x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბელაზი, GEFEST და World of Tanks-რა ვიცით ბელარუსის შესახებ?
image


დღეს ბელარუსი მსოფლიო მედიის ცენტრშია, 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება საპროტესტო აქციები, დროთა განმავლობაში, ძალოვანების მხრიდან არამოტივირებული სისასტიკის გამო განსაკუთრებით აციებმა რადიკალური ფორმა მიიღო, დღეისთვის დაღუპულია ორი დემონსტრანტი, ხოლო 3 ათასზე მეტი ადამიანი დაკავებულია.

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები.

ამ ფონზე მოდით გადავხედოთ რა ვიცით ბელარუსისი შესახებ და რით გამოირჩევა ეს ქვეყანა?



სალიგორსკის კალიუმის მთები-აქ მოიპოვება დედამიწაზე არსებული კალიუმის სასუქის მეხუთედი. ყოველ შემთხვევაში, ეს გამოთვალა სასუქების საერთაშორისო ასოციაციამ. ამასთან, ვებსაიტზე "ბელარუსკალია" ამტკიცებს, რომ პლანეტაზე წარმოებული ყოველ მეექვსე ტონა ბალარუსული სასუქია.

image


ტრაქტორი "ბელარუსი"-დღეისთვის მსოფლიოს 80 ქვეყანაში იყიდება ბელარუსის ტრაქტორი, რომელიც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის არის გათვლისწინებულის, მსოფლიოში დამზადებული ყოველი მე-5 მსგავსი ტიპის ტრაქტორი მინსკის ქარხნის წარმოებულია.


image

ბელაზი-მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი კარიერული თვითმცლელი, დღეისთვის მსოფლიოში წარმოებული ამ სახეობის თვითმცლელებიდან თითქმის ყოველი მესამე "ბელაზია"( 27, 3 %)ფოტოზე ხედავთ 2014 წლის БЕЛАЗ-75710-ს მსოფლიოში ყველაზე დიდ თვითმცლელს, რომელსაც შეუძლია 450 ტონის გადაზიდვა.

image

საბურავები-მსხვილი ზომის საბურავებს სატვირთოებისთვის ამზადებს სულ ოთხი კომპანია-აშშ, საფრანგეთი, იაპონია და ბელარუსი.

image



ავტობუსები-მინსკის ავტოქარხანამ(მაზ) 1992 წელს ხელშეკრულება გააფორმა გერმანულ კომპანია Neoplan-თან, მხოლოდ პირველი ავტობუსი შეიქმნა გერმანული ლიცენზიით(МАЗ-101( მას შემდეგ ქარხანამ უარი თქვა გერმანელებთან თანამშრომობაზე, ყოველი მომდევნო მოდელი, უკვე ადგილობრივმა საკონსტრუქტორო ბიურომ შეიმუშავა.

image


ქალის საცვლები-ტრიკოტაჟის ფაბრიკა "მილოვიცამ" ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იმის დამზადება, რაც ძალიან აკლდათ საბჭოთა ქალებს, დღეს მსოფლიოს 20 ქვეყანაში იყიდება ამ ბრენდის ქალის თეთრეული.

image



World of Tanks-მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზ პოპულარული ვიდეოთამაშის ნათლიმამა მინსკელი მილიარდერი, 44 წლის ვიქტორ კისლია, სწორედ მან 90-იანი წლების ბოლოს დააარსა Wargaming-ი.

image



გაზქურა-ქალაქ ბრესტის გაზქურები- Gefest-ი ნახევარზე მეტი ექსპორტზე გადის, უამრავ ქვეყნის დიასახლები თავს იწონებენ ბელარუსული გაზქურებით.(მათ შორის საქართველოშიც)

image

ტელევიზორი "ვიტიაზი"-ინსტრუქციაში წერია, რომ ბელარუსულ სმარტ-ტელევიზორში უფრო მეტი სინათლის დიოდებია, ვიდრე Samsung-ის ანალოგში, კომპანიის ინფორმაციით, ტელევიზორები კარგად იყიდება არა მარტო მეზობელ ქვეყნებში, არამედ ევროკავშირშიც.

image

0
347
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0