x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ფაქტები ლუი XIV– ის ცხოვრებიდან.
საფრანგეთის მეფე ლუი XIV ცნობილია საფრანგეთის საზღვრებს მიღმა. „მეფე მზის" მმართველობის ხანაში აღინიშნა კეთილდღეობის ხანმოკლე, მაგრამ ნათელი ერა, როდესაც ასობით ხელოვანმა ჰპოვა მფარველი სახელმწიფოს მეთაურის სახით.

image

1. მეფე ლუი XIV საფრანგეთის ტახტზე 4 წლის ასაკში ავიდა.


2. ის დიდი ხნის ნანატრი ბავშვი გახდა: მისი მშობლები 22 წლის მანძილზე ცდილობდნენ მემკვიდრის ჩასახვას.



3. ლუი XIV-ის ტახტზე ასვლის პერიოდში საფრანგეთის სამეფო დაუძლურებული იყო და დაღმასვლას განიცდიდა. ის და მისი ძმა ფილიპი ზოგჯერ იმდენად მშივრები იყვნენ, რომ იპარებოდნენ სამზარეულოში და საჭმელს პირდაპირ ცხელი ტაფებიდან იპარავდნენ.


4. ლუი XIV განაგებდა 72 წელი - მმართველობის ყველაზე ხანგძლივი ვადა ევროპის მონარქთა შორის.


5. ლუი XIV-ს ჰქონდა არა მხოლოდ ფრანგული ფესვები, არამედ ებრაული და მავრიტანული, ამიტომ ის ოდნავ "აღმოსავლურად" გამოიყურებოდა.


6. მეფე მზეს სურდა ხეების დარგვა ვერსალის ბაღებში და იქ მრავალი შადრევნის მოწყობა, მაგრამ იმ დროს ვერსალი ცარიელი დაბლობი იყო. მან გამოიყენა მექანიზმი, რომელიც წყალს ქაჩავდა მდინარე სენადან, ასევე ვერსალში გადმოიტანა დიდი ხეები კომპიენიდან.


7. ლუის მიაწერენ მოდელიორის ნიჭს: ითვლება, რომ სწორედ მან გამოიგონა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი წითელი ძირებით.


8. როდესაც იტალიელმა მოქანდაკემ ბერნინმა ლუი XIV -ის ბიუსტი შექმნა მარმარილოში, ზუსტად გამოსახა მეფის ოდნავ მოხრილი ცხვირის ფორმა, მონარქმა აიძულა ბერნინი სწორი ფორმის ცხვირი გამოესახა ქანდაკებისთვის. ცხადია რომ ლუი XIV-ს ამის რცხვენოდა.


9. პოპულარულია მითი ტყუპისცალი ძმის შესახებ, რომელსაც მეფე თითქოსდა მალავდა რკინის ნიღბის ქვეშ. მაგრამ ეს ძნელად შეესაბამება სიმართლეს: ტყუპების დაბადების შემთხვევაში, ლუის მშობლები არამხოლოდ არ დამალავდნენ ამ ფაქტს, არამედ გაიხარებდნენ სამეფო კართან ერთად. ეს ხომ ორმაგი გარანტია იყო იმისა, რომ ტახტი არ დარჩებოდა ცარიელი.


10. ლუი XIV-ის საყვარელი კერძი იყო ინდაური, ამიტომ მან ბრძანა ამ ფრინველების გამრავლება, სპეციალურად მისთვის განკუთვნილ ფერმაში.


11. იცოცხლა რა თავის ვაჟსა და შვილიშვილზე დიდხანს, მისგან ტახტი შვილთაშვილს გადეცა.


12. ლუი XIV ცხოვრობდა 77 წლის განმავლობაში. ალბათ მისი მეფობა კიდევ უფრო მეტ ხანს გაგრძელდებოდა, რომ არა საბედისწერო შემთხვევა - სეირნობის დორს მეფე ცხენიდან გადმოვარდა, რაც მისთვის ფატალურად დასრულდა.


0
263
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0