x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468037
კოტეჯი, რომლის აშენებას და მოწყობას სულ რაღაც 10 დღე დასჭირდა

ეს საოცარი სახლი სულ რაღაც 10 დღეში ააშენეს. მსგავსი ტიპის კოტეჯები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომის და ფორმის, რომელსაც მაღალი ხარისხის მასალისგან ამზადებენ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოდელს, აქვს 3 ან 4 საძინებელი, საოფისე ფართი, დერეფანი, ორი სააბაზანო, სამრეცხაო, მისაღები და სამზარეულო. მისაღები ოთახი საშუალებას გაძლევთ გამოაცალკევოთ მთავარი საძინებელი სახვა მოსასვენებელი ოთახებისგან.

დიზაინის უნივერსალური ხასიათიდან გამომდინარე, თქვენი სახლი შეგიძლიათ ბევრი განსხვავებული გზით მოაწყოთ. ჩვეულებრივ ამ ტიპის კოტეჯის აშენებას 4 – 6 თვე დასჭირდებოდა. კოტეჯის კედლებს, სახურავს და იატაკს თბოიზოლაცია აქვს. დიდი ფანჯრების წყალობით ბუნებრივი სინათლე შემოდის სახლში. ასევე, რამდენიმე ფანჯარაა დამონტაჟებული სახურავზე. ლამაზი თაროები უფრო მიმზიდველს ხდის მისაღებ ოთახს, ბუხარი კი თბილ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის მთელს სახლში. სააბაზანოები ყველანაირად აღჭურვილია, რაც თავისთავად გულისხმობს თბილ იატაკს. სახლს აქვს უხვი თოვლისა და წვიმისგან დამცავი სისტემები.


კომპანია კოტეჯებს თავად აშენებს. ამ გზით ის სრულად არის დარწმუნებული მშენებლობის უმაღლეს ხარისხში. მომხმარებელს არ უწევს მშენებლების დაქირავება და სამშენებლო მასალებზე ზრუნვა. სახლებს აშენებენ ფაბრიკაში და შემდეგ მიაქვთ დანიშნულების ადგილზე. მათი აწყობა სულ რაღაც 4 დღეში ხდება. მშენებლობისას მხოლოდ ბუნებრივ მასალებს იყენებენ, რადგან კომპანია ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს CO2 – ის ემისია. კიდევ ერთი მშვენიერი რამ ის არის, რომ ყველა მასალა რასაც იყენებენ განახლებადია, რაც საშუალებას აძლევთ მათ დაშალონ წინა ნაგებობა და გამოიყენონ მასალები მომავალ პროექტებში. ამასთან, ცდილობენ პროექტის განხორციელებისას ზიანი არ მიაყენონ გარემოს, სახლები კი, თავის მხრივ, ენერგოეფექტურობით გამოირჩევა.


შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავსი ტიპის კოტეჯები, როგორც დროებითი სახლები ან რეკრეაციული დანიშნულებით. მართალია, ხელმისაწვდომია ძირითადად ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთში, თუმცა, შეგიძლიათ გადახედოთ მათ დიზაინს, შესაძლოა შთაგონება გეწვიოთ საკუთარი სახლისთვის. ახალი იდეების ძებნა პირველი ნაბიჯია სახლის ან კოტეჯის მშენებლობის პროცესში. მოძებნეთ როგორი ტიპის დიზაინია შესაფერისი იმ ადგილისთვის, სადაც ცხოვრობთ. შემდეგ უკვე შესაძლებელია გადახვიდეთ ხაზვის ფაზაზე და დაიწყოთ პროცესი. გადახედეთ Dubldom-ის მოდულურ კონსტრუქციებს – იქნებ რაიმე სახის რჩევა გაიზიაროთ.


image


კომპანია DublDom prefab line იყენებს მოდულურ ნაწილებს მშენებლობისას და მათ მიერ დასრულებული სახლების ფართი მერყეობს 30 კვ.მ.-დან 130 კვ.მ.-მდე, ფასი შესაბამისად ფართისა – $23, 00 – $100, 000. კონკრეტულად, ეს 8 ოთახიანი სახლი დაჯდა $80, 000. შეიქმნა ოჯახისთვის, რომელსაც მანამდე 40 კვ.მ. ფართის კოტეჯი აუშენეს და გადაწყვიტეს, რომ უფრო დიდი სახლი სჭირდებოდათ. ინტერიერი, დამზადებული მასიური თეთრად შეღებილი ფიჭვის ხისგან და ძალიან დიდი ზომის ფანჯრები ისეთ შეგრძნებას გიტოვებთ თითქოს ღია ცის ქვეშ ცხოვრობთ. (H/T: House Beautiful)


image

image

image


image

image

imageimage
imageimage

image

image

image

image

image

ასევე დაგაინტერესებთ:


ბინა პრაქტიკული და გამძლე ინტერიერით – რემონტი და დიზაინი


როგორ ფარავს ბრაზილიელი მხატვარი ოჯახური ძალადობის კვალს


გსურთ თქვენი ბინა მყუდრო ადგილად აქციოთ? მაშინ გაითვალისწინეთ ჰონკონგელ დიზაინერთა რჩევები


ბინა დამალული საძინებლით – მცირე ფართის მაქსიმალურად გამოყენება


სიახლე მშენებლობაში – სახლები, რომლის ღირებულება მხოლოდ 15 000$-ია


გაინტერესებთ, თუ რატომ ღირს ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახლი 7 600 000 $?


სახლი, რომლის აშენებას 6 საათი და 33 000 $ სჭირდება


0
292
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0