x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
„მესტიაში კორონაზე აგორებულია ცრუ ინფორმაცია“ - ნორა კვიციანი
image


ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და სვანეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წერს. იგი საზოგადოებას სრულიად სხვა ვერსიას სთავაზობს და მოქალაქეებს და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია.


“მინდა გამოვეხმაურო, მესტიაში კორონაზე აგორებული ცრუ ინფორმაციას, ჯერ ერთი თბილისიდან ჩასულ ქალბატონზე და მის ოჯახზე რომ გავრცელდა ინფორმაციები, არ ჯობია ჯერ რომ გაგერკვიათ მერე გაგევრცელებინათ, შეამოწმეთ თბილისში ის უბანი რომელ უბანშიც ის ქალბატონი ცხოვრობს თუ ვინმე არის მის ირგვლივ ინფიცირებული, ამიტომ ვერანაირად ვერ იქნება თბილისიდან ამ ვირუსით დავადებული მესტიაში ჩასვლამდე.


იქ გახდნენ ჩვეულებრივი გრიპით ავად, იმიტომ რომ იმ სოფელში იყვნენ სიცხიანები, ჩვეულებრვად იყო ხალხი დავადებული გრიპით, ამ ოჯახში არის ასაკოვანი ქალბატონი რომელიც არის ასთმით დავადებული და ცოტათი გაურთულდა წაიყვანეს საავადმყოფოში ადგილობრივი არაფერი საგანგაშო არ სჭირდა, მაგრამ მაინც ჩაიყვანეს ქუთაისში იქ პირველად უთხრეს ფილტვების ანთება, შემდეგ უკვე კორონა, აქიდან გავიდა ინფორმაცია კორონა და დაბრალდა ამ ოჯახს.



ეს რომ არა ისე ჩაივლიდა თუ გავრცელდებოდა ვერც ვერავინ გაიგებდა, ამ ოჯახის წევრებს რომ ჩაუტარდათ ტესტირება უთხრეს გადატანილი გაქვთო, დიდება და მადლობა უფალს რომ ყველანი ამჟამად კარგად არიან კარგი ანალიზებით, მაგრამ კარანტინი თავისთავად გასავლელი, საინტერესოა რატომ თბილისიდან ჩასვლაზე გაქვთ აქცენტი, მაშინ როცა ათასობით ტურისტი სტუმრობს მესტიას, ნუ შეგყავთ შეცდომაში საზოგადოება და ჭორის დონეზე ნუ აყენებთ შეურაცყოფას ადამიანებს, მაგრამ ჩემთვის სამართალი და სიმართლე! უფალი იყოს ჩვენი მფარველი და შემწე!” - წერს ნორა კვიციანი.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის ჯერ 17, შემდეგ 12 ახალი შემთვევა სწორედ სვანეთში დაფიქსირდა. სვანეთი ჩაიკეტა და იქ მყოფი ხალხი სპეციალურად მოწყობილ სასტუმროებში მოათავსეს კარანტინის გავლის მიზნით, ორი კვირით ცხოვრებისა და კვების ხარჯებს სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს.


ასევე ალაპარაკდა ექიმი, რომელიც თითქოს ვირუსის გავრცელების პირველწყაროდ მოიაზრებოდა. ექიმი ნინო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მის გარშემო აგორებულ ჭორებს პასუხობს.

.

“მათთვის ვისაც არ სჯეროდა და სჯერა კორონა ვირუსის არსებობის. დროა დაიჯეროთ ის ჩვენს გვერდზეა, ან უკვე ჩვენს სხეულშია. რამდენი დღეა ვფიქრობ რა დააშავა ხალხმა ვინც უკვე ინფიცირებულია ან აწი დაინფიცირდებიან?

.
მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვხატო: რამოდენიმე დღეა ვტირივარ არა საკუთარ თავზე, არამედ თქვენზე ჩემო სვანებო, თქვენზე ვის ჯანმრთელობის და საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად მუდმივად ვზრუნავდი, მაგრამ არ გამომივიდა, რადგან ერთი და ორი მერცხალი გაზაფხულს სვანეთში ვერ მოიყვანდა.
.
ეგება პასუხი გამცეს ვინმემ რატომ არ გაიხსნა ცხელების ცენტრი მესტიაში?
.
ვფიქრობ მთავარი და მთავარი პასუხისმგებელი ამ საკითხზე იყო ჯანდაცვის სამინისტრო. ნუთუ მარტის თვის შემდეგ მაგის უზრუნველყოფა არ შეიძლებოდა, რომ დღეს ქვეყანა ამ დღეში არ ჩავარდნილიყო.
მეტირება საცოდავ ხალხზე რომლებისთვისაც იოლი გგონიათ მინიმუმ 140 კმ გავლა პირველივე ცხელების ცენტრამდე, ავადმყოფობის დროს, როცა თავში გვიკაკუნებენ, რომ სვანეთში კორონა ვირუსი არ არსებობს.
.
ბევრი იტყვის რატომ შენ თვითონ არ ამოიღე ხმა? სამწუხაროდ როცა ამოვიღე ხმა, ვიზრუნე ვერაფერი დავიმსახურე კამათის, ჩხუბის და დაცინვის გარდა. იმის გარდა რომ რაიონში სიტუაცია სტაბილური იყო და მომიწოდებდით პანიკა არ მეთესა ხალხში. პირში წყალი ჩავიგუბე და ა ბატონო უყურეთ როგორ ამოანთხია წყალმა.
.
სამწუხაროდ ეს წყალიც ისევ მე მომიბრუნდა ღვარცოფად. ჯობდა ჩემთვის გეწოდათ პროვოკატორი, ინტრიგანი და ასე შემდეგ და არ გავჩუმებულიყავი, მაგრამ დავიღალე დაუმსახურებელი კომენტარებით.
.
ჯობდა ამეტანა და მოსახლეობა არ ჩავარდებოდა ამ დღეში. რომ იცოდეთ როგორ მეცოდებით ამ უნიათობისთვის, იმ დამსახურებული ზიზღისთვის რასაც მოსახლეობის მხრიდან მივიღებთ დამსახურებულად.
.
მინდა მოგმართოთ უკვე ინფიცირებულებო,
.
აწი ვინც დაინფიცირდებით. პირველი კოვიდ დადასტურებული შემთხვევა დედაჩემის ძმის ოჯახია. მართალია როცა მსოფლიოში ასეთი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არის რა რეკომენდაციასაც სახელმწიფო გვაძლევს უნდა შევასრულოთ.
.
მაგრამ გეკითხებით, როცა სამედიცინო დაწესებულება სადაც ამ სერვის მიიღებ არ გაქვს ან გაქვს სადღაც მინიმუმ 140 კილომეტრში რა უნდა ქნა?
მთავრობის ერთ ერთი წარმომადგენელი ტელევიზიით გვიცხადებს, რომ პირველ ინფიცირებულს ცხელების ცენტრისთვის უნდა მიემართა, უნდა მიემართა პაციენტს ამაში სხვა აზრი არ არსებობს, მაგრამ საკუთარ თავშიც ჩაიხედეთ რამდენად მართალი ბრძანდებით.
.
ხო არ ჯობდა თავის დროზე გეზრუნათ ცხელების ცენტრის გახსნაზე დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებდით ექიმები და მოსახლეობა და არ ჩავარდებოდა ხალხი ამ დღეში, მაგრამ პატარა კაცსა დიდ კაცთან როდის გასვლია მართალი. წყალში ჩაუყარეთ სახელმწიფოს ბრძოლა. ამ დღეებში არის საუბარი, თურმე მე დავდიოდი პაციენტებთან სახლში, მე მაქვს დადასტურებული კოვიდ ინფექცია, მე ვავრცელებდი ინფექციას მინდა გითხრათ და დაგამშვიდოთ, უფალს მადლობას ვუხდი დადასტურებული კოვიდ ინფექცია ჯერ არ მაქვს ამდენად თქვენთვის ზიანის მოტანა არ შემეძლო.
.
აწი რაც დამემართება იმაზე ბოდიშს ვერავის მოვუხდი, იმიტომ რომ მე არ დავდიოდი პაციენტებთან სახლში, პაციენტებს ვემსახურებოდი რეკომენდაციების დაცვით საავადმყოფოში, სავადმყოფოში სადაც აქამდე არაფერი მევალებოდა პაციენტების მომსახურების გარდა, თუ ინფიცირებული გავხდები რასაც ალბათ ვერ ავცდები დაზარალებული ვიქნები ჯანდაცვის სამინისტროს დამსახურებით იმის გამო რომ აქ ცხელების ცენტრი არ გახსნა.
.
ცხელების ცენტრის არსებობის შემთხვევაში პირველივე მოსიარულე პაციენტს მოვიყვანდი სატელეფონო საუბრით, დიაგნოზიც დადგინდებოდა და სახელმწიფო თავისი მოსახლეობით ამ დღეში არ ჩავარდებოდა.
.
ისე ვინც განმიკითავთ ან განმიკითხოთ უფალს ვთხოვ ჯანმრთელად გამყოფოთ, ვთხოვ მხოლოდ მე ვიყო ბოლო ინფიცირებული მსოფლიოში, თუნდაც ბოლო მსხვერპლი კოვიდ ინფექციით.
.
ისე ვინც ჩემი და ჩემი ოჯახის განკითხვის რიგში ხართ გაითვალისწინეთ მე გავიზარდე ბიცოლაჩემის ხელში. მრცხვენია რომ მათ მხოლოდ სატელეფონო რეკომენდაციებს ვაძლევდი?
.
მე მათ არ მივკარებივარ კლინიკაში მოსვლამდე. კლინიკაში სტანდარტით გათვალისწინებული ჩაცმულობით მოვემსახურე, როგორც ყველა ცხელებით პაციენტებს გემსახურებით. პაციენტი იძულების წესით გადავამისამართე ცხელების ცენტრში.ეს არის ჩემი დანაშაული რომ მთელ სვანეთს არ მოედო ინფექცია და შემდეგ მთელ ქვეყანას.
.
ისე ცოტა ადრინდელ დროში გადაგიყვანთ და ეგება დაფიქრდეთ სანამ ჩემი ახლობლების წყევლა კრულვას მოყვებით. 2010 წელს პაციენტებისგან გადადებული ვირუსული ინფექცით დაავადებულმა სახლში ინფექცია მივიტანე.
.
დაავადდა 65 წლის მთასავით ძლიერი მამაჩემი სიკვდილს რამდენი წელი ებრძოდა, რამდენი ტანჯვა წამება გადაიტანა, დღემდე რამდენს წვალობს, 10 წელია ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულია, 10 წელია სიკვდილს ნატრობს, ვინმეს რამე გაგრძნობინეთ, ვინმე ვწყევლეთ მე ან ჩემი ოჯახის წევრებმა, ვინმეს თავს მოგახვიეთ?
.
დაფიქრდით საკუთარ ქმედებებზე. ვინმე ფიქრობს ამ 10 წლის განმავლობაში რამდენი დამცირება მიმიღია პირბადის ხმარების გამო, თქვენთვის იოლია განიკითხოთ სხვა.
.
ჩემს გულში და სხეულში ჩაიხედეთ რა დღეში ვარ იმის ფიქრით, რა დაემართება მამას თუ დაინფიცირდა, რომელსაც მედიკამენტებზე ანაფილაქსიური რეაქციები ემართება, რომელსაც მედიკამენტები სიკეთის მაგივრად ვნებს. არ გახვევთ თავს იმას რომ ოჯახში 14 წევრი ვართ.
.
პაციენტების სიმართლით გევლოთ იმ პირებს ვისაც ამ საქმის მოწესრიგება გევალებოდათ და არ მოაგვარეთ. მადლობელი ვარ თქვენი განკითხვისთვის.
.
ძალიან გთხოვთ კომენტარებით ნუ გამომეხმიანებით. უფალი ფარავდეს მსოფლიოს” – წერს ნინო ჯაფარიძე.
1
274
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
274
  
13 აგვისტო, 9:51
ამისთანები რო უზით პარლამენტში .........იმიტომაა საქმე კარგად
0 1 1