x
მეტი
  • 01.11.2020
  • სტატია:104541
  • ვიდეო:348265
  • სურათი:469295
რომელი ადგილია ავტომანქანაში ყველაზე უსაფრთხო და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ავარიის შედეგად ნაკლები ზიანი მოგვადგეს?

დიდი ხანია, ხალხში მყარად დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ავტომანქანაში უკანა სავარძლები ყველაზე უსაფრთხოა. მაგრამ უახლესი კვლევები საპირისპიროზე მეტყველებს. როგორც გაირკვა, უკანა სავარძლები არათუ ყველაზე უხიფათო, არამედ ძალიან საშიშიც კი არის. ავტოკატასტროფაში გადარჩენის ყველაზე ნაკლები შანსი სწორედ უკანა სავარძლებზე მსხდომ მგზავრებს აქვთ. სწორედ ეს დაადგინა გერმანიაში სადაზღვევო კომპანიათა მიერ დაარსებულმა უბედური შემთხვევების კვლევის სამსახურმა (UDV), რისთვისაც შეჯერდა როგორც გამოკითხვების, ასევე უბედურ შემთხვევათა სტატისტიკური მონაცემები. როგორც გაირკვა, საკუთარ უსაფრთხოებაში დარწმუნებული უკანა სავარძლების მგზავრები ხშირად ღვედებსაც კი არ იკეთებენ, რაც ფატალური შემთხვევების მიზეზი ხდება.


ასე მაგალითად 2014 წელს გერმანიის გზებზე 3610 ადამიანი დაიღუპა, აქედან კი 1300 უკანა სავარძლებზე იჯდა. ეს ძალიან დიდი რიცხვია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წინ საჭესთან ყოველთვის ზის მძღოლი, ხოლო უკანა სავარძლები ხშირად ცარიელია. ხშირად ისეც ხდება, რომ დარტყმის ძალა უკანა სავარძელზე მჯდომ ადამიანს წინ ისეთი საშინელი ძალით ტყორცნის, წინა სავარძლებზე მსხდომები მასთან შეჯახების შედეგად მომენტალურად იღუპებიან.


ყველაზე ეფექტური საშუალება ავტოავარიაში მოხვედრის შემთხვევაში სიცოცხლის შესანარჩუნებლად ღვედის შეკვრაა. როცა საქართველოს გზებზე ავტომანქანით მოძრაობთ, ნათლად უნდა აცნობიერებდეთ იმას, რომ თქვენ მგზავრობთ ისეთ გზაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა ევროპაში. ამიტომ ღვედის შეკვრა არ უნდა დაგავიწყდეთ.


ავტოკატასტროფა

0
187
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0