x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
ნანუკა ჟორჟოლიანმა დისკრიმინაციის წახალისების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები დაარღვია
image


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნანუკა ჟორჟოლიანმა დისკრიმინაციის წახალისების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები დაარღვია, ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაავრცელა. მან სტანდარტები ერთერთ ბოლო გადაცემაში დაარღვია, სადაც ადამიანის პირადი ცხოვრების დეტალებზე იყო საუბარი.


ჟურნალისტური ეთიკის ქარტის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანის გუნდი. დარღვევას ადასტურებს თავად ნანუკა ჟორჟოლიანიც.


„მეათე ნაწილის დარღვევას სრულად ვიზიარებთ. მე, ვერ მოვახერხე სათანადოდ სხვისი პირადი სივრცის დაცვა, მიუხედავად იმისა რომ რესპონდენტი არღვევდა მას.


მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანის პირადი სივრცე უნდა იყოს ხელშეუხებელი და შესაბამისად, შევეცდებით ეს გამოცდილება იყოს კარგი გაკვეთილი.


რაც შეეხება მეშვიდე ნაწილს, ჩვენთვის ბუნდოვანია ეს ნაწილი, მაგრამ ქარტიის დასაბუთებას დაველოდებით“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

0
274
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0