x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ვლადიმერ პუტინის თქმით, მისმა ქალიშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საკუთარ თავზე გამოსცადა

image


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ დღეს დილით რუსეთში, მსოფლიოში პირველი კოროვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრაცია მოხდა.

ამასთანავე დღესვე სხდომაზე დასძინა, რომ მისი ერთ-ერთი ქალიშვილი ვაქცინის გამოცდისას მოხალისედ ჩაეწერა და საკუთარ თავზე გამოცადა ვაქცინა.

"პირველი აცრის შემდეგ ჩემს ქალიშვილს ტემპერატურამ 38-მდე აუწია, თუმცა მეორე დღეს დაურეგულირდა და 37-ზე ოდნავ მეტი ჰქონდა და მორჩა".

ამ ფაქტთან დაკავშირებით Интерфакс-მა კომენტარი სთხოვა გამალეის ცენტრის დირექტორს ალექსანდრ გინცბურგს.



"არ ვიცი ეს როგორ, მოხდა, ადრე არ გამიგია, რომ პრეზიდენტის ქალიშვილმა აცრები გაიკეთაო, შეიძლება მოხალისედ ჩაეწერა, პასპორტში მე არ ჩამიხედია და სახეზე ყველა მოხალისეს ვერ ვცნობ, ამაზე მე ნუ მომმართავთ"

-დღეს დილით, პირველად მსოფლიოში, ახალი კოროვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრაცია განხორციელდა ... ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. აყალიბებს სტაბილურ იმუნიტეტს.. გაიარა ყველა საჭირო შემოწმება, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ მურაშკომ დასძინა, რომ გამალეის სამეცნიერო კვლევის ცენტრმა დაადასტურა ამ ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება. მის წარმოება მოხდება ორ წერტილში: თავად გამალეის ცენტრში და კომპანია Биннофарм-ში.


ამრიგად რუსეთი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც წარმოებაში მასიურად ჩაუშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, საყოველთაო ვაქცინაცია ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი.


ამასობაში დასკვნით ეტაპზეა 20 ვაქცინის გამოცდა, მათ შორისაა ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ი, ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ი, ინდური "კოვაქსინი", ებრაული, ამერიკული, იტალიური და სხვა კომპანიები.კომპანიების უმეტესობა ვაქცინის საბოლოოდ დამზადებას 2021 წლის დასაწყისში ვარაუდობს.



0
151
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0