x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სულთნის კარის საჭურისები. ნაწილი II – შავკანიანი საჭურისების ეპოქა და ქრისტიანების ბიზნესი ისლამურ სამყაროში

როგორც უკვე აღვნიშნეთ (იხ. «სულთნის კარის საჭურისები: დიდ კარიერაზე გაცვლილი პირადი ბედნიერება. კასტრირების ისტორია»), პირველი საჭურისები, რომლებიც სულთნის სასახლეში გამოჩნდნენ, ეგვიპტელები იყვნენ. თუმცა, კონსტანტინოპოლის დაპყრობიდან, პირველი 100 წლის მანძილზე, სულთის სასახლეში, საჭურისების უმრავლესობა თეთრკანიანი იყო. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მუსლიმანებს ადამიანის კასტრირებას რელიგია უკრძალავდა. ამიტომ, დიდი ხნის მანძილზე, «საჭურისების ბიზნესი» ქრისტიანების პრეროგატივა იყო.


image


ოსმალებმა დაპყრობილ ტერიტორიებზე ჯიზია დააწესეს. ეს ყოველწლიური გადასახადი იყო, რომელსაც არამუსლიმანები, საკუთარი ხელშეუხებლობისთვის იხდიდნენ და უფრო ხშირად, ეს გადასახადი სულობრივი კი არა, კომლობრივი იყო. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი საჭირო თანხის გადახდას ვერ შეძლებდა, ხარკის შემგროვებელს, ოჯახიდან, ბავშვები წაყვანის უფლება ჰქონდა.

დროთა განმავლობაში, ოსმალეთის იმპერია გამდიდრდა, მოთხოვნა გაიზარდა ფუფუნების საგნებზე და საჭურისებზე... და რადგან «მოთხოვნა მიწოდებას განსაზღვრავს», — თუ XV საუკუნის II ნახევრამდე სულთნის ჰარემს 20 საჭურისი ემსახურებოდა, XVI საუკუნის დასაწყისისთვის, მათი რიცხვი სულთნის სასახლეში, 600−800-მდე გაიზარდა!

კასტრირების ოპერაციას, ხშირ შემთხვევაში, ჯიზიას გადაუხდელობის გამო, ოჯახიდან წამოყვანილ ბავშვებს უკეთებდნენ, ვიდრე მათ სქესობრივი მომწიფების პერიოდი დაეწყებოდათ და ამისთვის იდეალურ ასაკად, რატომღაც, 8 წელი ითვლებოდა. მსხვერპლს სკამზე აბავდნენ და სასქესო ორგანოენს აჭრიდნენ. ხოლო, სისხლდენის შესაჩერებლად და შემდგომში ინფექციის განვითარებისგან თავდაცვის მიზნით, ჭრილობის მოწვა გავარვარებული ლითონით ხდებოა. მიუხედავად ამისა, ოპერაციის შემდეგ, უმრავლესობა ინფექციის გამო იღუპებოდა. ბავშვები იღუპებოდნენ ოპერაციის მსვლელობის დროსაც — ზოგი ტკივილით განვითარებული შოკით, ზოგიც, დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვთ. რაც შეეხება გადაეჩენილებს, რამდენიმე თვის მანძილზე, ისინი ძლიერი ტკივილით იტანჯებოდნენ.

მურად III, რომელიც იმპერიას 16 საუკუნის II ნახევარში მართავდა, შავი საჭურისების მოდა შემოიღო. მონებს, ხშირ შემთხვევაში, სუდანში იტაცებდნენ ან ყიდულობდნენ. ისინი ეგვიპტეში ან აბისინიაში (ამჟამად, ეთიოპია) გადაჰყავდათ და ოპერაციებს ქრისტიანულ ტაძრებში უკეთებდნენ. ხოლო, ამის შემდეგ, «ცოსხალი საქონელი», უკვე სტამბოლის მონათა ბაზარზე, ან უშუალოდ დამკვეთთან ხვდებოდა.

ისლამურ სამყაროში აფრიკელი საჭურისი ძვირად ფასობდა — მასში ბევრად უფრო მეტს იხდიდნენ, ვიდრე ლამაზ თეთრკანიან გოგონაში. დროთა განმავლობაში, სულთნის სასახლეში შავკანიანი საჭურისები უმრავლესობაში აღმოჩნდნენ და თეთრკანიან საჭურისებს ჰარემში შესვლა აეკრძალათ. ამასთან, აფრიკელი საჭურისები თვით სულთნანს ემსახურებოდნენ. ისინი სასახლის აპარტამენტებში მის სიმშვიდეს და სიცოცხლეს იცავდნენ.

აფრიკელი საჭურისების უფროს კიზლარ-აღას («გოგონების ბატონი») ეძახდნენ. თუმცა, რეალურად, ის სულთნის ჰარემის და სასახლის ყველა მსახურის უფროსი იყო. ხოლო, თუ მის თანამდებობას, იერარქიული კიბის თვალსაზრისით განვიხილავთ, ის — სულთნის, დიდი ვეზირის და მუფთის (უმაღლესი სასულიერო პირი ისლამურ სამყაროში) შემდეგ, მეოთხე კაცი იყო იმპერიაში.

imageimageimage* სულთნის კარის საჭურისები: დიდ კარიერაზე გაცვლილი პირადი ბედნიერება. კასტრირების ისტორია
* 8 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ოსმალეთის სულთნის ჰარემის შესახებ
* ყველაზე დიდი ბიზნესი შუა საუკუნეებში
* ჩვენი წარსულის ყველაზე საშინელი ისტორიული ფაქტები

* რატომ დააპატიმრეს ქრისტეფორე კოლუმბი – ჯოჯოხეთი სახელად «ევროპა»

0
319
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0