x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468033
სიღნაღი-დედოფლისწყაროში ლელომ კანდიდატად პირველი სამხედრო მფრინავი ქალი წარადგინა
imageimage

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების დასახელება გრძელდება. „ლელო საქართველოსთვის“ - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ახლადდაფუძნებულმა პოლიტიკურმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მცხეთაში, სვეტიცხოვლის წინ გამართულ ცერემონიაზე წარადგინა.


სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანისა და საგარეჯოს გაერთიანებულ ოლქში ლელომ პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პირველი სამხედრო მფრინავი ქალი, ეკა ქვლივიძე წარადგინა. როგორც დედოფლისწყაროს ტელევიზიამ გაარკვია, ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მკვიდრია.


„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სამხედრო მფრინავი ქალი. 12 წელი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ბოლო დროს აქტიურად მოღვაწეობს სამოქალაქო ავიაციაში და ჩართულია მომავალი ავიატორების განათლებასა და აღზრდაში, “ - ასე წარადგინა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტარობის მსურველი.



ამ დროისათვის ცნობილია, რომ სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანისა და საგარეჯოს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებენ შემდეგი კანდიდატები:


1) დავით სონღულაშვილი - (ქართული ოცნება)

2) გიორგი ღვინიაშვილი - (ევროპული საქართველო)

3) ლევან ბეჟაშვილი - (ნაციონალური მოძრაობა)

4) ეკა ქვლივიძე - (ლელო)


image

image

0
215
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0