x
მეტი
  • 27.09.2020
  • სტატია:103592
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
ძაღლი ყოვედღიურად ელოდება ავტობუსს,მგზავრობს და საჭირო გაჩერებაზე ჩადის
imageამერიკაში არის ძაღლი სახელად ეკლიპსი, რომელიც დამუკიდებლად მიდის ავტობუსით ყოველდღე ძაღლების პარკში. დიახ, დიახ, ეს გოგო მოთმინებით ელოდება გაჩერებაზე ავტობუსს, ადის და სათანადო გაჩერებაზე ჩამოდის. დიდი ხანია უკვე ადგილობრივი მაცხოვრებლები მასზე შეყვარებულები არიან!


image

ეკლიპსი - მასტადორია, მასტიფისა და ლაბრადორის ნაჯვარი. იგი უპატრონი ძაღლი არ გეგონოთ, ცხოვრობს ქალაქ სიეტლში მზრუნველ პატრონთან, ჯეფ იანგთან ერთად, მაგრამ პარკში ყოველდღე დამოუკიდებლად დადის.


image


ეს ყველაფერი 2015 წლიდან დაიწყო, როდესაც ძაღლის პატრონი ძალიან დიდხანს ეწეოდა სიგარეტს ავტობუსის გაჩერებაზე, ძაღლმა ვეღარ მოითმინა და შეხტა ავტობუსში, რომელიც მიემართებოდა სახლისკენ - ძაღლი და პატრონი ყოველდღე ბრუნდებოდნენ ამ სვლაგეზით სეირნობიდან.

ამასობაში ახალგაზრდა დაელოდა შემდეგ ავტობუსს და სახლში დაბრუნდა, სადაც ეკლიპსი უკვე შინ ელოდებოდა.

image

მას შემდეგ ამ ძაღლმა შეიმუშავა საკუთარი რიტუალი. ყოველდღიურად ეკლიპსი მოთმინებით ელოდება ავტობუსს გაჩერებაზე, ადის და ჩამოდის იმ გაჩერებაზე, სადაც ძაღლების პარკია მოწყობილი. იქ დარბის, ეთამაშება თანამოძმეებს და შემდეგ ისევ ავტობუსით უკან სახლში ბრუნდება. მას საყელოზე ავტობუსის საშვიც კი აქვს მიმაგრებული.


"სადღაც კვირაში ერთხელ, შეშფოთებული ადამიანები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ მათ იპოვნეს ჩემი ძაღლი, რომელიც, სავარაუდოდ, დაიკარგა. მაგრამ ვპასუხობ, რომ ყველაფერი რიგზეა."-ამბობს ჯეფ იანგი.

image

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ავტობუსით რეგულარულად მოძრავი მგზავრებისთვის ეკლიპსი გახდა მათი საყვარელი ცხოველი, როდესაც ის ავტობუსში ადის, ესალმებიან და ეთამაშებიან, მას უკვე ცნობს ათასობით ადამიანი, პატრონმა ძაღლს "ფეისბუქზე" საკუთარი გვერდიც გაუხსნა, რის შემდეგაც ამ "ქალბატონს" იცნობს არა მარტო მთელი სიეტლი, ახლა უკვე მთელი მსოფლიოც.

image


0
271
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0