x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468037
ბათუმში გარდაცვლილი 12 წლის ბიჭი დედოფლისწყაროში გადმოასვენეს
image


ბათუმში გარდაცვლილი 12 წლის ბიჭი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს მკვიდრი აღმოჩნდა. მოზარდის ცხედარი დედოფლისწყაროში 11 აგვისტოს საღამოს გადმოასვენეს. ამის შესახებ სამთაწყაროს მაცხოვრებლებმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას აცნობეს.


უბედური შემთხვევა 10 აგვისტოს ღამით მოხდა. ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. დაიღუპა სამი ადამიანი და დაშავდა კიდევ სამი. ტრაგედიას 12 წლის ბავშვი, მისი ბებია და ბიცოლა ემსხვერპლა.


მძღოლი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც საჭესთან ნასვამი იჯდა, ავტომანქანაში მარტო იჯდა და ამ დროისთვის ის უკვე დაკავებულია.



როგორც „დედოფლისწყაროს ტელევიზიას“ შსს-ში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


გარდაცვლილ მოზარდს სოფელ სამთაწყაროს სასაფლაოზე 13 აგვისტოს დაკრძალავენ. შემთხვევის დეტალებს იხსენებენ ოჯახის ახლობლები.


„შემთხვევა დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე მოხდა. ტროტუარზე იდგა 7 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. ისინი ბაბუას აცილებდნენ რუსეთში და ზუსტად იმ მომენტში, როცა ხელს უქნევდნენ ქობულეთის მხრიდან, მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომობილი დაეჯახა მათ. შემდეგ კი ბოძს და საჭე რომ ვეღარ დაიმორჩილა 30 მეტრით მოტრიალდა. ისეთი ნასვამი იყო მძღოლი მოძრაობა ფაქტიურად არც შეეძლო. დაიღუპა ბებია, რძალი და შვილიშვილი. ერთი ბავშვი ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება მართვით სუნთქვაზე. ორი ბავშვი გაწერეს. ბაბუას ქუთაისში შევატყობინეთ რაც მოხდა და აეროპორტიდაან დაბრუნდა სახლში. გარდაცვლილი ბავშვი სტუმრად იყო ორი დღით ჩამოსული კახეთიდან, “ - ჰყვება ოჯახის ახლობელი გურამ ბერიძე.


„ძალიან კარგი ენერგიული ბავშვი იყო. უკრავდა დოლს, სამთაწყაროს ქორეოგრაფიულ ანსამბლშიც დადიოდა და ძალიან კარგად ცევავდა. საოცრად ნიჭიერი, წარმატებული და ძალიან ზრდილობიანი მოსწავლე იყო, “ - ამბობს მისი პედაგოგი ნოდარ შაინიძე.


12 წლის ბიჭს მშობლები არ ჰყავდა, მას დედოფლისწყაროს სოფელ სამთაწყაროში ბებია ზრდიდა. ამჯერად ბავშვს დედის მხრიდან ნათესავები დაეღუპა, ხოლო მამის ნათესავები და მშობლები ნესტან და ნოდარ ხილაძეები მან 9 წლის წინ, ასევე ავტოავარიაში დაკარგა.


დედოფლისწყაროს ინტერნეტგამოცემა „ქიზიყი“ ექსკლუზიურად ინახავს 2011 წლის 24 სექტემბერს მომხდარი ავარიის შესახებ სტატიას, რასაც რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპნენ ამჯერად გარდაცვლილი ბავშვის მშობლებიც.


* * *

image{არქივი} 24 სექტემბერს საღამოს დუშეთის რაიონში საზარელი ავტოავარია მოხდა, რის შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ხილაძეების 4, ნაკაშიძეების ოჯახის 3 წევრი და მათი 1 სტუმარი დაიღუპა. ჭოპორტის გზაზე გარდაცვლილთა შორის 3 წლის ბავშვი და მისი 24 წლის დედაც იყვნენ.


3 წლის ბაჩო შაინიძე მცხეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ხოლო, ბავშვის დედა, სოფელ სამთაწყაროს მკვიდრი 22 წლის თეონა ნაკაშიძე და ბიძა 25 წლის თენგო ნაკაშიძე ადგილზე გარდაიცვალნენ. მათი დედა 47 წლის ნაზი ხილაძე–ნაკაშიძე ათდღიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა.



შეჯახების შემდეგ, საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპნენ ასევე სამთაწყაროში მცხოვრები 29 წლის ნოდარ ხილაძე და მისი მეუღლე 27 წლის ნესტან ხილაძე, ასევე ოჯახის უფროსი 50 წლის შაქრო ხილაძე, რომელიც მიკროავტობუსის მძღოლი იყო.


გარდაცვლილია ასევე, მათთან ერთად სტუმრად მყოფი, ბათუმში მცხოვრები 18 წლის მერი ზოიძე. მას სასწრაფო ოპერაცია მცხეთის საავადმყოფოში ჩაუტარდა, მედიკოსების განმარტებით, გოგონა ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ავარიის დროს მან მუცლის ღრუს მძიმე დაზიანებები მიიღო.


ფორდის მარკის მიკროავტობუსში სულ 16 მგზავრი იმყოფებოდა, ის მორებით დატვირთულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად 12 მგზავრი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომანქანას, რომელსაც შეშის მორები გადაჰქონდა, ფასანაურიდან მომავალი სამარშრუტო ტაქსი მოულოდნელად დაეჯახა. ავარიის დროს "ოპელის" მარკის ავტომანქანაც დაზიანდა, რომელსაც კამაზიდან გადმოვარდნილი ხის მორი დაეცა.


imageროგორც სამთაწყაროს მკვიდრმა და მომხდარის თვითმხილველმა ამირან ხილაძემ "ქიზიყს" განუცხადა, მათი ნათესავისვე კუთვნილი მიკროავტობუსით სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ხილაძეები ნათესავის ნათლობაში იმყოფებოდნენ, დედოფლისწყაროში დაბრუნების დროს კი დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე მათი მანქანა კამაზის ტიპის სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.

0
838
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
838
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0