x
image
ლურჯი თოლია
რა არის მოთმინება? - მონაზონი ვერონიკა

image

ლოცვა და ვედრება არ იკარგება, ღმერთი ყველას უსმენს. და თუ ვხედავთ ჩვენს ვედრებაზე უარყოფით პასუხს, ეს უარიც – ღვთის უარია. ყოვლადბრძენი ღვთის პასუხი ჩვენს ლოცვებზე – სამგვარია: ჰო! არა! მოითმინე!

მოთმინება არის ის, როდესაც: გტკივა, მაგრამ ტკივილი ვერ გერევა, გტკივა, მაგრამ არ წუწუნებ, გტკივა, მაგრამ იღიმი, გტკივა, მაგრამ გამართულად დგახარ, გტკივა, მაგრამ ღმერთს ადიდებ, გტკივა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვისთვის იხარჯები, გტკივა, მაგრამ უდრეკი რჩები, გტკივა, მაგრამ მადლიერი ხარ, გტკივა, მაგრამ ლოცულობ… სირთულეებიდან გამარჯვებული მხოლოდ ამგვარად გამოხვალ… გამარჯვებული – მოთმინებით!

........................

გახსოვდეს, რომ განსაცდელები არასოდეს დაცხრებიან… მაგრამ შენ არ შეშინდე, რადგან მათ სიკეთე მოაქვთ ჩვენთვის, გვწვრთნიან, გვავარჯიშებენ… ამიტომ ნუ შეშინდები, სულიერ კლდედ იქეცი… არასოდეს, არასოდეს არ დანებდე ბოროტებას! თუკი იგი შეგეხება, ან სულაც “ჯვარს გაცვამს” და დაგანაწევრებს – არ დაუთმო, ქედი არ მოუხარო… უდრეკად, გამართულად იდექი შენი გულის ზნეობრივ გალავანზე.

ჩემო კეთილო შვილო, როდესაც დაღმართზე ნიაღვარი მოდის, მას პატარ-პატარა კენჭები მოჰყვებიან, ხოლო დიდი ქვები, ანუ “კლდეები” მტკიცედ დგანან და ნიაღვარს ეღობებიან… ამიტომ გევედრები, იმ სულიერ “კლდედ” იქეცი, რომელზეც, ღვთის შემწეობით, სატანური ნიაღვრის ყოველი შეტევა დაიმსხვრევა! შეიქენ კლდედ და ნუ შეშინდები… უფალი გიმზერს, გაკურთხებს, გვირგვინოსანგყოფს და გელოდება! იქეცი ქრისტიანულ “კლდედ"!

0
153
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0