x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სულთნის კარის საჭურისები: კასტრატების პრივილეგიები და მათი ეპოქის დასასრული

image


სასქესო ორგანოების მოკვეთის მტკივნეული ოპერაციის გადატანის და შემდგომი, ფიზიკური და მორალური ტანჯვის შემდეგ, საჭურისები პრივილეგიებს იღებდნენ, რომელსაც პერსპექტივაში, კასტრირების შედეგად მიღებული ზარალის ნაწილობრივი კომპენსირება შეეძლო — მათთვის ხელმისაწვდომი ხდებოდა «სოციალური ლიფტი» და საკმარისი გონიერების შემთხვევაში, მათ, სულთნის კარზე, კარგი კარიერის გაკეთება შეეძლოთ.


image


ყველაზე ხშირად, ისინი მუშაობას მცველებად იწყებდნენ, ხოლო შემდეგ, მსახურების ან ზედამხედველების თანრიგზე გადადიოდნენ. დაბალ თანამდებობებზე მსახურობის პერიოდში, ისინი ყაზარმის ტიპის ბარაკებში ცხოვრობდნენ. თუმცა, ასეთი პირობები, ხშირად, ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ის, სადაც ისინი სასახლეში მოხვედრამდე ცხოვრობდნენ. ბევრი საჭურისი მაღალ თანამდებობას აღწევდა და ფუფუნების ნივთებით სავსე, საკუთარ აპარტამენტებს იწყობდა. ხოლო, სულთნისთვის ხანგრძლივი და ერთგული მსასურის შემთხვევაში, მათ მაღალი პენსია ენიშნებოდათ და სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველად ცხოვრების საშუალება ეძლეოდათ.


image


კიზილ აღას (საჭურისების უფროსი) დიდი გავლენა ჰქონდა სასახლეში, რაც ჰარემთან კავშირს და ვალიდე სულთანთან (სულთნის დედა) ჰარმონიულ ურთიერთობას ეფუძნებიდა. ეს ქალბატონები XVI−XVII საუკუნეებში იმხელა ძალაუფლებას ფლობდნენ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსსაც კი განსაზღვრავდნენ.


imageკიზილ აღა. XIX ს. გრავიურა


კიზილ აღა ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც უშუალო წვდომა ჰქონდა ჰარემთან, ვალიდესთან და პირადად, სულთანთან. ის მათ შორის ინფორმაციის გადაცემას უზრუნველყოფდა და ყველაფერი იცოდა, რაც სასახლეში და ქვეყანაში ხდებოდა. ასეთი ადამიანი ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო იყო და ამიტომ, უცხოელი ელჩები მასთან დაახლოვებას და მეგობრობას ცდილობდნენ. ამ მიზნის მისაღწევად კი, მას საჩუქრებით ავსებდნენ.

იმპერიის მთავარი საჭურისი, ამავდროულად, იმ ქონების და მიწების მმართველიც იყო, რომელსაც მორწმუნეები მეჩეთებს სწირავდნენ. ამ ფონდით ხდებოდა წმინდა ქალაების — მექას და მედინას დაფინანსება. გარდა ამისა, კიზილ აღა სულთნის ცოლების ფინანსებსაც აკონტროლებდა და მართავდა.

საჭურისების უფროსის შემოსავალი, ყოველთვიურად, დაახლოებით, 20 ათას ქურუშს შეადგენდა, რაც დღევანდელი კურსით, 1, 5 მლნ. დოლარის ეკვივალენტურია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ფონდების მრთვით მიღებული ანაზღაურება არ იყო. კიზილ აღა ოსმალეთის იმპერიის კორუფციის სათავეში იდგა — მის ხელში გადიოდა ქრთამი, «გათეთრებული ფული» და ე. წ. «ატკატების» უმრავლესობა.

საჭურისების ეპოქის დასასრული XIX ს-ის დასაწყისში, ქვეყანაში შემოსული, ევროპული მოდის გავლენით დაიწყო. სულთანმა მაჰმუდ II ფინანსთა სამინისტრო ჩამოაყალიბა და ყველა სახის ფონდის კონტროლი მის დაქვემდებარებაში მოაქცია. შედეგად, საჭურისებმა ფინანსური დამოუკიდებლობა დაკარგეს და მასთან ერთად, ძალაუფლების ლომის წილიც. იქიდან მოყოლებული, კიზილ აღას მხოლოდ სასახლის ტერიტორიის მართვა ევალებოდა.

1871 წელს ოსმალეთის იმპერიაში მონებით ვაჭრობა აიკრძალა და საჭურისებიც გაქრნენ, რადგან საკუთარი ნებით, საჭურისად გახდომა არავის უნდოდა.

imageimageimage* სულთნის კარის საჭურისები: დიდ კარიერაზე გაცვლილი პირადი ბედნიერება. კასტრირების ისტორია
* სულთნის კარის საჭურისები. ნაწილი II – შავკანიანი საჭურისების ეპოქა და ქრისტიანების ბიზნესი ისლამურ სამყაროში

* აღმოსავლური ჰარამხანა
* 8 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ოსმალეთის სულთნის ჰარემის შესახებ

* მამაკაცების ჰარემი

0
1146
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0