x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103452
  • ვიდეო:347743
  • სურათი:467736
იტალიაში წმინდა მარიამი სისხლიანი ცრემლებით ტირის
image
იტალიის ქალაქ კარმიანოში, პიაცა პაოლინო არნესანოში, ღვთისმშობლის „ სისხლიანი ცრემლებით“მოტირალმა ქანდაკებამ მრავალი მორწმუნე მიიზიდა, რათა საკუთარი თვალით იხილიონ სასწაული.

კარმიანო არის წყნარი ქალაქი ლეჩის პროვინციაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხალხმა გააცნობიერა სასწაული, მთელი ქალაქის მაცხოვრებლები მივიდნენ მის სანახავად.

image


ამჟამად უკვე ყოველდღიურად მრავალი მომლოცველი მოდის სხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან, რათა საკუთარი თვალით იხილიონ ეს არაჩვეულებრივი მოვლენა.


სანტ ანტონიოს ეკლესიის მღვდელმა, რიკარდო კალაბრეზემ განაცხადა, რომ გაურკვეველია, იყო თუ არა ეს ინციდენტი-"სასწაული, ცხელი ამინდების შედეგი, ან ყველაზე უარესი, ვინმეს ხუმრობა."


”როცა კი ქანდაკების მახლობლად ვტრიალებ, ვხედავ ადამიანთა მსვლელობას, ვინც ცნობისმოყვარეობისა თუ რწმენის გამო გამოვიდნენ სახლებიდან, რათა აქ შეკრებილიყვნენ. ვნახე ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები და მოხუცები, რომლებიც ჩვენ საყვარელ ღვთისმშობლის სტატუასთან არიან შეკრებილები. ყველა მის სახეს უყურებს. ”- ამბობს კალაბრეზე.


ქალაქის მკვიდრთაგან პირველი, ვინც ღვთისმშობლის სახეზე სისხლიანი ცრემლი შეამჩნია, მოზარდი ბიჭია, რომელიც 3 აგვისტოს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ველოსიპედით სეირნობდა.


იტალიის ქალაქ კარმიანოს მაცხოვრებლები, რომლებიც, სხვათა შორის, ცხოვრობენ ქრისტიანული კომუნის გარშემო, თვლიან, რომ ღვთისმშობლის სისხლიანი ცრემლი ნამდვილად არ არის სიყვარულის გამომხატველი ცრემლი და რაღაც უბედურების მომასწავებელია, თუმცა მათ უჭირთ იმის გამოცნობა, თუ კონკრეტულად რა მოხდება.

0
502
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
502
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0