x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468033
ჰოლივუდის მეორე მხრე : 13 ვარსკვლავი, რომელიც მსოფლიოს უკეთესს ხდის

image


დიდი ხანია რაც მივეჩვიეთ ძვირადღირებულ კოსტიუმებში გამოწყობილი ცნობილი სელებრითების სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებსა თუ გალა - კონცერტებზე ხილვას. სკანდალები, რომლებშიც ისინი გამუდმებით ეხვევიან ადამიანებს მოსწონთ და აინტერესებთ, თუმცა მონეტის მეორე მხარეც არსებობს. ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირები საკუთარი საქმიანობით მსოფლიოს უკეთესს ხდიან.


image


ცნობილმა სამხრეთ აფრიკელმა მსახიობმა შარლიზ ტერონმა საქველმოქმედო ორგანიზაცია - "Charlize Theron Africa Outreach Project"-ი დააფუძნა, რომელიც აფრიკის ყველაზე ხელმოკლე და გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარება.


image


მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი 2012 წელს კენიას, გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსით ესტუმრა, სადაც წარმატებულმა ბრაზილიელმა ტოპ- მოდელმა მთელი დღე, ერთ რიგით ოჯახთან ერთად გაატარა, რომელსაც საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა.


image


XX საუკუნის ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული, შეუდარებლი ოდრი ჰეპბერნი დღემდე რჩება ჰოლივუდის ერთ - ერთ ყველაზე პირველ ქველმოქმედ ვარსკვლავად, რომელიც ეთიოპიაში გაეროს კეთილი ნების ელჩად გაემგზავრა. მსახიობმა სწორედ იქ შეიტყო, რომ 500 ბავშვი საკვების გარეშე იყო დარჩენილი. ოდრის წყალობით "გაეროს ბავშვთა ფონდმა" ("იუნისეფმა") ულუკმაპუროდ დარჩენილ ასობით პატარას საკვები პროდუქტი გაუგზავნა.


image


ანჯელინა ჯოლიმ 2013 წელს ჰუმანიტარული "ოსკარი" მიიღო. მისი საქველმოქმედო საქმიანობა 2001 წელს დაიწყო და ის დღემდე წარმატებით გრძელდება. დღესდღეობით, მსახიობს რამდენიმე საქველმოქმედო ფონდი აქვს, სადაც სელებრითი გარკვეულ თანხას სისტემატურად რიცხავს. როგორც ცნობილია, ენჯიმ და მისმა ყოფილმა მეუღლემ ბრედ პიტმა თავიანთი ქორწილის ფოტოების გაყიდვიდან შემოსული მთლიანი თანხა ორგანიზაციის - "ექიმები საზღვრების გარეშე" ანგარიშზე გადარიცხა.


image


ტომ ჰიდლსტონი 2013 წელს გვინეაში გაემგზავრა, რათა "იუნისეფის" ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას გასცნობოდა, ინგლისელმა მსახიობმა დასავლეთ აფრიკაში მიღებული შთაბეჭდილებები მოგვიანებით, პირად დღიურში ასახა.


image


ორლანდო ბლუმი გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩი 2009 წლიდან არის, სწორედ ამიტომ მსახიობი სისტემატურად აზიარებს თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.


image


ამერიკელმა ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ ბავშვების განათლებაზე 400 მილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა, 2011 წელს მან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ღარიბი ოჯახის შვილებისთვის, კერძოდ კი, გოგონებისთვის სპეციალური სკოლა გახსნა.


image


მადონამ მალავიში აკადემია დაარსა, სადაც განათლების მიღება მხოლოდ გოგონებს შეუძლიათ.


image


ცნობილი ამერიკელი პოპ - მომღერალი კრისტინა აგილერა პროგრამა "World Food Program" - ის ელჩია, რომელიც "გაეროს" შიმშილის აღმოფხვრის პროგრამას, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უჭერს მხარს. სწორედ პოპ- ვარსკვლავის დამსახურებით იქნა შეგროვებული 115 მილიონი დოლარი, რომელიც პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, შიმშილის ზღვარზე მყოფი ბავშვებისთვის, საკვები პროდუქტების შესაძენად იქნა გამოყენებული.


image


"როდესაც ხედავ ადამიანების რეალურ ცხოვრებას, შეუძლებელია მათი პრობლემების მიმართ გულგრილი დარჩე, ასევე მნიშვნელოვანია თანამონააწილეობის შეგრძნება და ის, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, ადამიანები ვართ, ყველანი ერთნაირები ვართ."- განაცხადა ერთ - ერთ ინტერვიუში სკარლეტ იოჰანსონმა.


image


ამერიკელი პოპ- ვარსკვლავი კეტი პერი "გაეროს ბავშვთა ფონდის" კეთილი ნების ელჩია. მომღერალი როგორც ბავშვთა, ასევე მოზარდთა უფლებებით არის დაკავებული.



image


ცნობილმა ირლანდიელმა ვოკალისტმა და ჯგუფ "U2" -ს ლიდერმა ბონომ რამდენიმე უმსხვილესი კომპანია დაარწმუნა რომ საკუთარი მოგების 1% -ი აფრიკის მშიერი რეგიონებისთვის გადაერიცხათ.


image


ცნობილი შოტლანდიელი მსახიობი ჯერარდ ბატლერი ორგანიზაცია - "Mary’s Meal"- თან თანამშრომლობს, რომელიც თავის მხრივ, მსოფლიოს 16 ქვეყანაში, 820, 000 ბავშვს სკოლის სადილით უზრუნველყოფს. "ვისურვებდი, რომ ამ სკოლებში ყველას შეეძლოს მინიმუმ ერთი წამის ან წუთის გატარება მაინც. აი, მაშინ კი, ყველა ის ადამიანი ზემოხსენებული ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობას აუცილებლად მოისურვებდა"- გაუზიარა ჟურნალისტს საკუთარი შთაბეჭდილებები ფილმ "300 სპარტანელის" ვარსვლავმა. ახლა კი გთავაზობთ იმ უნიკალურ ფოტოარქივს, რომელიც აფრიკის ქვეყნებში, "გაეროს" კეთილი ნების ელჩების სტუმრობას ასახავს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




0
422
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
422