x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103452
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467737
გაყინულ ქათმის ფრთებში კორონავირუსი აღმოაჩინეს
image

ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო REUTERS-ის ავრცელებს.



ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, რომ დაავადების კონტროლის ცენტრმა ქათმის ფრთების ნიმუშიდან აღებული ტესტირებისას, კორონავირუსი აღმოაჩინა.



ჩინეთი კონტროლს იმპორტირებულ ხორცზე და ზღვის პროდუქტებზე მას შემდეგ ახორციელებს, როდესაც მიმდინარე წლის ივნისში პეკინში ვირუსი ბაზრობიდან გავრცელდა.




უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის ჯანდაცვის ხელისუფლებამ ყველა ის პირი გამოიკვლია, რომელსაც, შესაძლოა, ქათმის ფრთების აღნიშნულ პარტიასთან რაიმე კონტაქტი ჰქონოდა, თუმცა, ჯერჯერობით, კორონავირუსი არავის დაუდასტურდა.


შეგახსენებთ, ბრაზილიას ხორცპროდუქტების ექსპორტით მსოფლიოში #1 ადგილი უკავია, მსოფლიოში წარმოებული ხორცპროდუქტებიდან ყოველი მესამე ბრაზილიურია.


ბრაზილია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ს შემდეგ-3 მილიონზე მეტი, აქედან გარდაიცვალა 104 000, რამდენიმე დღის წინ ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა კორონავირუსით დაღუპულ მსხვერპლთა საპატივცემლოდ.

0
113
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0