x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468037
ახალციხის სასამართლოსთან ათეულობით ძირი მარიხუანა ხარობს
image


წარმოუდგენლად უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა სამცხე ჯავახეთის რეგიონში. ველურად მზარდი კანაფის სუსტი ჯიშები მინდვრად ბევრგან შეიძლება შეგხვდეთ, მაგრამ ამჯერად, ქართული მედია იმაზე საუბრობს, რომ ამ რეგიონში, უფრო მეტიც, რეგიონის ერთერთ უდიდეს ქალაქში, ცენტრალურ ქუჩაზე, არც მეტი, არც ნაკლები სასამართლოს შენობის წინ პლანი ხარობს.


ახალციხის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, მარიხუანა იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ აქვეყნებს. აკრძალული მცენარის ათობით ძირი ადგილზე „ფორმულას“ გადამღებმა ჯგუფმა დღეს დააფიქსირა.


ტელეკომპანიამ განმარტებების მოსმენა ოფიციალურ უწყებებში სცადა, თუმცა, უშედეგოდ. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.



რაიმე განმარტება არც ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაუკეთებიათ. ჯერ უცნობია, რატომ ვერ შენიშნეს სასამართლოს თანამშრომლებმა, ან მათმა მეზობლებმა მათივე ეზოში აკრძალული მცენარის პლანტაციები.


image

0
268
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0