x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
,,ბეჭდების მბრძანებელი'' 19 წლის შემდეგ. ნახეთ როგორ გამოიყურებიან მსახიობები ახლა

1. ელაიჯა ვუდი ფროდო ბეგინსის როლში

image

მსახობი დღესაც აქტიურად მონაწილეობს ფიმებში და ახმოვანებს მულტფილმებს, ამის გარდა, მსახიობმა საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდიაც დააარსა Simian Records

2.ორლანდო ბლუმი- ლეგოლასის როლში

image

მსახიობისთვის ეს როლი პირველი იყო და ფილმის გამოსვლის შემდეგ მოთხოვნადი მსახიობიც გახდა. დღეს ის აქტიურად იღებს ფილმებში მონაწილეობას და მამობისთვისაც ემზადება.

3. იენ მაკკელენი გენდალფის როლში

image

1989 წელს მსახიობს ელიზაბეტ მეორემ რაინდის წოდება მისცა. დღეს მსახიობი იშვიათად იღებს მონაწილეობას ფილმებში.

4. ვიგო მორტენსენი არაგორნის როლში

image

მსახიობობის გარდა, ვიგო მუსიკოსი, . ფოტოგრაფი და მხატვარია. ასევე მან დააარსა პატარა გამომცემლობაც, სადაც ნაკლებად ცნობილი ავტორების ნაწარმოებები იბეჭდება. დანიის დედოფალმა მსახიობი რაინდად შერაცხა.

5. ლივ ტაილერი არვენის როლში

image

დღეს მსახიობი ძირითად სერიალებში იღებს მონაწილეობას და შვილების აღზრდითაა დაკავებული.

6. შონ ასტინი სემის როლში

image

მართალია მსახიობი ფილმებში დღესაც მონაწილეობს, მაგრამ მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლები აქვს და ნაკლებად ცნობილია.

7. დომინიკ მონაგანი მერიადოკის როლში

image

ცოტამ თუ იცის, რომ მსახიობი ბეჭდების მბრძანებლის ფილმის სცენარის დაწერაშიც მონაწილეობდა. ასევე ცნობილი როლი მიიღო სერიალ “დაკარგულებში''.

8. ბილი ბოიდი პერეგრინის როლში

image

ისევე როგორც მონაგანი, ბოიდიც იღებდა მონაწილეობას ფილმის სცენარის დაწერაში. თვითონ დაწერად და შეასრულა სიმღერა «The Edge of Night», აქვს მუსიკალური ჯგუფიც Beecake.

9. შონ ბინი ბორომირის როლში

image

მსახიობობის გარდა, შონ ბინი ინგლისური ლიტერატურის დოქტორია შეფილდის უნივერსიტეტში და მრავალ ცნობილ ფილმში და სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული. ყველაზე ცნობილი კი ალბათ, მაინც “სამეფო კარის თამაშებია''.

10. მირანდა ოტო ეოვინის როლში

image

2014 წლის შემდეგ მსახიობი პროექტებში მონაწილეობას აღარ იღებს.

11. იენ ჰოლმი ბილბო ბეგინსის როლში

image

მსახიობს დაახლოებით 110 როლი აქვს შესრულებული. ელიზაბეტ მეორემ მასაც მისცა რაინდის წოდება. სამწუხაროდ ჰოლმი 2020 წელს, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.

0
421
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0