x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103588
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდგინეს
ანტონიო ბანდერასმა საკუთარი Twitter-ის და Facebook-ის გვერდების მეშვეობით განაცხადა, რომ კოვიდინფიცირებულია. ამის გამო ხელოვანი მე-60 დაბადების დღეს კარანტინში ხვდება.


მსახიობი ამჟამად მშობლიურ მადრიდში იმყოფება, სადაც წვეულების მოწყობას და საკუთარი საიუბილეო თარიღის მეგობრების წრეში აღნიშვნას გეგმავდა, თუმცა ეს გეგმები მას კორონავირუსმა ჩაუშალა.


ფანების დასამშვიდებლად ბანდერასმა განაცხადა, რომ საგანგაშო სიტუაცია არ აქვს და “ოდნავ უფრო დაღლილად გრძნობს თავს, ვიდრე ყოველთვის”.


იმისათვის, რათა ვირუსს გაუმკლავდეს, ბანდერასი ექიმების რეკომენდაციებს ასრულებს და იზოლაციაში რამდენიმე დღის მანძილზე დარჩება.



მსახიობი ამბობს, რომ იზოლაციაში დაწერს, წაიკითხავს, დაისვენებს და სამომავლო გეგმებს დააწყობს. ის ამბობს, რომ სიცოცხლის მე-60 წელს თავს მხნედ გრძნობს.


ანტონიო ბანდერასმა 2017 წლის 26 იანვარს მძიმე ინფარქტი გადაიტანა. მსახიობი, რომელსაც ქართველი მაყურებელი ძირითადად რეჟისორ პედრო ალმოდოვარის ფილმებიდან იცნობს, მაშინ სიკვდილს ძლივს გადაურჩა, რამაც მისი სიცოცხლე ძირფესვიანად შეცვალა. ესპანელი ხელოვანი ამტკიცებს, რომ გადატანილმა ინფარქტმა ის სხვა ადამიანად აქცია. მანამდე ის მისივე სიტყვებით ხშირად ისეთ პიროვნებებს უჭერდა მხარს, რომლებიც არ მოსწონდა და ისეთ პროექტებში იღებდა მონაწილეობას, რისიც არაფერი სწამდა.


ანტონიო ბანდერასი

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0