x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
როგორ გაანადგურეს ერთი შეხედვით უწყინარმა ბოცვრებმა ავსტრალიის ეკოსისტემა
მაინც რა ვიცით ბოცვრების - ამ უწყინარი, საყვარელი, ფუმფულა არსებების შესახებ? - ის, რომ ისინი ნამდვილი სექსუალური მანიაკები არიან: მათ უყვართ ყველა, ყველაფერი და ამავე დროს ბევრჯერ... ალბათ ამით თქვენი ცოდნა ბოცვრების შესახებ ამოიწურა... თუმცა არა, კიდევ ვიცით ის, რომ ისინი ძალიან ჰგვანან კურდღლებს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კურდღელი და ბოცვერი ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული მღრღნელების სახეობაა... კიდევ ერთი შეცდომა: მღრღნელების? - სულაც არა, თურმე ყურცქვიტების ეს ორი ჯიში სულაც არ არის მღრღნელების წარმომადგენელი.




image




დავიწყოთ იქედან, რომ კურდღელი და ბოცვერი ნამდვილად არ მიეკუთვნება მღრღნელების კლასს. ეკოსისტემის მტერი-ბოცვერი კურდღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, ისევე, როგორც თავად კურდღელი. მაინც რა განსხვავებაა მათ შორის? გავიხსენოთ, როგორ გამოიყურება ზაზუნა, ვირთხა და თაგვი. მათ ორი საჭრელი კბილი ზევით აქვთ, ორი კი - ქვევით. კურდღლისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს კი გააჩნიათ კბილების მთელი რიგი, ამასთანავე დიდ კბილებს მოსდევს საშუალო და პატარა ზომის კბილები. მოკლედ გავარკვიეთ, რით განსხვავდება კურდღელი და ბოცვერი მღრღნელებისაგან, მაგრამ თავად ეს ორი არსება რით განსხვავდება ერთმანეთისგან? დარწმუნებული ვარ, დღემდე თქვენც ჩემსავით გეგონათ, რომ ბოცვერი და კურდღელი აბსოლუტურად ერთი და იგივე ცხოველია.

ბოცვრები-სოროებში ცხოვრობენ, ხოლო კურდღლები ბინას არ იშენებენ და მაწანწალა, მომთაბარე ცხოვრებას მისდევენ. ბოცვრის შვილები ტიტველი, აბსოლუტურად უბეწვო და უსუსური იბადებიან, ხოლო კურდღლისა-ხშირი ბეწვით დაფარული და სიცოცხლის პირველივე დღიდანვე მზად არიან დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. ბოცვრები ხტუნავენ ან უკიდურეს შემთხვევაში, დადიან, ხოლო კურდღლები კი ისე სწრაფად დარბიან, გეგონება ცეცხლი შეუნთესო. ბოცვერი-არამარტო ძვირფას ბეწვს, არამედ საკმაოდ გემრიელ ხორცსაც იძლევა, ხოლო კურდღელს არც ისე გემრიელი ხორცი აქვს, რადგან ბოცვერი მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებება, კურდღელს კი გაჭირვების და ცუდი ამინდის დროს შეუძლია შეჭამოს ხვლიკი, გველი, ჩიტის ბარტყები, პატარა ზომის ძაღლი და საკუთარი შვილებიც კი.




image



ახლა გასაგებია, თუ რატომ აშენებენ ფერმებში ბოცვრებს და არა კურდღლებს?

ალბათ ფიქრობთ, რომ კურდღელმა პირწმინდად წააგო "დუელი" ბოცვერთან? - სულაც არა. ბოცვერს საოცარი სისწრაფით განაყოფიერების და გამრავლების უნარი აქვს. დანაკარგები ამ დროს მინიმალურია, ამასთანავე საშიშროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ სოროებს შეაფარონ თავი და კიდევ: ერთი-ორი ბოცვერი აბსოლუტურად უწყინარია და უსაფრთხო, მაგრამ მათ დიდ რაოდენობას შეუძლია მთელი ეკოსისტემა გაანადგუროს. არ გჯერათ? - მაშინ გავიხსენოთ ავსტრალიის მაგალითი.

დიდი ხნის წინ, კერძოდ კი 1859 წელს ერთმა ავსტრალიელმა გადაწყვიტა კონტინენტზე ბოცვრების შეყვანა და მათი მოშენება, რათა შემდეგ მათზე მიზანში სროლით გული ეჯერებინა (კოლონიზატორების ჩასვლამდე ავსტრალიაში ბოცვრები და კურდღელები არ ბინადრობდნენ ). პოპულაციური ბიოლოგიის ამ ''გენიოსს'' ტომას ოსტინი ერქვა.



image



ერთ დღეს, როცა ბოცვრები საკმაოდ მომრავლდნენ, ოსტინმა გადაწყვიტა ისინი თავისუფლებაზე გაეშვა. ბოცვრებმა მიმოიხედეს და ნახეს, რომ საარსებოდ ხელსაყრელი პირობები ჰქონდათ, ამიტომ მშვენივრად მოერგნენ ავსტრალიის მინდვრებს და ელვისებური სისწრაფით იწყეს გამრავლება. ისინი დღითიდღე სულ ახალ-ახალ ტერიტორიებს იპყრობდნენ და საარსებო არეალს აფართოებდნენ.



image



ბოცვერს არ ჰყავდა მტაცებელი, რომელიც ამ სახეობის რიცხოვნობას დაარეგულირებდა. შესაბამისად, ისინი უკონტროლოდ გამრავლდნენ და ანადგურებდნენ საკვებ ბაზას, რაც არა მხოლოდ გარეულ, არამედ შინაურ ცხოველებზეც ზემოქმედებდა.



image



ბოცვრების რიცხოვნობის შესამცირებლად არაერთი ღონისძიება გატარდა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ, თითქოსდა, ერთგვარი გამოსავალი მოიფიქრეს და ავსტრალიაში ბოცვრის ბუნებრივი მტრის - მელიების შეყვანა დაიწყეს. თუმცა, მელიებმა რატომღაც „გადაწყვიტეს“, რომ ბოცვერი მათთვის შესაფერისი საკვები არ იყო, ამიტომ სხვა, ადგილობრივ სახეობებზე დაიწყეს ნადირობა და ისინიც კატასტროფულად გამრავლდნენ. ერთის ნაცვლად, მოსახლეობა ახლა უკვე ორი სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა - უაზროდ გამრავლებული, ეკოსისტემის გამანადგურებელი ბოცვრები და მტაცებელი მელიები.

1950 წელს მწვანე კონტინენტზე სპეციალური ვირუსიც კი შეიმუშავეს და გაავრცელეს ბოცვრების პოპულაციის შესამცირებლად, თუმცა ამას უკუშედეგი მოჰყვა: ვირუსმა არამარტო ყურცქვიტა მავნებლები გაანადგურა, არამედ ადგილობრივი ძვირფასი ფაუნაც კატასტროფამდე მიიყვანა.



image



აღსანიშნავია, რომ ბოცვრების პრობლემა დღემდე გადაუჭრელია მწვანე კონტინენტზე. მის აღმოსაფხვრელად ბევრ მეცნიერულ მეთოდს მიმართავენ, თუმცა ამაოდ.


ახლა კი ყველაზე პიკანტურზე-სექსზე გადავიდეთ და გავარჩიოთ ჭორ-მართალი ბოცვრების განსაკუთრებული სექსუალურობის შესახებ. მდედრი ბოცვრის დანახვაზე მამრი თავგზას კარგავს და ცდილობს კოიტუსი მოახდინოს მისი ზომის ნებისმიერ საგანთან ან არსებასთან, რასაც დაინახავს: იქნება ეს ძველი ბეწვის ქუდი, პლუშის სათამაშო დათუნია თუ თქვენი კატა (როგორ ფიქრობთ, ჩიხუახუას ჯიშის ძაღლი საიდან წარმოიშვა?). თუ მამრმა სასურველ საგანს (მდედრს) მიაგნო, პროცესი სულ 30 წამს გრძელდება. ის უცებ მოათავებს თავის საქმეს და ვნებისგან დაცლილი რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ იწყებს მდედრის ძებნას.



image



პატარა ბოცვრები ერთი თვის მერე იბადებიან. მათი რაოდენობა 4-12- მდე მერყეობს. ბოცვრების განაყოფიერება ძირითადად წელიწადის თბილ პერიოდში ხდება, ხოლო ცხელი ქვეყნების, მაგალითად ავსტრალიის პირობებში ეს პროცესი გამუდმებით მიმდინარეობს. სხვათა შორის, მშობიარობის შემდეგ მდედრ კურდღელს მაშინათვე აღუდგება განაყოფიერების უნარი. მამრი ჩასაფრებული ელოდება ბოცვრების დაყრას, რათა ხელსაყრელი მომენტი ხელიდან არ გაუშვას და მაშინათვე დაწყვილდეს მდედრთან. აი ასეთი სწრაფი შეწყვილება-გამრავლება იყო მიზეზი, რამაც თავსატეხი გაუჩინა ეკოლოგიაზე მზრუნავ ავსტრალიელებს.



image



გგონიათ, სულ ეს იყო? - სულაც არა. ეს საყვარელი, ფუმფულა არსებები ხშირად იკვებებიან საკუთარი ექსკრემენტებით. კოპროფაგია (საკუთარი ექსკრემენტების ჭამა) ფართოდაა გავრცელებული ცხოველებში, მაგრამ ბოცვრებმა ის ახალ საფეხურზე ''აიყვანეს''. ყურცქვიტების ნაწლავების მასკულატურა ისეა მოწყობილი, რომ მას შესწევს უნარი დაახარისხოს და ერთმანეთისაგან გამოარჩიოს საჭმლის ნარჩენი ბოჭკოები და სხვა სასარგებლო მასები. პირველი შეიკვრება და ფეკალიების სახით გამოდის, ხოლო მეორე კი ინახება ეგრეთ წოდებული ცეკოტროფების სახით. შედეგად ბოცვრები გამოყოფენ ორი ტიპის განავალს: დღის - მაგარს, მშრალს და ღამის - ნოტიოს, რბილს; ამ უკანასკნელის მეტ ნაწილს ბოცვრები მაშინვე ჭამენ. ეს არის ნახევრად გადამუშავებული საკვები და შეიცავს მინერალებს, ცილებს და ვიტამინებს.

საქართველოში მებოცვრეობის განვითარება 1970-იანი წლებიდან დაიწყო. 1975 წლისთვის მებოცვრეობის ფერმები და სანაშენე მეურნეობები 35-ს აღწევდა, სადაც 12 000 დედა ბოცვერი იყო. ჩვენთან გავრცელებულია ბოცვრის სანაშენე ჯიშები: საბჭოური შინშილა, ნაცარა გოლიათი, თეთრი გოლიათი, ვენური ცისფერი, შევარდენი, კალიფორნიური და სხვა ჯიშები. დღეისათვის ბოცვრების საშენი მხოლოდ პატარა, კერძო ფერმები არსებობს მიუხედავად იმისა, რომ ამ დიეტურ, სასარგებლო და მინერალებით სავსე ხორცზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და ის საკმაოდ ძვირია. ველურ პირობებში ჩვენში მხოლოდ კურდღლები ბინადრობენ, მათი პოპულაცია საკმაოდ მცირეა; ასე რომ, ბოცვრების და კურდღლების სახით საქართველოს ეკოსისიტემას განადგურება არ ემუქრება, განსხვავებით ავსტრალიისაგან.


image



0
220
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0