x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
სულთნის კარის საჭურისები: დიდ კარიერაზე გაცვლილი პირადი ბედნიერება. კასტრირების ისტორია

image
შუა საუკუნეებში, მსახურს, რომელიც საკმარის სიბრძნეს და ერთგულებას გამოიჩენდა სულთნის მიმართ, შეეძლო ქვეყანაში, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ადამიანი გამხდარიყო. თუმცა ამისათვის, მსხვერპლის გაწევაც უწევდა — ასეთი დიდი თანამდებობის დასაკავებლად, ის საჭურისი უნდა ყოფილიყო...

ოსმალეთის ისტორიისთვის ბევრი ფაქტია ცნობილი, როდესაც სახელისუფლებო კასტრატი მაღალ თანამდებობაზე ინიშნებოდა და მას სახელმწიფოს ფინანსების კონტროლის, ადამთა ბედის განკარგვის და თვით «მსოფლიოს მბრძანებლისთვის» რჩევების მიცემის უფლება ეძლეოდა.

რთული სათქმელია, პირველად როდის და რომელ სულთანს გაუჩნდა, საკუთარი ქვეშევრდომის დასაჭურისების იდეა, მაგრამ ასირიული წყაროების მიხედვით, ჯერ კიდევ, 4 ათასი წლის წინ, მეფის ბრძანეთით, ყველა სახელმწიფო მოხელეს ასაჭურისებდნენ, რომ მათ ხელისუფლების ხელში ჩაგდებაზე და ახალი დინასტიის შექმნაზე არ ეფიქრათ.

მოგვიანებით, ამ ქვყანაში, მამაკაცებისთვის სასქესო ორგანოების მოკვეთა რიტუალური მიზნებისთვის დაიწყეს. კუ-ბაბას (ნაყოფიერების ქალღმერთი მესოპოტამიაში) ქურუმები საკუთარ მამაკაცობას მსხვერპლად, პირდაპირ ქალღმერთის საკურთხეველთან სწირავდნენ, რომ მას ადამიანებისთვის უხვი მოსავალი მიეცა და ის გვალვისგან და კალიებისგან დაეცვა.


imageქალღმერთი კიბელე


მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში, კუ-ბაბას კულტი დიდი დედის კიბელეს თაყვანისცემაში გადაიზარდა. ხოლო, კართაგენის დაცემის შემდეგ, ის რომაელების თაყვანისცემის ობიექტიც გახდა.

ლეგენდის თანახმად, დიდი დედის ქურუმები საჭურისები იყვნენ, ამიტომ, მის ტაძრებში, რომის იმპერიის ტერიტორიაზე, მხოლოდ უცხოელები მსახურობდნენ — რომაელებში მამაკაცური ძალის კულტი იყო გამეფებული და მოქალაქეების კასტრირება, მათ შორის, მონებისაც კი, მკაცრად იკრძალებოდა.

რომის დაცემის შემდეგ, იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი გახდა და ახალ სახელმწიფოში კასტრატებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა, უფრო კეთილგანწყობილი გახდა. საჭურისები მხოლოდ ქურუმები აღარ იყვნენ. მათი დანიშვნა უკვე იმპერატორის სასახლეში, სახელმწიფო მოხელის თანამდებობებზე ხდებოდა.

1453 წელს, მუჰამედ II მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, ის იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა, ხოლო საკუთარ თავს «მსოფლიოს მბრძანებელი» უწოდა, რაც მისი სამფლობელოების სიდიდის გათვალისწინებით, სიმართლესგან არც ისე შორს იყო.

ოსმალეთის იმპერიის სულთნები ხშირად იღებდნენ საჩუქრებს დაპყრობილი ქვეყნების მმართველებისგან და სხვა ნივთებთან ერთად, სულთნის სასახლეში, ეგვიპტელი საჭურისებიც ხვდებოდნენ.


გაგრძელება იქნება...

imageimageimage* 8 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ოსმალეთის სულთნის ჰარემის შესახებ
* 12 ფაქტი ძველი მსოფლიოს ისტორიიდან, რომელიც სახელმძღვანელოებში არ წერია
* როგორ და რატომ გახდა ინგლისის I დედოფალი «სისხლიანი მერი»
* რა არის სიკვდილი? – საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენი ცივილიზაცია დგას

* უკანასკნელი ძველი ცივილიზაციის განადგურების თარიღი უკვე ცნობილია

0
857
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
857
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0