x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103593
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
13 აგვისტოდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "ტოპ თრილერის" სერიიდან "ბორნის იდენტიფიკაცია" გამოვა
image


13 აგვისტოდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, სპეციალურ ფასად, ამერიკელი მწერლის რობერტ ლადლემის თრილერი "ბორნის იდენტიფიკაცია" გამოვა.


წიგნის სპეციალური ფასია 6.50 ლარი, ჟურნალთან ერთად - 8.50 ლარი.


რობერტ ლადლემი 27 წიგნის ავტორია თრილერის ჟანრიდან. მისი ნაწარმოებები გამოცემულია 33 ენაზე 40 ქვეყანაში და გაყიდულია 300 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.



ავტორი, ძირითადად, ცნობილია პერსონაჟის ჯეისონ ბორნის შექმნით "ბორნის იდენტიფიკაციიდან", რომლის მიხედვითაც, Universal Pictures-მა 2002 წელს იმავე სახელწოდების ფილმი გამოუშვა. ეკრანიზაციაში მთავარ როლს მეტ დეიმონი ასრულებს. ფილმს კრიტიკოსების მხრიდან კარგი გამოხმაურება მოჰყვა.


წიგნის შესახებ:


ჯეისონ ბორნი საფრანგეთის ერთ პატარა, ზღვისპირა ქალაქში, გალოთებული ექიმის ქოხში იღვიძებს. მას აღარაფერი ახსოვს - ვინ არის, რა დაემართა. მაგრამ სულ მალე აღმოაჩენს, რომ ფლობს რამდენიმე ენას, დახელოვნებულია აღმოსავლურ ორთაბრძოლაში და, რაც მთავარია, ანგარიშზე რამდენიმე მილიონი დოლარი აქვს. ასეთი მონაცემებით ახალი ცხოვრების დაწყებაც შეიძლებოდა, მაგრამ ბორნი ასევე აღმოაჩენს, რომ მასზე ნადირობენ აშშ-სა და ევროპის სახელმწიფოების სპეცრაზმები, მისი სიკვდილი სურს საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის ბოსსაც.


წიგნი გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გამოსცა სერიაში "ტოპ თრილერი". ეს სერია აერთიანებს წიგნებს, რომლებზეც მსოფლიო ლაპარაკობს. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ეკ­რა­ნი­ზე­ბუ­ლია ჰო­ლი­ვუ­დის წამ­ყვა­ნი კი­ნოს­ტუ­დი­ე­ბის მიერ და დიდი პო­პუ­ლა­რო­ბი­თაც სარ­გებ­ლობს. მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს, 13 აგვისტოდან, ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოების "ბორნის იდენტიფიკაციის" შეძენა, ჟურნალთან ერთად, ხემლისაწვდომ ფასად შეუძლიათ.

0
7
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0