x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103638
  • ვიდეო:347818
  • სურათი:468033
ის, რაც ლობიანს სხვა თვალით დაგანახებს
ლობიანის როლი ქართულ კულინარიაში :


თუ რამე გემოებით თამაშობს, ეს ლობიანია ქართულ კულინარიაში. ეს არის ქართული კულინარიის იმ ათეულის აღმოჩენა, რომელშიც ხინკალი და მწვადი შედის. ხომ წარმოგიდგენიათ რა პატივია ამ გემრიელობების გვერდით, რომ მოხვდები, ვერც ლობიანს წარმოედგინა, მაგრამ რას ვიზავთ ხდება, როცა გემრიელი ხარ.

ლობიანების სახეობების მიმოხილვა :

არსებობს სხვადასხვა სახის ლობიანი, იგი დიდ ადგილს იკავებს ყველა კუთხის სამზარეულოში და არა მხოლოდ საქართველოში.


image

იცოდით, რომ ლობიოს 150-ზე მეტი სახეობა არსებობს, რომელიც ამერიკის, აზიისა და აფრიკის ტერიტორიაზე იზრდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიასა და სამეგრელოში ლობიო XVI საუკუნიდანაა კულტივირებული. კულტურაში დაახლოებით 20 სახეობაა, რომელთაგანაც სასურსათო მნიშვნელობა 7-ს აქვს.

ასევე გვაქვს, აჭარული, რაჭული, იმერული და ა.შ. მომზადების სახეობები, ზოგს ლორი აქვს შიგთავსში, ზოგს მჟავეები, ზოგს განსხვავებული სუნელები, თუმცა ყველა გემო იმდენად არომატულია, შეუძლებელია გამოარჩიო უკეთსი.

image

იცოდით, რომ ლობიოს სამკურნალოდ იყენებენ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, შაქრიან დიაბეტის, რევმატიზმის, თირკმელების დაავადებების, პანკრეასის და სხვა დაავადებების დროს?!

ვეგეტარიანელები, ვეგანები, იყენებენ საკვებად, როგორც ცხოველური ცხიმების შემავსებლად.

ამიტომ მითია ის, რომ ლობიო არის არაჯანსაღი და ორგანიზმისთვის საზიანო.

ლობიანის ერთი პოპულარული რეცეპტი :

კლასიკური ლობიანის რეცეპტი, რომლის გემოც, ოჯახის გარემოს, სითბოს და ტკბილ მოგონებებს გაგახსენებთ, რაც მთავარია დაგანაყრებთ.

მასალა:
1კილოგრამი ლობიო;
4 თავი ხახვი;
150 გრამი ზეთი;
2 ცალი დაფნის ფოთოლი;
2 კილოგრამი ფქვილი;
1 ჩაის კოვზი საფუარი;
მარილი და პილპილი - გემოვნებით;
1 მწიკვი შაქარი.

შიგთავსი :

1 კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ ლობიო.

2 დუღილს რომ დაიწყებს, 10 წუთში გადაღვარეთ წყალი, დაასხით ახალი წყალი და კვლავ ხარშეთ.

3 ხარშვისას დაუმატეთ დაფნის ფოთოლიც.

4 კარგად რომ მოიხარშება, წყალი გადაწურეთ და ლობიო გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

5 ზეთში მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გემოვნებით შეკაზმეთ პილპილ-მარილით.

6 ჩაუმატეთ ლობიოს და კარგად მოურიეთ.


ცომი :

ცომის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, 50 გრამი ზეთი, საფუარი, მარილი და მწიკვი შაქარი. ჩაუმატეთ თბილი წყალი და ზილეთ სანამ ხელზე აღარ მოგეკრობათ. შემდეგ შეფუთეთ ცომი და დადგით 1 საათით, სანამ არ აფუვდება. ცომისგან გააკეთეთ 7-8 გუნდა და ცოტა ხნით დააყოვნეთ. შემდეგ გააბრტყელეთ ხელით, თითოეულზე თანაბრად გადაანაწილეთ ლობიოს შიგთავსი, მოუკარით პირი და გააბრტყელეთ 1 სანტიმეტრამდე.

გამოაცხეთ ტაფაში დაბალ ცეცხლზე ან ღუმელში. გამოცხობის შემდეგ სამზარეულოს ფუნჯით გადაუსვით ზეთი.

რა ალკოჰოლიანი სასმელი უხდება :

თუ გიყვართ, საკვებთან ერთად ალკოჰოლის მიღება, მაშინ ლობიანს თეთრი ღვინო მოუხდება. გირჩევთ, მხოლოდ თეთრ ღვინოსთან ერთად მიირთვათ, ძველი ტრადიციებიდან ასეა გადმონაშთული, ასევე ახალ კულინარიაშიც მსგავს რჩვას იძლევიან გამოცდილი შეფმზარეულები.

რა უალკოჰოლო სასმელი უხდება :

რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელს, ლობიანს უხდება ძირითდად ნატურალური სასმელები.

ტრადიცია :

გვაქვს წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე (მარხვის დროს) ლობიანის მომზადების ტრადიცია, მისი განმარტება ასეთია:
"ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს–ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს. ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის გაიგივება–აღრევა. [...] "

ამიტომ ცხვება ლობიანი, როგორც მზის სიმბოლო, თუ რატომ ცხვება ღვეზელი მაინცდამაინც ლობიოსგან, ამის განმარტება უცნობია, თუმცა იგივდება მარხვასთან, რადგან იგი ცხოველურ ცხიმებს ავსებს ორგანიზმში და მარხვის დროს მისი მიღება შეიძლება.

თუ გიყვართ ცომეული, ლობიანი კარგი არჩევანია. ისეთი გემრიელი და სასარგებლოა, პიროვნება უნდა იყოს.

0
359
შეფასება არ არის
ავტორი:ოქროცვარიძე მარიამი
ოქროცვარიძე მარიამი
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0