x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ირანიდან სომხების ჩამოსახლების ისტორია სამხრეთ კავკასიაში
image


1828 წლის 22 თებერვალს ირანის დასავლეთ ნაწილში იგივე აღმოსავლეთ აზერბაიჯანში, თავრიზის მახლობლად მდებარე თურქმენჩაიში საზავო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ამ ზავის თანახმად დასრულდა რუსეთ–ირანის ომი (1826–1828) რუსეთის გამარჯვებით.


საზავო ხელშეკრულებაში წარმოდგენილ მთელი რიგი მუხლებიდან განსაკუთრებით ერთმა მუხლმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ისტორიულ მიმდინარეობაზე.


image



თურქმენჩაის მეოთხე მუხლის თანახმად: სპარსეთმა რუსეთს უბოძა ერივანის სახანო (დღევანდელი ცენტრალური სომხეთი), ნახიჩევანის (დღევანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომია), თალიშის სახანო (სამხრეთ–აღმოსავლეთი აზერბაიჯანი) და ორდაბადისა და მუღანის რეგიონები. მუხლში კვლავ მოხდა გამეორება რუსეთის მიერ გულისტანის ხელშეკრულებაში ჩადებული დაშვებებისა.


ზავის პირობების გათვალისწინებით გეგმა იყო შეთავაზებული რუსეთის გენერალიტეტისგან – ირანში მცხოვრები ქრისტიანების, კერძოდ ასირიელებისა და კავკასიის ალბანელების სამხრეთ კავკასიაში (დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე) დასახლება.


პროცესებში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სომხური წარმომავლობის ლაზარევები (ლაზარიანები). მათივე წარმომადგენლის – სამრეწველო და სახელმწიფო მოხელის ქრისტეფორ იოაკიმის–ძე ლაზარევის (ხაჩატურ ლაზარიანი) მიერ იქნა შემუშავებული სამხრეთ კავკასიაში სომხური ავტონომიის პროექტი, ხოლო თავად ორგანიზატორი ირანიდან სომხების კავკასიაში გადმოსახლებისა კი ლაზარ იოაკიმის–ძე ლაზარევი (ეგიაზარ ლაზარიანი) გახდა. გეგმა მოქმედებაში მოვიდოდა როდესაც რუსის ჯარი დაიკავებდა ზავით გათვალისწინებულ ტერიტორიებს.


image


ლაზარიანმა სხვა სომხური წარმომავლობის სამხედრო პირებთან ერთად – მოსე არღუტინსკისთან, ალექსანდრე ხუდაბაშევთან ერთად ყველაფერი გააკეთეს ასირიელების და ალბანელების მაგივრად სომხები დასახლებულიყვნენ სამხრეთ კავკასიაში.

1928 წელს დაიწყო პროცესი 40 000 სომეხის კავკასიაში ჩასახლებისა ირანის ქალაქ მარაღადან (აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინცია ირანში) ერივანში (დღევანდელი ერევანი), ნახიჩევანსა და მთიან ყარაბაღში.


1836 წელს იმპერატორ ნიკოლოზ I–სგან გამოიცა განკარგულება, რომელიც არეგულირებდა სომხური სამოციქულო ეკლესიის სტატუსს რუსეთის იმპერიის შიგნით, რის შემდეგაც მთლიანად გააუქმეს კავკასიის ალბანეთის ეპისკოპოსის სტატუსი, ყველა ალბანური ეკლესია სომხურად გამოცხადდა, ალბანური ხელნაწერები შეიცვალა სომხურ ხელნაწერებად და ეკლესიებზე ალბანური ნაწერები გადაკეთდა სომხურად, ხოლო მისი იურისდიქცია დაუქვემდებარდა უშუალოდ სომხურ სამოციქულო ეკლესიას.


1978 წელს მთიან ყარაბაღში, აგდარინის რაიონის (დღევანდელი მარტაკერტის რაიონი) სოფელ აგდარაში (დღევანდელი მარტაკერტი) სომხებმა დადგეს მონუმენტი "მარაღა 150", მათი 150 წლის წინანდელი ირანიდან ამ ტერიტორიაზე დასახლების მოსაგონრად, 10 წლის შემდეგ კი, როცა მთიან ყარაბაღში მომძლავრდა სეპარატისტული მოძრაობები და საკითხიც დადგა მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისგან გამოყოფისა, ამ მონუმენტმა სომეხთათვის მიიღო უკვე გამაღიზიანებელი დანიშნულება და წარწერა "მარაღა 150" მაშინვე გაქრა მონუმენტიდან.


image
image

0
1229
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
1229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0