x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
"ლიტერატურული გაჩერება" ყაზბეგშია - დაბა სტეფანწმინდაში, 50%-მდე ფასდაკლებით, გამოფენა-გაყიდვა იმართება
image


გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა" ყაზბეგშია. გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს დაბა სტეფანწმინდის ცენტრალურ სკვერში, ალ. ყაზბეგის ქუჩა.


დაბა სტეფანწმინდაში მკი­თხველს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა დიდი ფას­დაკ­ლე­ბით დი­ლის 10:00 სა­ა­თი­დან დახ­ვდა, გამოფენა-გაყიდვა 18:00 საატამდე გასტანს.


გამომცემლობა “პალიტრა L” წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს და მთელი წელი სხვადასხვა ტიპის აქტივობით აქვს დატვირთული, მათ შორისაა „ლიტერატურული გაჩერება“, რომლის ფარგლებშიც, ლიტერატურული ღონისძიებები უკვე საქართველოს 10 ქალაქში გაიმართა.



"ძალიან მნიშვნელოვანია წიგნთან დაკავშირებული ღონისძიებები და სიამოვნებით ვმასპინძლობთ გამომცემლობა "პალიტრა L-ის" გამოფენა-გაყიდვას, ადგილობრივების მხრიდანაც დიდი დაინტერესება შეინიშნება. მნიშვნელოავნია, რომ ხელმისაწვდომ ფასად არის წარმოდგენილი სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა", - გიორგი ავსაჯანიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის, და სოც. დაცვის სამსახურის უფროსი.


შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა სხვადასხვა ღონისძიებით დაბა სიონს, სურამს, ბათუმს, ოზურგეთსა და ბახმაროსაც ეწვევა და "ლიტერატურული გაჩერება" 19 აგვისტოს დასრულდება.

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0