x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468032
„ვინც თბილისში ქირით ცხოვრობთ თქვენს სოფლებში დაბრუნდით, სოფელი გააძლიერეთ“ - მანანა თოდაძე
image


ცნობილი ქართველი მომღერალი მანანა თოდაძე, ადამიანებს, რომლებიც თბილისში ქირით ცხოვრობენ და დროებით თავის სარჩენად ვაჭრობას ეწევიან სოფლებში დაბრუნებას ურჩევს. მისი აზრით, ადგილმამულების დამუშავება და სოფლის მოღონიერება, ადამინებს ცხოვრებას გაუმარტივებს და ქვეყანაც უფრო გაძლიერდება.


ეს განცხადება მანანა თოდაძემ ერთერთ ყვითელ ჟურნალთან საუბრისას გააკეთა. გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან.


„ჩემო ძვირფასებო, თქვენ, ვისაც სოფელში გაქვთ მშვენიერი სახლ-კარი და მიწა, გამოერიდეთ მას და თბილისში ხელზე ვაჭრობით ან რაიმე წვრილმანი საქმით ირჩენთ თავს, ცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში, ნუთუ არ გირჩევნიათ, დაუბრუნდეთ მშობლიურ მიწას, რომელიც ღმერთმა გაჩუქათ სარჩოს მოსაპოვებლად, დაამუშაოთ, მოიწიოთ მოსავალი, საკუთარი ოჯახიც არჩინოთ და ქვეყანაც გააძლიეროთ?! ხომ იცით, ქვეყანა მყარად მაშინ დგას ფეხზე, როცა სოფელი ღონიერია“, - ამბობს მანან თოდაძე „სარკესთნ“ საუბრისას.



მანანა თოდაძე ძველი თაობის ნიჭიერი მომღერალია, თუმცა ბოლო წლებში ის რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

2
361
4-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
361
  
14 აგვისტო, 9:10
დამოძღვრა ქართველები თვითონ გაქცეულმა...........
14 აგვისტო, 9:09
და შენ თვითონ რა მაგალითს იძლევი ,,ბრძენო"?
0 1 2