x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103452
  • ვიდეო:347743
  • სურათი:467736
"გორში მოიტაცეს 17 წლის გოგო, პოლიცია მშობლებს ეუბნება...." - ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს ბაია პატარაია

image


უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გორში, 17 წლის გოგოს მოტაცების ამბავს ასაჯაროებს, სასოწარკვეთილი გოგონას ოჯახი საქმეში მედიის დაუყონებლივ ჩართულობას და დახმარებას ითხოვს. პატარაის თქმით, გოგონას მშობლებმა დასახმარებლად პოლიციას მიმართეს, თუმცა მათ ოჯახს სიმშვიდისკენ მოუწოდეს და შვილის გაბედნიერება მიულოცეს, უფლებადამცველი გამტაცებლებს ჰპირდება რომ მათ ეს ამბავი ასე მარტივად არ შერჩებათ: " გუშინ გორში მოიტაცეს 17 წლის გოგო. პოლიცია მშობლებს ეუბნება: "რას ნერვიულობთ, შვილი გაგიბედნიერდათო." სასოწარკვეთილი მშობლები რეკავენ ყველგან: ჩვენთან, გენ.ინსპექციაში, პოლიციაში ხომ სხედან და სხედან და ასევე ითხოვენ მედიის ჩართვას. ჰოდა, ჟურნალისტებო, აგერ Tamuna Lukava იცავს მათ ინტერესებს და მიმართეთ მას და დაგაკავშირებთ ოჯახთანაც. ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ! არც ერთ გოგოს არ დაგითმობთ გამტაცებლებს!" - დაწერა ბაია პატარაიამ საკუთარ გვერდზე.




0
477
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
477