x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" 14 აგვისტოდან ბათუმს ეწვევა
image


გამომცემლობა "პალიტრა L", საიუბილეო ტურნეს ფარგლებში, 14 აგვისტოდან ბათუმს ეწვევა. ბათუმელებს სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება 16 აგვისტოს ჩათვლით ელის.


14 აგ­ვის­ტოს და­ი­წყე­ბა პროექტ „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის“ აქ­ცია (ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ეზო, რუსთაველის #53), რო­მე­ლიც 16 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა და რომლის ფარგლებშიც, მსურველები 1 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რას 1 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგნ­ზე გა­დაც­ვლიან.


ასევე, გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, სადაც 300-მდე დასახელების წიგნი 50%-მდე ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი.


ღონისძიების პარტნიორია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია. "მაკულიტერატურის" აქცია და გამოფენა-გაყიდვა, სამი დღის განმავლობაში (14, 15 და 16 აგვისტო), საზღვაო აკადემიის ეზოში, 10:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გასტანს.


ასე­ვე, 14 აგ­ვის­ტოს სასტუმრო "შერატონ ბათუმში" (რუსთაველის #28) გა­ი­მარ­თე­ბა პრო­ექტ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ ღონისძიება „ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“, სადაც სპიკერები იქნებიან: დავით ჩიკვაიძე („საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის” დამფუძნებელი და ტრენერი), ანდრო დგებუაძე (ტრენერი, ბლოგერი) და რევაზ კოპალაძე (Caucasus Online-ის გენერალური დირექტორი). აღნიშნულ ღონისძიებაზე გაიმართება მარკ მენსონის წიგნის "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების" პრეზენტაცია.


„ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნების" პირველი 3000-ცალიანი ტირაჟი გამოცემიდან ერთ თვეში გაქრა წიგნის მაღაზიებიდან. ასეთი სამოტივაციო ჟანრის წიგნი, რომელმაც მკითხველში ძალიან მაღალი ინტერესი დაიმსახურა, ბრაიან თრეისის "შეჭამე ბაყაყის" შემდეგ, მეორე პრეცედენტია საქართველოში“, - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.


„ეს წიგნი არის არაორდინალური თავისი შინაარსით. ჩემში ძალიან ბევრი მიმართულება შეცვალა და ბევრ რამეზე ჩამომიყალიბა აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება. რაღაცნაირი რევოლუციური წიგნია, თუნდაც მის ქვესათაურებს რომ გადავხედოთ. პირველივე გვხვდება, მაგალითად: Do Not Try (არ შეეცადო), რაც იმის ანტიპოდია, რასაც, ხშირად, სხვა წიგნებში ვკითხულობთ“, - დავით ჩიკვაიძე.


ღონისძიების ბმული:


15 აგ­ვის­ტოს გა­ი­მარ­თე­ბა „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის თი­ნა­თინ ბე­რი­ძის წიგ­ნის „მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის“ პრე­ზენ­ტა­ცია. "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა", 19:00 სთ. ღონისძიებაზე იქნებიან, ასევე, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" გამარჯვებულები: ქარდა ქარდუხი და დავით ჩომახიძე, რომელთა წიგნებს მკითხველი ნოემბრიდან იხილავს.


ღონისძიების ბმული:


16 აგ­ვის­ტოს კი, 19:00 სა­ათ­ზე "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" გა­ი­მარ­თე­ბა ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნის, ფე­ნიქ­სის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მელ­საც „ლი­ტე­რა­ტუ­რულ ექ­სპე­რი­მენ­ტსაც“ უწო­დე­ბენ. ბა­თუმს ეწ­ვე­ვი­ან ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი: ტო­რე­სა მოსი, თეა ინა­სა­რი­ძე, ელის დოჯ­სო­ნი და ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი.


15 ნა­წი­ლის­გან შემ­დგარ­მა ინ­ტე­რაქ­ცი­ულ­მა წიგნ­მა გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­იმ­სა­ხუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი. ამ სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რულ ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ოთხმა ავ­ტორ­მა მიიღო. „ფე­ნიქ­სის“ ყო­ვე­ლი ნა­წი­ლი და­მა­ინ­ტრი­გე­ბელ, საკ­ვან­ძო მო­მენ­ტში წყდე­ბა, სა­დაც მთა­ვარ გმი­რებს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევთ. ყო­ველ წიგნს კი ორი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბა, სა­დაც ამ­ბა­ვი გმი­რის ამა თუ იმ არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით ვი­თარ­დე­ბა.


„პროექტის ჩანაფიქრი ამბიციურად გამოიყურებოდა. უნდა შეგვექმნა ერთი სიუჟეტის რვა ვერსია, რომელიც პერსონაჟების გადაწყვეტილებების მიხედვით განსხვავებულად განვითარდებოდა და თითოეულ ხაზს შესაბამისად, სხვადასხვა დასასრული ექნებოდა. ფაბულა თეა ინასარიძემ მოიფიქრა და პირველი გაგრძელების წერა უკვე ერთად დავიწყეთ. მნიშვნელოვანი იყო დეტალების შეთანხმება. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ამოცანას თავი გავართვით და მკითხველს საინტერესო ამბის ბევრნაირი ვერსია შევთავაზეთ”, - ტორესა მოსი, მწერალი.


ღონისძიების ბმული:

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0