x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103453
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467737
"ეს საქმეც მოვიგეთ, იმედი მაქვს, ჟუტნალისტები უფრო ეთიკურად გააშუქებენ ფემიციდის საქმეებს" - ბაია პატარაია

image


უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჯაროებს, რომლის თანახმადაც ქარტიამ გადაცემა "სხვა ნანუკას" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დისკრიმინაციის წახალისებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა. საქმე ეხება, "მთავარ არხზე", 2020 წლის 11 მარტს გასულ გადაცემას, რომელიც ხაშურში, 5 მარტს მომხდარ შემთხვევას ეხებოდა, როდესაც ყოფილმა ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც ცოტა ხანში ტელეწამყვანმა სტუმრად გადაცემაში ბრალდებულის დედა მიიწვია და შესავალი ტექსტი შემდეგი სიტვებით დაიწყო: "დღეს ჩვენ ამ ამბავს მედალიონის მეორე მხრიდან შევხედავთ". მოძალადის დედა ეთერში დეტალურად ჰყვებოდა, თუ როგორ სცემდა მისი ყოფილი რძალი მცირეწლოვან ბავშვს ტელეფონის სატენით, როგორ აპროტესტებდა ამას მისი ვაჟი, და როგორ მაიტოვა რძალმა 11 თვის და 4 წლის ბავშვები და სახლიდან წავიდა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ტელეწამყვანის წინააღმდეგ ქარტიას, ორგანიზაცია "საფარმა" მიმართა, რომლის საჩივარიც ეთიკის საბჭომ დააკმაყოფილა და ჟურნალისტი ფემიციდის არასწორ გაშუქებაში დაადანაშაულა: "ეს საქმეც მოვიგეთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ჟუტნალისტები უფრო ეთიკურად გააშუქებენ ფემიციდის საქმეებს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ნანუკა ჟორჟოლიანმა დისკრიმინაციის წახალისების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები დაარღვია. სამოტივაციო ნაწილს ქარტია მოგვიანებით გამოაქვეყნებს." - დაწერა ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ საკუთარ გვერდზე.





0
169
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
169