x
მეტი
  • 25.10.2020
  • სტატია:104361
  • ვიდეო:348128
  • სურათი:468962
10 გამაოგნებელი ფაქტი სამხრეთ კორეის შესახებ, რომელიც ნამდვილად არ იცოდით

image


2010 წელს სამხრეთ კორეის დედაქალაქმა, 10 მილიონიანმა სეულმა საუკეთესო დიზაინის მქონე დედაქალაქის საპატიო წოდება დაიმსახურა. ეს ულამაზესი ქალაქი, რომლის ასაკიც ორნახევარ ათას წელს უახლოვდება, მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან ტურისტებს ყოველწლიურად სულ უფრო მეტად იზიდავს. თავად კორეელები - მართლაც საოცარი ხალხია, რომლებმაც გლობალიზაციის მიუხედავად, მრავალი უნიკალური ტრადიციის შენარჩუნება მაინც შეძლეს, თუმცა მათი უმეტესობა ევროპელ ტურისტებს შეიძლება მეტისმეტად სპეციფიკურადაც კი მოეჩვენოთ.




1. ტუალეტის თემა და მასთან დაკავშირებული იუმორი სამხრეთ კორეაში ძალიან პოპულარულია.


image


სამხრეთ კორეაში, ტუალეტის თემაზე, სასაცილო ხუმრობებს შეგიძლიათ ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდეთ. თავად დეფეკაციის პროცესი იქ იმდენად სახალისოდ ითვლება, რომ მას უაღრესად საინტერესო ინსტალაციებითა და რეალისტური ქანდაკებებით აღჭურვილი ღია ცის ქვეშ მდებარე, მთელი პარკიც კი ეთმობა. საკონდიტროებშიც კი ხშირად შეხვდებით ამ უცნაური ფორმის ნამცხვრებსა და ტკბილეულს, ხოლო სუვენირის მაღაზიები ამ თემას უკიდეგანო ფანტაზიის სივრცეებს უხსნის. ადგილობრივებს ამ თემის ასეთი გაფეტიშება არც შოკში აგდებთ და არც აღაშფოთებთ. იქ ამით უბრალოდ ყველა ხალისობს.




2. მეგობრული ჩახუტება.


image


ევროპა, საზოგადოებრივ ადგილებში წყვილების მხრიდან გამოხატული სითბოსა თუ ალერსის მიმართ უკვე დიდი ხანია რაც გულგრილია, ხოლო თუკი ამას ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლები აკეთებენ, შესაბამისად, ისინი უკვე არატრადიციულ წყვილად აღიქმებიან. სამხრეთ კორეაში, ამასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული მიდგომა არსებობს. საზოგადოებრივ ადგილებში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შორის ერთმანეთის მიმართ ალერსის გამოხატვა უხამსობათ ითვლება, მაშინ, როდესაც ერთი სქესის მქონე ადამიანების ხელიხელ ჩაკიდებული სიარული, ერთმანეთის მუხლებზე ჯდომა ან ერთმანეთისთვის ნაზად თმის გასწორება - საზოგადოების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ფორმად ან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამოვლინებად სულ არ ითვლება.



3. პლასტიკურმა ქირურგიამ მთელი სამხრეთ კორეა მოიცვა.


image


დღესღეობით, სამხრეთ კორეა ერთ სულ მოსახლეზე პლასტიკური ოპერაციების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. ქვეყანაში კარგი პლასტიკური ქირურგების რიცხვი იმდენად დიდია, რომ მათთან კონსულტაციაზე ადგილობრივების გარდა, უცხოელი ტურისტებიც კი ჩადიან. გარდა ამისა, კორეაში პლასტიკურ ოპერაციებზე ფასი ევროპასთან და ამერიკასთან შედარებით გაცილებით დაბალია, რის გამოც წლიდან წლამდე ქვეყანაში ეს ბიზნესი სულ უფრო და უფრო ვითარდება და ახალ მწვერვალებს აღწევს. სამხრეთ კორეაში ერთ - ერთ ყველაზე გავრცელებულ ოპერაციად ქუთუთოების პლასტიკა ანუ - ბლეფაროპლასტიკა ითვლება. "ევროპული" თვალის ჭრილის მისაღებად ამ ქირურგიულ კორექციას განურჩევლად სქესისა, ყველა უყოყმანოდ იკეთებს.



4. მოტელები სასიყვარულო თავგადასავლებისთვის.


image


ამ ქვეყანაში ღირსეული ოჯახის ახლგაზრდა წარმომადგენლის მხრიდან პარტნიორისადმი საზოგადოებრივ ადგილებში საკუთარი სათუთი გრძნობების გამოხატვა დაუშვებლად ითვლება. ოჯახებში მშობელთა კონტროლიც ასევე უჩვეულოდ მკაცრია. ვერაფერს გააწყობ - ასეთია ხარკი საუკუნოვანი ტრადიციებისადმი გაღებული, თუმცა კორეელებმა პურიტანული ტრადიციების, თანამედროვე ემანსიპაციასთან შეთავსების საკმაოდ ეშმაკური გზა იპოვეს, კერძოდ კი, ახალგაზრდა წყვილები საკუთარი სექსუალური ლტოლვის დასაკმაყოფილებლად ევროპის მსგავსად, არა უახლოესს პარკებს სტუმრობენ, არამედ მინი - მოტელებს, რომლებიც სამხრეთ კორეაში საკმაოდ მრავლადაა.



5. K-Pop - ის მუსიკალური ჟანრი.



image


K-Pop - ასე უწოდებენ კორეულ პოპ - მუსიკას. მას საკმაოდ ბევრი სპეციფიკური მახასიათებელი გააჩნია და საკმაოდ დიდი პოპულარობით არა მხოლოდ სამხრეთ კორეაში, არამედ აზიის სხვა ქვეყნებშიც სარგებლობს. ამ მუსიკალურ ჟანრში მომუშავე ჯგუფები, ძირითადად, 16-დან 24 წლამდე ასაკის რამდენიმე ბიჭისგან და გოგონასგან შედგება. K-Pop - ის ჟანრის მუსიკალური კომპოზიციები ძირითადად, რიტმ-ენდ-ბლუზის, ჰიპ - ჰოპისა და ელექტრო პოპის ელემენტებს აერთინებს, ტექსტები კი, როგორც წესი არა კორეულ, არამედ ინგლისურ ენაზე ჟღერს. K-Pop - ის თაყვანისმცემელთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ის, საერთაშორისო ახალგაზრდულ სუბკულტურად შეიძლება თავისუფლად ჩაითვალოს.



6. აჯუმა


image


აჯუმა - ასე უწოდებენ სამხრეთ კორეაში მოხუც ქალბატონებს. კორეული კულტურის ერთ – ერთი განსაკუთრებული თვისება მოხუცების მიმართ საზოგადოების უმცროსი წევრების უაღრესად მოკრძალებული დამოკიდებულებაა. ხანდაზმული ქალბატონები ასაკთან ერთად საოცრად მაღალ სტატუსს იძენენ, რომლის წყალობითაც ყველაფრის გაკეთების უფლება ეძლევათ, რითიც სისტემატურად სარგებლობენ კიდეც, მათ შორის ხალხმრავალ საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი, სადაც ყველა ვალდებულია მათ არა მხოლოდ გზა, არამედ ადგილიც დაუთმოს. ისინი თავიანთ პირდაპირ მოვალეობად თვლიან ასაკით პატარა, ყველა ახალგაზრდას ხმამაღალი შენიშვნა მისცენ, ხოლო თუკი მათ თავხედობა ეყოფათ და მათ რჩევებს არ გაითვლისწინებენ, აჯუმას თავისუფლად შეუძლია მათ შეაფურთხოს კიდეც, და ამის ვერც გაპროტესტებასა და ვერც აღშფოთებას ვერავინ გაბედავს.



7. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება.


image


სამხრეთ კორეაში ამ ბოროტებას ნამდვილად აქვს ციკლოპური მასშტაბები - ქვეყანა მაგარი ალკოჰოლური სასმელების მოხმარებით მოწინავე პოზიციებს იკავებს. სამუშაო დღის ბოლოს, სამხრეთ კორეის ქუჩები ნასვამი ადამიანებით, პრაქტკულად ყოველთვის სავსეა, თუმცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კორეელები წესიერად იქცევიან, აქ ჩხუბი იშვიათი მოვლენაა. კორეული "კორპორატიული კულტურის" თანახმად, თუ ხელმძღვანელი თავის ქვეშევრდომს სამუშაოს დასრულების შემდეგ დასალევად დაპატიჟებს, უარის თქმა პრაქტიკულდ შეუძლებელია.



8. ერთნაირი ტანსაცმელი - კორეული ახალგაზრდული ტრენდი.


image


თუ ევროპაში ერთი და იგივე სამოსში გამოწყობილი ადამიანების შეხვედრა სრულ ფიასკოს უტოლდება, სამხრეთ კორეაში ეს პოპულარულ ტრენდად ითვლება. ახალგაზრდები მიზანმიმართულად ცდილობენ ტყუპებივით, ერთნაიარად ჩაიცვან. სწორედ ამ უჩვეულო ხერხით ახდენენ გარშემომყოფებისთვის იმის დემონსტრირებას, რომ ისინი კარგი მეგობრები არიან. მაღაზიის მფლობელებმა ამ მოდური ტრენდის შესახებ ბრწყინვალედ იციან და თავიანთ ერთგულ მომხმარებლებს ერთნაირი კოსტიუმების შერჩევაშიც ყველანაირად ეხმარებიან.



9. რესტორნებიდან კვების მიწოდების უსწრაფესი სერვისი.


image


თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში სხვადასხვა საკვების მიწოდების სერვისი იდეალურად მუშაობს, მაგრამ სამხრეთ კორეაში ის ვირტუოზულ დონემდეა აყვანილი. მომხმარებელი წესიერად შეკვეთის გაფორმებსაც კი ვერ ასწრებს, რომ კარებზე უკვე კურიერის მიერ შეკვეთილი საკვებია მიტანილი, რაც შეეხება ჭურჭელს, მას როგორც წესი, შემკვეთი ტრაპეზის შემდეგ იქვე, საკუთარ კართან ტოვებს, რის შემდეგაც, კურიერი თავად მოდის და გასარეცხი თეფშები უკან მიაქვს.




10. ულტრა მოკლე ქვედაბოლოები.


image


მინი - ქვედაბოლოს სიგრძით დღეს უკვე ვერავის გააკვირვებ, თუმცა აი, სამხრეთ კორეელებს ეს მაინც შესანიშნავად გამოსდით. მოდას აყოლილი ქალბატონების უმრავლესობას ქვედატანი იმდენად მოკლე აცვია, რომ კიბეზე ჩასვლისას სხეულის ინტიმური ნაწილის დაფარვა, ხან ჩანთის, ხანაც - გაზეთის საშუალებით უწევთ, რათა გამვლელები მეტისმეტად არ ააღელვონ, მაგრამ თუკი გოგონა თუნდაც საკმაოდ მოკრძალებული დეკოლტის ჩაცმას გადაწყვეტს, გამკიცხავ მზერასა და შეურაცხმყოფელ შენიშვნებს თავს ვერ დააღწევს, ხოლო თუ ის შემთხვევით აჯუმას (სამხრეთ კორეაში მოხუცებული ქალის სტატუსი, რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ) რომელიმე წარმომადგენელს გადააწყდება, მას არა მხოლოდ უკანასკნელი სიტყვებით გალანძღავენ, არამედ ზედაც შეაფურთხებენ.




0
574
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
574