიადაგიდან შეთვისებული ტოქსინების ხარჯზე)

რა არის ადამიანის დღიური პროტეინის (ცილა) მიღების ნორმა? Daily protein goals

ნორმებს ადგენს NIH და მას ჰქვია Recommended Dietary Allowance (RDA)

RDA-ის მიხედვით:

კაცის დღიური ნორმა - 56 გრამი;

ქალის დღიური ნორმა - 46 გრამი

ადამიანი რომელიც სისტემატიურად ვარჯიშობს, მისი დღიური მაქსიმალური მისაღები რაოდენობაა - 0.8-1.2 გრამი კილოგრამ წონაზე.

ამ რაოდენობის პროტეინის ათვისება მარტივად შეიძლება საკვები პროდუქტებიდან.


მაგალითისთვის:

საუზმეზე კვერცხი - 6 გრამი

170 გრამი იოგურტი სადილზე - 18 გრამი

ერთი მუჭა თხილი წასამხესებლად - 4-7 გრამი

ერთი ჭიქა რძე (8 გრამი) და 55-60 გრამი მომზადებული ქათამი ვახშამზე (14 გრამი)“.


0
49
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0