x
მეტი
  • 24.09.2020
  • სტატია:103502
  • ვიდეო:347770
  • სურათი:467816
გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" 17 აგვისტოდან ოზურგეთს ეწვევა
image


გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" 17 აგვისტოდან ოზურგეთს ეწვევა.


"ლიტერატურული გაჩერება" კახეთიდან დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე ესტუმრა რამდენიმე რეგიონს. 17 და 18 აგვისტოს კი ლიტერატურული ღონისძიებები ოზურგეთელ მკითხველს ელის.


გურულებს, შესაძლებლობა ექნებათ, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა სრულიად ახალ წიგნებში. პროექტ "მაკულიტერატურის" ეს აქცია უპრეცედენტოა, ვინაიდან 1 კგ მაკულატურა 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაიცვლება.



ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, სადაც 300-მდე დასახელების წიგნი 50%-მდე ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი.


"მაკულიტერატურის" აქცია და გამოფენა-გაყიდვა, ორი დღის განმავლობაში (17-18 აგვისტო), 9 აპრილის სკვერში 10:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გასტანს.


17 აგვისტოს 18:00 საათზე კი კა­ფე­ში "რვას + 1" (გაბ­რი­ელ ეპის­კო­პო­სის #3) ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" წარდგენა გაიმართება. ადგილობრივ მკითხველს შეხვდებიან ქართველი ავტორები: ტო­რე­სა მოსი, თეა ინა­სა­რი­ძე, ელის დოჯ­სო­ნი და ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი.


15 ნა­წი­ლის­გან შემ­დგარ­მა ინ­ტე­რაქ­ცი­ულ­მა წიგნ­მა გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­იმ­სა­ხუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი. ამ სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რულ ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ოთხმა ავ­ტორ­მა მიიღო. „ფე­ნიქ­სის“ ყო­ვე­ლი ნა­წი­ლი და­მა­ინ­ტრი­გე­ბელ, საკ­ვან­ძო მო­მენ­ტში წყდე­ბა, სა­დაც მთა­ვარ გმი­რებს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევთ. ყო­ველ წიგნს კი ორი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბა, სა­დაც ამ­ბა­ვი გმი­რის ამა თუ იმ არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით ვი­თარ­დე­ბა.


„პროექტის ჩანაფიქრი ამბიციურად გამოიყურებოდა. უნდა შეგვექმნა ერთი სიუჟეტის რვა ვერსია, რომელიც პერსონაჟების გადაწყვეტილებების მიხედვით განსხვავებულად განვითარდებოდა და თითოეულ ხაზს შესაბამისად, სხვადასხვა დასასრული ექნებოდა. ფაბულა თეა ინასარიძემ მოიფიქრა და პირველი გაგრძელების წერა უკვე ერთად დავიწყეთ. მნიშვნელოვანი იყო დეტალების შეთანხმება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ამოცანას თავი გავართვით და მკითხველს საინტერესო ამბის ბევრნაირი ვერსია შევთავაზეთ”, - ტორესა მოსი, მწერალი.


ღონისძიების ბმული:

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0